პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინმეა გამოსაკითხი, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელთა ხელში გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც" - ანა დოლიძე
"თუ ვინმეა გამოსაკითხი, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელთა ხელში გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც" - ანა დოლიძე

კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ანა დო­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია "პარ­ტი­უ­ლი საბ­ჭოა“.

ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც კო­მი­სი­ის მიერ კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რე­ბის - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის და­ბა­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც დო­ლი­ძე ამ­ბობს, კო­მი­სი­ამ, პირ­ველ რიგ­ში, მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძის ჯგუ­ფი უნდა და­ი­ბა­როს, რო­მელ­თა ხელ­შიც "გა­ი­ა­რა ყვე­ლა­ნა­ირ­მა რეპ­რე­სი­ამ და გა­დის ახ­ლაც“.

"ჯერ ერთი, ეს "ვი­თომ“ კო­მი­სია კი არა, პარ­ტი­უ­ლი საბ­ჭოა. მე­ო­რეც, 2012 წელს წარ­ვად­გი­ნე და სრუ­ლი­ად მე­დი­ა­ში გან­ვი­ხი­ლე სი­მარ­თლის კო­მი­სი­ის იდეა, რო­მე­ლიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო 2012-2013 წლებ­ში, მა­შინ ჩაკ­ლეს და ახლა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის ჯგუ­ფი გა­მო­ა­ცხა­დეს. სი­მარ­თლის კო­მი­სია არის სულ სხვა რამე. არა­პარ­ტი­უ­ლი, უმაღ­ლე­სი ავ­ტო­რი­ტე­ტის ხალ­ხის­გან შემ­დგა­რი, შე­რი­გე­ბა­ზე გა­მიზ­ნუ­ლი, მაგ­რამ არ გა­ა­კე­თეს ზუს­ტად იმი­ტომ, რომ შე­ე­ნა­ხათ ეს თე­მე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის­თვის. 13 წელი და­ამწნი­ლეს.

მე­სა­მეც, თუ ვინ­მეა მარ­თლა გა­მო­სა­კი­თხი, ეს არის მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძის ჯგუ­ფი, რო­მელ­თა ხელ­ში გა­ი­ა­რა ყვე­ლა­ნა­ირ­მა რეპ­რე­სი­ამ და გა­დის ახ­ლაც. იმის თა­ვიც არ აქვთ, რომ ჩინ­ჩა­ლა­ძე მო­იყ­ვა­ნონ პარ­ლა­მენ­ტში. კაცი, სა­კუ­თარ კონ­კურ­სზე არ გა­მო­ცხად­და. ცა­რი­ელ სკამს უყა­რა კენ­ჭი მო­სა­მარ­თლე­თა შეკ­რე­ბამ“, - წერს ანა დო­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ­მა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რე­ბი - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და­ი­ბა­რა.

კო­მი­სი­ის სხდო­მა 25 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა, რომ­ლის დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლის ერთ-ერთი საქ­მის - შპს “მაგ­ნა­ტის“ საქ­მის გან­ხილ­ვა. 25 მარ­ტის სხდო­მა­ზე მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან შპს "მაგ­ნა­ტის“ მე­სა­კუთ­რე ჯე­მალ ლე­ო­ნი­ძე, მისი ად­ვო­კა­ტი როინ მიგ­რი­ა­უ­ლი და ასე­ვე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე.

ბიზ­ნეს­მე­ნი ჯე­მალ ლე­ო­ნი­ძე ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ქსე­ლის, “მაგ­ნა­ტის“ მე­სა­კუთ­რე იყო. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ბიზ­ნეს­მენს ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვეს და და­ა­პა­ტიმ­რეს.ლე­ო­ნი­ძე ცი­ხი­დან პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­მო­ვი­და და წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­და. ლე­ო­ნი­ძე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა­ში მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

ავტორი:

"თუ ვინმეა გამოსაკითხი, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელთა ხელში გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც" - ანა დოლიძე

"თუ ვინმეა გამოსაკითხი, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელთა ხელში გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც" - ანა დოლიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია "პარტიული საბჭოა“.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც კომისიის მიერ კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარებას ეხმაურება.

როგორც დოლიძე ამბობს, კომისიამ, პირველ რიგში, მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი უნდა დაიბაროს, რომელთა ხელშიც "გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც“.

"ჯერ ერთი, ეს "ვითომ“ კომისია კი არა, პარტიული საბჭოა. მეორეც, 2012 წელს წარვადგინე და სრულიად მედიაში განვიხილე სიმართლის კომისიის იდეა, რომელიც უნდა ყოფილიყო 2012-2013 წლებში, მაშინ ჩაკლეს და ახლა ეს პოლიტიკური შურისძიების ჯგუფი გამოაცხადეს. სიმართლის კომისია არის სულ სხვა რამე. არაპარტიული, უმაღლესი ავტორიტეტის ხალხისგან შემდგარი, შერიგებაზე გამიზნული, მაგრამ არ გააკეთეს ზუსტად იმიტომ, რომ შეენახათ ეს თემები პოლიტიკური თამაშისთვის. 13 წელი დაამწნილეს.

მესამეც, თუ ვინმეა მართლა გამოსაკითხი, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელთა ხელში გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც. იმის თავიც არ აქვთ, რომ ჩინჩალაძე მოიყვანონ პარლამენტში. კაცი, საკუთარ კონკურსზე არ გამოცხადდა. ცარიელ სკამს უყარა კენჭი მოსამართლეთა შეკრებამ“, - წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ "ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

კომისიის სხდომა 25 მარტს გაიმართება, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა. 25 მარტის სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს "მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე, მისი ადვოკატი როინ მიგრიაული და ასევე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს.ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.