გუშინ, საქართველო-სომხეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, "დინამო არენაზე" მომხდარი ინციდენტი, სოციალურ ქსელში განხილვის თემაა. შეგახსენებთ, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრები სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ
სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრმა გიორგი ტუმასიანი სოციალურ ქსელში სომეხი ქომაგის, მიერ ჩაწერილ ვიდეოს თარგმანს ავრცელებს.
გთხოვთ წაიკითხოთ ეს და დასკვნები თავად გამოიტანოთ. ერთ-ერთი ცნობილი სომეხი ქომაგის სიტყვების თარგმანი, რომელიც ახლა ვიდეოს სახით ვრცელდება სომხურ სოციალური ქსელებში:
“სომხეთის გარეთ 200-ზე მეტ თამაშზე ვარ ნამყოფი, სომხეთში ასობით თამაშზე. ასეთი რამე არ მინახავს. როგორც კი ჩვენი ფეხბურთელები სომხური სექტორისკენ მოვიდნენ თავიან გულშემატკივრებთან, ჩვენ სრულიად მოულოდნელად, წამებში აღმოჩნდით პლასტმასის ბოთლების და მეტალის ქილების წვიმის ქვეშ.
არ ვიცი ქართველი გულშემატკივრები რანაირად აღმოჩნდნენ ჩვენს სექტორთან, პირდაპირი გაგებით შეიარაღებული ამ ბოთლებით და ქილებით, ხაზგასმით ვამბობ გაუხსნელით!
გაუხსნელ ბოთლებზე და თავსახურებზე ჩვენს გულშემატკივრებს აკონტროლებდნენ, რანაირად აღმოჩნდა ამ ადამიანების ხელში ასობით გაუხსნელი ბოთლი და ქილა?
გვესროდნენ ჩვენს ქვემოდან, მოედნიდან და ზემოდანაც, ზედა იარუსიდან, სადაც ქართული სექტორი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ "დინამო არენაზე" უსაფრთხოება არ არსებობდა საერთოდ, სომხურ და ქართულ სექტორებს შორის, გულშემატკივრებს შორის არცერთი პოლიციელი არ იყო, ერთიც კი სიმბოლურად. ასეთი რამე არსად არასდროს მინახავს.
სომეხ გულშემატკივრებს მოგვიწია საათნახევარი ლოდინი სანამ ყველა დატოვებდა "დინამოს" და მხოლოდ ამის მერე გაგვიშვეს იქიდან, უკვე აცივდა საკმაოდ. ამ დროის განმავლობაში ჩვენთან მყოფი ქალები და ბავშვები ძალიან შეშინებული იყვნენ, ზოგი უკიდურესადაც კი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.”
P.S.
მე ჯერ კიდევ გუშინ დავწერე, რომ ეს მიზანმიმართულ პროვოკაციას ჰგავს ქართული დროშის უკან ამოფარებული რუსეთის აგენტების მხრიდან არალეგიტიმური და ე.წ. “ხელისუფლების”.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის ჯამით 9:1 დაამარცხა სომხეთი და "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
იხილეთ ასევე: