პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც - საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ!" - მიხეილ სააკაშვილი
"მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც - საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ!" - მიხეილ სააკაშვილი

მე თქვენ­თვის სა­ში­ში ვიქ­ნე­ბი რო­გორც ცი­ხე­ში, ასე­ვე მკვდა­რიც. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას, სა­ა­კაშ­ვი­ლის სულს ვერ ჩაკ­ლავთ! აბა თქვენ იცით! მე ვიბ­რძვი და ჩვენ ვი­მარ­ჯვებთ! - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი­დან“, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უკა­ნო­ნოდ სა­ზღვრის კვე­თის საქ­მე­ზე მის მი­მართ გა­მო­ტა­ნილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, გარ­და იმი­სა, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მას სჯი­ან, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკი­საც ემუქ­რე­ბი­ან.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ ჯა­ლა­თუ­რი, უკა­ნო­ნო, სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სე­რი­ას, რო­მე­ლიც მი­ი­ღო ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სულ­მა "უსა­მარ­თლო­ბის კომ­ბი­ნატ­მა“ და პრაქ­ტი­კუ­ლად, მო­მი­სა­ჯა ცი­ხე­ში გა­ნად­გუ­რე­ბა, ფი­ზი­კუ­რი მოს­პო­ბა. თქვენ თვალ­წინ ანად­გუ­რე­ბენ და სპო­ბენ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი უნ­დო­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ყვე­ლა­ფე­რი უნ­დო­და ხალ­ხის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, უკ­რა­ი­ნის­თვის. ვი­საც კი­დევ სჯე­რა, რომ მე სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით და გა­ნად­გუ­რე­ბით მსჯი­ან იმის­თვის, რომ ჩვე­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის დღე­სას­წა­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ცხვა­რი გა­ვაგ­ზავ­ნე, ან სამი პი­ჯა­კის, ერთი ჰალ­სტუ­ხი­სა და ერთი პალ­ტოს ყიდ­ვის­თვის, ან სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის­თვის, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გა­ლუ­რად ჩა­მოს­ვლის არ­ცერ­თი გზა არ და­მი­ტო­ვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალ­ხს მე ვე­რა­ფერს ავუხ­სნი. მგო­ნი ასე­თი მსოფ­ლი­ო­ში არა­ვი­ნაა. ჩვე­ნი ფი­ლო­სო­ფია ყო­ველ­თვის იყო ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო, ძლი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე, გა­ნათ­ლე­ბა, და­ცუ­ლო­ბა. იმი­ტომ ვა­ვი­თა­რებ­დით ქა­ლა­ქებს. რომ დაგ­ვცლო­და, ამა­ზე ბევ­რად მა­გა­რი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო. ეს პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბა ვი­თომ სა­სა­მარ­თლო წე­სით არის იმის­თვის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ყვე­ლა ჩემი მომ­ხრე და­ა­ში­ნონ. ამით ცდი­ლო­ბენ პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის გა­უგ­ზავ­ნონ მუ­ქა­რის გზავ­ნი­ლი, უთხრან, მა­საც იგი­ვე ბედი ელის თუ უკ­რა­ი­ნას არ ჩა­ა­ბა­რებს. მე გან­სა­კუთ­რე­ბით ცი­ნი­კუ­რად მსჯი­ან და მა­ნად­გუ­რე­ბენ ქვეყ­ნის არ ჩა­ბა­რე­ბის­თვის 2008 წელს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამის­თვი­საა! მსჯი­ან, აჭა­რის სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თვის 2004 წელს! იმის­თვის, რომ გავ­ბე­დე და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბულ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა შევ­ძე­ლი! იმის­თვის, რომ კო­რუფ­ცია და­ვა­მარ­ცხე! იმის­თვის, რომ ხალ­ხის­თვის ვიღ­ვწო­დი და არა სა­კუ­თა­რი ჯი­ბის­თვის! მე მათ­თვის სა­ში­ში ვარ ცი­ხე­ში და სა­ში­ში ვიქ­ნე­ბი მკვდა­რიც, იმი­ტომ, რომ ჩემი სა­ხე­ლი სა­მუ­და­მოდ უკავ­შირ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და სი­კე­თის­თვის ბრძო­ლას. ვიბ­რძვით და უნდა ვიბ­რძო­ლოთ, ვიბ­რძო­ლოთ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­კარ­გვა. ვიბ­რძვით და ვი­მარ­ჯვებთ! ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა.

გა­ვი­მე­ო­რებ, მე თქვენ­თვის სა­შიშ ვიქ­ნე­ბი რო­გორც ცი­ხე­ში, ასე­ვე მკვდა­რიც, იმი­ტომ, რომ ჩემი სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ბრძო­ლას, გა­მარ­ჯვე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბას! ეს უკვე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჰ­ყვე­ბა ამ ერს. აჰა, გა­მა­ნად­გუ­რეთ რამ­დე­ნიც გინ­დათ, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას თქვენ ვერ ჩაკ­ლავთ! სა­ა­კაშ­ვი­ლის სულს ვერ ჩაკ­ლავთ! წარ­მა­ტე­ბე­ბი, ჩემო მე­გობ­რე­ბო! ამ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ჰყავს თა­ვი­სი ავ­ტო­რე­ბი და მათ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღონ, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან მკაც­რი პა­სუ­ხი. აბა თქვენ იცით! მე ვიბ­რძვი და ჩვენ ვი­მარ­ჯვებთ!“ - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 4,6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა, ასე­ვე და­ე­მა­ტა სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მი­დან სას­ჯე­ლი 8 წლით და ჯამ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 12,6 წლის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც - საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ!" - მიხეილ სააკაშვილი

"მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც - საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ!" - მიხეილ სააკაშვილი

მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც. საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! აბა თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა "ვივამედიდან“, სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, რითაც უკანონოდ საზღვრის კვეთის საქმეზე მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით მას სჯიან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისაც ემუქრებიან.

"მინდა გამოვეხმაურო იმ ჯალათური, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა "უსამართლობის კომბინატმა“ და პრაქტიკულად, მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა. თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის და ყველაფერი უნდოდა ხალხისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის. ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან იმისთვის, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, ან სამი პიჯაკის, ერთი ჰალსტუხისა და ერთი პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა საქართველოში ლეგალურად ჩამოსვლის არცერთი გზა არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ავუხსნი. მგონი ასეთი მსოფლიოში არავინაა. ჩვენი ფილოსოფია ყოველთვის იყო ძლიერი საქართველო, ძლიერი მოქალაქე, განათლება, დაცულობა. იმიტომ ვავითარებდით ქალაქებს. რომ დაგვცლოდა, ამაზე ბევრად მაგარი ქვეყანა იქნებოდა საქართველო. ეს პრაქტიკულად განადგურება ვითომ სასამართლო წესით არის იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ყველა ჩემი მომხრე დააშინონ. ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, უთხრან, მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს. მე განსაკუთრებით ცინიკურად მსჯიან და მანადგურებენ ქვეყნის არ ჩაბარებისთვის 2008 წელს, ეს ყველაფერი ამისთვისაა! მსჯიან, აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებისთვის 2004 წელს! იმისთვის, რომ გავბედე და საქართველოს წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შევძელი! იმისთვის, რომ კორუფცია დავამარცხე! იმისთვის, რომ ხალხისთვის ვიღვწოდი და არა საკუთარი ჯიბისთვის! მე მათთვის საშიში ვარ ციხეში და საშიში ვიქნები მკვდარიც, იმიტომ, რომ ჩემი სახელი სამუდამოდ უკავშირდება თავისუფლებისთვის და სიკეთისთვის ბრძოლას. ვიბრძვით და უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ, სხვა გამოსავალი არ არის. სხვა გამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის დაკარგვა. ვიბრძვით და ვიმარჯვებთ! ეს არის ერთადერთი გზა.

გავიმეორებ, მე თქვენთვის საშიშ ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც, იმიტომ, რომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ბრძოლას, გამარჯვებას და საქართველოს წარმატებას! ეს უკვე საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ ერს. აჰა, გამანადგურეთ რამდენიც გინდათ, საქართველოს თავისუფლების იდეას თქვენ ვერ ჩაკლავთ! სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! წარმატებები, ჩემო მეგობრებო! ამ ანგარიშსწორებას ჰყავს თავისი ავტორები და მათ აუცილებლად უნდა მიიღონ, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან მკაცრი პასუხი. აბა თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ!“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.