სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დღეში: მოწამლეს, ჯარიმა გამოუწერეს, დაპატიმრებით დაემუქრნენ... გაიღვიძეს და ნაწილმა შეიტყო, რომ სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს. არ შეგეშინდეთ, ბავშვებო" - ნატა მურვანიძე
"ერთ დღეში: მოწამლეს, ჯარიმა გამოუწერეს, დაპატიმრებით დაემუქრნენ... გაიღვიძეს და ნაწილმა შეიტყო, რომ სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს. არ შეგეშინდეთ, ბავშვებო" - ნატა მურვანიძე

გუ­შინ, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მსა­ხი­ო­ბი ნატა მურ­ვა­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და სტუ­დენ­ტებს ამ­ხნე­ვებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 9 მარტს, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სივ­რცის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოს­თხო­ვა - ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ახალ­გაზ­რდებს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ შე­ნო­ბა­ში დე­ზინ­ფექ­ცია იყო ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. 10 მარტს კი სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წილ­მა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან სტა­ტუ­სის შე­წყვე­ტა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა მე­ი­ლით მი­ი­ღო. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეთი­კის საბ­ჭომ მი­ი­ღო

"გუ­შინ, თე­ატ­რა­ლუ­რის სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ თა­ვი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბას, რომ­ლე­ბიც სხვა­ნა­ი­რე­ბი რომ იყ­ვნენ, წე­სით პე­და­გო­გე­ბი უნდა ას­წავ­ლიდ­ნენ სო­ლი­და­რო­ბას ან ამაგ­რებ­დნენ მათ პო­ზი­ცი­ას, სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც 85 დღე, ყინ­ვა­ში, რად­გან გათ­ბო­ბა გა­მო­ურ­თეს, მშივ­რე­ბი, რად­გან ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მათ­თვის საკ­ვე­ბის მი­წო­დე­ბა იყო პრობ­ლე­მა, სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი სფე­როს მო­მა­ვალს წარ­მო­ად­გე­ნენ და სულ რომ რა­ი­მე ეშ­ლე­ბო­დეთ, უფ­რო­სის თა­ნად­გო­მას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, დი­ლას სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სუნ­ში გა­ეღ­ვი­ძათ. ისი­ნი არა­ერ­თგზის გა­აფრ­თხი­ლეს, ტყუ­ილს ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ არ ტო­ვებ­დნენ ტე­რი­ტო­რი­ას ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ამ მოვ­ლე­ნას წინ სწო­რედ ის მოვ­ლე­ნე­ბი უძღო­და და იცოდ­ნენ, რომ უკან აღარ შე­უშ­ვებ­დნენ. რომ მო­უ­წევ­დათ შე­გუ­ე­ბა უსა­მარ­თლო­ბას­თან!

ბავ­შვებს გა­ეღ­ვი­ძათ სა­წამ­ლა­ვის სუნ­ში! და­ხუ­რულ სივ­რცე­ში!!! მათ მო­ექ­ცნენ, რო­გორც პა­რა­ზი­ტებს!!! ჩვენს შვი­ლებს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში წამ­ლავ­დნენ! ამას ეს ჰქვია და სხვა არა­ფე­რი! ბავ­შვებს “გა­ზის კა­მე­რა­ში” წამ­ლავ­დნენ!

დი­ლი­დან გან­გა­ში ატყდა, მი­ვე­დით, მი­ვა­წო­დეთ წყა­ლი და რძე, სპონ­ტა­ნუ­რად, როცა არ ფიქ­რობ რას აკე­თებ! მხო­ლოდ მერე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე: უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თუნ­დაც ჩემი “ურჩი” შვი­ლის და მის­ნა­ი­რი “ურჩი“ შვი­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც სან­დო და სა­ი­მე­დო ხელ­ში უნდა იყ­ვნენ წე­სით, რად­გან სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ამ ქვე­ყა­ნას მა­შინ ეშ­ვე­ლე­ბა, როცა ოჯახს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა ქცე­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის­თვის, როცა ბავ­შვი ბაღ­ში, სკო­ლა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა შედ­გეს პი­როვ­ნე­ბად, სა­დაც მგო­ნია, რომ ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის­ნა­ი­რე­ბი ას­წავ­ლი­ან, რად­გან ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გვაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ნაც­ვლად იმი­სა, რომ მშვი­დად გვე­ძი­ნოს, დი­ლას რძით ვა­მა­რა­გებთ, რომ არ მო­ი­წამ­ლონ!

ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ვერ მო­ვას­წა­რით, რომ პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი შედ­გა, გაფრ­თხი­ლე­ბით, რომ მე­ო­რედ თუ გა­მო­ი­ძა­ხე­ბენ, და­ჯა­რიმ­დე­ბოდ­ნენ. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი არ იყო გა­სუ­ლი, რომ გა­მო­ი­ძა­ხეს!

და­ა­ჯა­რი­მეს. წა­ვიდ­ნენ. გვე­გო­ნა ამით დამ­თავ­რდე­ბო­და. გვე­გო­ნა ეს საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და ერთი დღის­თვის, ერთი დი­ლის­თვის. წა­მო­ვე­დი, 4-ზე ახა­ლი თე­ატ­რის “მა­ნი­ფესტს” მინ­დო­და გავ­ყო­ლო­დი გორ­ში, მხარ­და­სა­ჭე­რად, მან­ქა­ნით ჩა­ვუ­ა­რე თე­ატ­რა­ლურს და ისევ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა იდგა. ჩემ შვილს და­ვუ­რე­კე, არც იცოდ­ნენ, რომ მე­სა­მედ “მი­ა­კი­თხეს”.

არა­ფე­რი­აო და­მამ­შვი­და და ის ის იყო ახალ თე­ატრთან მი­ვე­დი, რომ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ მე­სა­მე ვი­ზი­ტი ტე­რი­ტო­რი­ის არ და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­ტიმ­რო­ბით დას­რულ­დე­ბაო!

ერთ დღე­ში: მო­წამ­ლეს, ჯა­რი­მა გა­მო­უ­წე­რეს და და­პა­ტიმ­რე­ბით და­ე­მუქრნენ! სა­ნამ მო­ვაღ­წიე თე­ატ­რა­ლურ­თან და სა­ნამ დავ­ბრუნ­დით, ახა­ლი თე­ატ­რის მთე­ლი დასი იქ დამ­ხვდა. სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბიც. მათი მო­მა­ვა­ლი კო­ლე­გე­ბი. ვიტ­რი­ნა­ში შე­ვი­ხე­დე და აც­რემ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი და­ვი­ნა­ხე. გო­გო­ე­ბი ღიად ტი­როდ­ნენ, ბი­ჭე­ბი კი სა­ხეს მა­ლავ­დნენ. ეს სუ­რა­თი არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა და არა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ, არა­სო­დეს! არა­სო­დეს! ვინც არ უნდა იყ­ვნენ ეს ბავ­შვე­ბი! რო­გო­რე­ბიც არ უნდა იყ­ვნენ, სულ რომ არ ვიც­ნობ­დე! სულ რომ შე­ხე­ბა არ მქონ­დეს! მა­ინც არ და ვერ ვა­პა­ტი­ებ ამის ჩამ­დენს!

რა გა­რან­ტია ჰქონ­დათ, რომ ერთი მა­ინც არ იქ­ნე­ბო­და ბო­ლომ­დე “ურჩი”? - მგო­ნი პი­რი­ქით, ამას ელოდ­ნენ კი­დევ! ერ­თის შემ­თხვე­ვა­ში ათი­ვე დარ­ჩე­ბო­და და ათი პა­ტი­მა­რი ეყო­ლე­ბო­და თე­ატ­რა­ლურს. პლუს ათი!

ეს დაშ­ლი­ლი და და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი სას­წრა­ფოდ გა­და­ვი­ნა­წი­ლეთ მან­ქა­ნებ­ში და გორ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ, სპონ­ტა­ნუ­რად, რომ მათ­თვის ბუ­ნებ­რი­ვი სივ­რცე, სცე­ნა დაგ­ვეთ­მო, რომ მათი მა­ნი­ფეს­ტი გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო! რომ მო­მა­ვა­ლი და­ე­ნა­ხათ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეგ­რძნოთ, რომ ფაქ­ტე­ბის პი­რის­პირ არ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

სა­ღა­მოს უმე­ტე­სო­ბას თავი ას­ტკივ­და და გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა ჰქონ­და! მო­ი­წამლნენ. მსუ­ბუ­ქად, მაგ­რამ მო­ი­წამლნენ! გუ­შინ­დე­ლი დღე რო­გორც იქნა დამ­თავ­რდა! რო­გორც იქნა და­ი­ძი­ნეს თა­ვის ლო­გი­ნებ­ში. და­უ­მარ­ცხებ­ლებ­მა.

და­ი­ძი­ნეს იმ გან­წყო­ბით, რომ ხვალ ან­დროს და ბი­ჭებს და­უ­ჭე­რენ მხარს უკვე სა­სა­მარ­თლოს ეზო­დან.

გა­იღ­ვი­ძეს და ნა­წილ­მა მე­ი­ლის სა­ხით შე­ი­ტყო, რომ სტუ­დენ­ტუ­რი სტა­ტუ­სი შე­უ­ჩე­რეს.

ნეტა სი­ა­მოვ­ნე­ბას გრძნობ­დნენ ამ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის დროს?არ შე­გე­შინ­დეთ, ბავ­შვე­ბო. დიპ­ლო­მი მა­ჩუ­ქეს 10 წლის მერე. მარ­თლა მა­ჩუ­ქეს, სიმ­ბო­ლუ­რად, რად­გან უკვე “სტა­ჟი­ა­ნი” მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი. არ მქონ­და დიპ­ლო­მი, ასე­ვე ურ­ჩო­ბის გამო, ჩემი პრო­ფე­სო­რის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საქ­ცი­ე­ლის გამო.

არ შე­გე­შინ­დეთ! ვმუ­შა­ობ­დი თე­ატ­რში, მი­ღებ­დნენ კი­ნო­შიც. თქვენ მთა­ვა­რი რამ გაქვთ, ყვე­ლა­ზე დიდი გან­ძიც და ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო პრო­ფე­სი­აც!

თქვენ ატა­რებთ ადა­მი­ა­ნის წო­დე­ბას, თქვენ ხართ ადა­მი­ა­ნე­ბი! თქვენ გა­გა­ტა­რეს ცე­ცხლში და არ და­იღ­ვა­რეთ, გა­მო­იწ­რთეთ და ახა­ლი ფორ­მა მი­ი­ღეთ!

“ადა­მი­ა­ნი არის ძა­ლის­ხმე­ვა იყოს ადა­მი­ა­ნი.” მა­მარ­დაშ­ვი­ლის ეს ერთი წი­ნა­და­დე­ბა იტევს სამ­ყა­როს, ევო­ლუ­ცი­ის ფორ­მუ­ლას, ადა­მი­ანს და მის სვლას მთა­ვა­რი მიზ­ნის­კენ: იყოს ადა­მი­ა­ნი!

გი­ლო­ცავთ! თქვენ გა­ი­მარ­ჯვეთ!!!" - წერს ნატა მურ­ვა­ნი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ერთ დღეში: მოწამლეს, ჯარიმა გამოუწერეს, დაპატიმრებით დაემუქრნენ... გაიღვიძეს და ნაწილმა შეიტყო, რომ სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს. არ შეგეშინდეთ, ბავშვებო" - ნატა მურვანიძე

"ერთ დღეში: მოწამლეს, ჯარიმა გამოუწერეს, დაპატიმრებით დაემუქრნენ... გაიღვიძეს და ნაწილმა შეიტყო, რომ სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს. არ შეგეშინდეთ, ბავშვებო" - ნატა მურვანიძე

გუშინ, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს მსახიობი ნატა მურვანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტუდენტებს ამხნევებს. შეგახსენებთ, რომ 9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა - ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი. 10 მარტს კი სტუდენტების ნაწილმა, უნივერსიტეტიდან სტატუსის შეწყვეტაზე შეტყობინება მეილით მიიღო. ეს გადაწყვეტილება ეთიკის საბჭომ მიიღო

"გუშინ, თეატრალურის სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებენ თავისი თანატოლების პატიმრობას, რომლებიც სხვანაირები რომ იყვნენ, წესით პედაგოგები უნდა ასწავლიდნენ სოლიდარობას ან ამაგრებდნენ მათ პოზიციას, სტუდენტებს, რომლებიც 85 დღე, ყინვაში, რადგან გათბობა გამოურთეს, მშივრები, რადგან ზოგ შემთხვევაში მათთვის საკვების მიწოდება იყო პრობლემა, სტუდენტებს, რომლებიც ჩვენი სფეროს მომავალს წარმოადგენენ და სულ რომ რაიმე ეშლებოდეთ, უფროსის თანადგომას იმსახურებენ, დილას სადეზინფექციო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების სუნში გაეღვიძათ. ისინი არაერთგზის გააფრთხილეს, ტყუილს ვერ ვიტყვი, მაგრამ არ ტოვებდნენ ტერიტორიას ზუსტად იმიტომ, რომ ამ მოვლენას წინ სწორედ ის მოვლენები უძღოდა და იცოდნენ, რომ უკან აღარ შეუშვებდნენ. რომ მოუწევდათ შეგუება უსამართლობასთან!

ბავშვებს გაეღვიძათ საწამლავის სუნში! დახურულ სივრცეში!!! მათ მოექცნენ, როგორც პარაზიტებს!!! ჩვენს შვილებს დახურულ სივრცეში წამლავდნენ! ამას ეს ჰქვია და სხვა არაფერი! ბავშვებს “გაზის კამერაში” წამლავდნენ!

დილიდან განგაში ატყდა, მივედით, მივაწოდეთ წყალი და რძე, სპონტანურად, როცა არ ფიქრობ რას აკეთებ! მხოლოდ მერე გავაცნობიერე: უნივერსიტეტში, თუნდაც ჩემი “ურჩი” შვილის და მისნაირი “ურჩი“ შვილების, რომლებიც სანდო და საიმედო ხელში უნდა იყვნენ წესით, რადგან სულ ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანას მაშინ ეშველება, როცა ოჯახს მნიშვნელობა არ ექნება ქცევისა და განათლებისთვის, როცა ბავშვი ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში უნდა შედგეს პიროვნებად, სადაც მგონია, რომ ჩემი და ჩემი მეგობრებისნაირები ასწავლიან, რადგან ერთი უნივერსიტეტი გვაქვს დამთავრებული, ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად გვეძინოს, დილას რძით ვამარაგებთ, რომ არ მოიწამლონ!

ამის გაცნობიერება ვერ მოვასწარით, რომ პოლიციის პირველი ვიზიტი შედგა, გაფრთხილებით, რომ მეორედ თუ გამოიძახებენ, დაჯარიმდებოდნენ. ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ გამოიძახეს!

დააჯარიმეს. წავიდნენ. გვეგონა ამით დამთავრდებოდა. გვეგონა ეს საკმარისი იქნებოდა ერთი დღისთვის, ერთი დილისთვის. წამოვედი, 4-ზე ახალი თეატრის “მანიფესტს” მინდოდა გავყოლოდი გორში, მხარდასაჭერად, მანქანით ჩავუარე თეატრალურს და ისევ პოლიციის მანქანა იდგა. ჩემ შვილს დავურეკე, არც იცოდნენ, რომ მესამედ “მიაკითხეს”.

არაფერიაო დამამშვიდა და ის ის იყო ახალ თეატრთან მივედი, რომ შემატყობინეს, რომ მესამე ვიზიტი ტერიტორიის არ დატოვების შემთხვევაში პატიმრობით დასრულდებაო!

ერთ დღეში: მოწამლეს, ჯარიმა გამოუწერეს და დაპატიმრებით დაემუქრნენ! სანამ მოვაღწიე თეატრალურთან და სანამ დავბრუნდით, ახალი თეატრის მთელი დასი იქ დამხვდა. სხვა მსახიობებიც. მათი მომავალი კოლეგები. ვიტრინაში შევიხედე და აცრემლებული ბავშვები დავინახე. გოგოები ღიად ტიროდნენ, ბიჭები კი სახეს მალავდნენ. ეს სურათი არასოდეს დამავიწყდება და არასოდეს ვაპატიებ, არასოდეს! არასოდეს! ვინც არ უნდა იყვნენ ეს ბავშვები! როგორებიც არ უნდა იყვნენ, სულ რომ არ ვიცნობდე! სულ რომ შეხება არ მქონდეს! მაინც არ და ვერ ვაპატიებ ამის ჩამდენს!

რა გარანტია ჰქონდათ, რომ ერთი მაინც არ იქნებოდა ბოლომდე “ურჩი”? - მგონი პირიქით, ამას ელოდნენ კიდევ! ერთის შემთხვევაში ათივე დარჩებოდა და ათი პატიმარი ეყოლებოდა თეატრალურს. პლუს ათი!

ეს დაშლილი და დანაწევრებული ბავშვები სასწრაფოდ გადავინაწილეთ მანქანებში და გორში წავიყვანეთ, სპონტანურად, რომ მათთვის ბუნებრივი სივრცე, სცენა დაგვეთმო, რომ მათი მანიფესტი გაჟღერებულიყო! რომ მომავალი დაენახათ და პასუხისმგებლობა ეგრძნოთ, რომ ფაქტების პირისპირ არ დარჩენილიყვნენ.

საღამოს უმეტესობას თავი ასტკივდა და გულისრევის შეგრძნება ჰქონდა! მოიწამლნენ. მსუბუქად, მაგრამ მოიწამლნენ! გუშინდელი დღე როგორც იქნა დამთავრდა! როგორც იქნა დაიძინეს თავის ლოგინებში. დაუმარცხებლებმა.

დაიძინეს იმ განწყობით, რომ ხვალ ანდროს და ბიჭებს დაუჭერენ მხარს უკვე სასამართლოს ეზოდან.

გაიღვიძეს და ნაწილმა მეილის სახით შეიტყო, რომ სტუდენტური სტატუსი შეუჩერეს.

ნეტა სიამოვნებას გრძნობდნენ ამ განაჩენის გამოტანის დროს?არ შეგეშინდეთ, ბავშვებო. დიპლომი მაჩუქეს 10 წლის მერე. მართლა მაჩუქეს, სიმბოლურად, რადგან უკვე “სტაჟიანი” მსახიობი ვიყავი. არ მქონდა დიპლომი, ასევე ურჩობის გამო, ჩემი პროფესორის ნების საწინააღმდეგო საქციელის გამო.

არ შეგეშინდეთ! ვმუშაობდი თეატრში, მიღებდნენ კინოშიც. თქვენ მთავარი რამ გაქვთ, ყველაზე დიდი განძიც და ყველაზე საპატიო პროფესიაც!

თქვენ ატარებთ ადამიანის წოდებას, თქვენ ხართ ადამიანები! თქვენ გაგატარეს ცეცხლში და არ დაიღვარეთ, გამოიწრთეთ და ახალი ფორმა მიიღეთ!

“ადამიანი არის ძალისხმევა იყოს ადამიანი.” მამარდაშვილის ეს ერთი წინადადება იტევს სამყაროს, ევოლუციის ფორმულას, ადამიანს და მის სვლას მთავარი მიზნისკენ: იყოს ადამიანი!

გილოცავთ! თქვენ გაიმარჯვეთ!!!" - წერს ნატა მურვანიძე.

იხილეთ ასევე: