პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არეულობა რუმინეთში - პროტესტანტები ქუჩაში მას მერე გავიდნენ, რაც ულტრამემარჯვენე კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა
არეულობა რუმინეთში - პროტესტანტები ქუჩაში მას მერე გავიდნენ, რაც ულტრამემარჯვენე კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

რუ­მი­ნელ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე კა­ლინ ჯორ­ჯეს­კუს ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­რომ (BEC) მა­ის­ში და­გეგ­მილ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუკ­რძა­ლა, რა­მაც მის მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია.

დე­და­ქა­ლაქ ბუ­ქა­რეს­ტში, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­როს­თან შეკ­რე­ბი­ლი ათა­სო­ბით მო­მი­ტინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ცი­ამ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. BBC-ი წერს, რომ სულ მცი­რე ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ წელს რუ­მი­ნე­თის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ნო­ემ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გე­ბი გა­ა­უქ­მა, რო­მელ­შიც კა­ლინ ჯორ­ჯეს­კუ ლი­დე­რობ­და. სა­სა­მარ­თლომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ქვეყ­ნის დაზ­ვერ­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ჯორ­ჯეს­კუს მხარ­დამ­ჭე­რი TikTok-ის 800 ან­გა­რი­შის უკან რუ­სე­თი იდგა.

კა­ლინ ჯორ­ჯეს­კუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბა ექ­ვსი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რი­საა ფა­შის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა.

წყა­რო

00:00 / 00:00
ავტორი:

არეულობა რუმინეთში - პროტესტანტები ქუჩაში მას მერე გავიდნენ, რაც ულტრამემარჯვენე კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

არეულობა რუმინეთში - პროტესტანტები ქუჩაში მას მერე გავიდნენ, რაც ულტრამემარჯვენე კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

რუმინელ ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუს ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ (BEC) მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, რამაც მის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გამოიწვია.

დედაქალაქ ბუქარესტში, ცენტრალურ საარჩევნო ბიუროსთან შეკრებილი ათასობით მომიტინგის წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. BBC-ი წერს, რომ სულ მცირე ოთხი ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, გასულ წელს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა, რომელშიც კალინ ჯორჯესკუ ლიდერობდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის დაზვერვამ გამოავლინა, რომ ჯორჯესკუს მხარდამჭერი TikTok-ის 800 ანგარიშის უკან რუსეთი იდგა.

კალინ ჯორჯესკუსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება ექვსი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორისაა ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება.

წყარო