პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით" - ირაკლი კობახიძე
"ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით" - ირაკლი კობახიძე

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. თქვენ ხე­დავთ, რომ ლა­მის ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო ალა­პა­რაკ­და ჩვე­ნი გზავ­ნი­ლე­ბით, მე­სი­ჯე­ბით, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ უზ­ბე­კეთ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, მთა­ვა­რია, რომ სა­ბო­ლო­ოდ სწო­რად და­ლაგ­დეს აღ­ქმე­ბი, რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში.

"მთა­ვა­რია, რომ Deep State-ის­გან, „გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის­გან", მისი გავ­ლე­ნე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ყვე­ლა ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, სა­ბო­ლო­ოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში პრინ­ცი­პე­ბი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. თუ სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში კვლა­ვაც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იქ­ნე­ბა ისე­თი პრინ­ცი­პე­ბი, რო­გო­რიც არის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო, სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა, დე­მოკ­რა­ტია და ა.შ. Deep State-ის და „გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის" გავ­ლე­ნის პი­რო­ბებ­ში თქვენ ხე­დავ­დით, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დად­გა ეს პრინ­ცი­პე­ბი. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ის ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, რო­მელ­საც დღეს ვხე­დავთ ჩვენ, რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ასე­ვე ევ­რო­პის ცალ­კე­ულ ქვეყ­ნებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

  • ამას­თან, კო­ბა­ხი­ძის თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა უნდა გა­იწ­მინ­დოს არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის­გან, მხო­ლოდ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა.

"ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ზი­ა­რებთ ამ გზავ­ნი­ლებს. ჩვენ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსა­უბ­რობ­დით იმ არა­ფორ­მა­ლურ გავ­ლე­ნებ­ზე, რო­მელ­საც არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიჰ­ყავ­და პრო­ცე­სე­ბი რო­გორც აშშ-ში, ისე ევ­რო­კავ­შირ­ში და ამის ერთ-ერთი მსხვერ­პლი იყო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. იმის გამო, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რად იმარ­თე­ბო­და აშშ, მთე­ლი ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და დღემ­დე, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფორ­მა­ლუ­რად იმარ­თე­ბა სტრუქ­ტუ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნას მი­ად­გა საკ­მა­ოდ დიდი ზი­ა­ნი. იყო უამ­რა­ვი უსა­მარ­თლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ. რა თქმა უნდა, უნდა გა­იწ­მინ­დოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის­გან, მხო­ლოდ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, მათ შო­რის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბი და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის გზავ­ნი­ლე­ბი, რო­მე­ლიც მო­ვის­მი­ნეთ პრე­ზი­დენტ ტრამ­პის მხრი­დან", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ავტორი:

"ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით" - ირაკლი კობახიძე

"ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით" - ირაკლი კობახიძე

"ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. თქვენ ხედავთ, რომ ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, მესიჯებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

  • როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარია, რომ საბოლოოდ სწორად დალაგდეს აღქმები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.

"მთავარია, რომ Deep State-ისგან, „გლობალური ომის პარტიისგან", მისი გავლენებისგან გათავისუფლდეს ყველა ევროპული ქვეყანა, საბოლოოდ გათავისუფლდეს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ შემთხვევაში პრინციპები იქნება დაცული. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, ამ შემთხვევაში კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე იქნება ისეთი პრინციპები, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და ა.შ. Deep State-ის და „გლობალური ომის პარტიის" გავლენის პირობებში თქვენ ხედავდით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა ეს პრინციპები. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ტენდენცია გაგრძელდება, რომელსაც დღეს ვხედავთ ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ამასთან, კობახიძის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა.

"ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ გზავნილებს. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ არაფორმალურ გავლენებზე, რომელსაც არასწორი მიმართულებით მიჰყავდა პროცესები როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში და ამის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ჩვენი ქვეყანა. იმის გამო, რომ არაფორმალურად იმართებოდა აშშ, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში და დღემდე, სამწუხაროდ, არაფორმალურად იმართება სტრუქტურების უდიდესი ნაწილი ევროკავშირში, ჩვენს ქვეყანას მიადგა საკმაოდ დიდი ზიანი. იყო უამრავი უსამართლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, უნდა გაიწმინდოს ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურები არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან", - განაცხადა პრემიერმა.