სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძის თქმით, არ იცოდა, თუ "უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის" წოდება ჰქონდა - "არ არის ეს საინტერესო"
კალაძის თქმით, არ იცოდა, თუ "უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის" წოდება ჰქონდა - "არ არის ეს საინტერესო"

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მან არ იცო­და, თუ "უკ­რა­ი­ნის სპორ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის ოს­ტა­ტის" წო­დე­ბა ჰქონ­და.

  • რო­გორც კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, ამ სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვა მის­თვის „სა­ინ­ტე­რე­სო არ არის“.

"გულ­წრფე­ლად მინ­და ვთქვა, სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ, თუ მისი მფლო­ბე­ლი ვი­ყა­ვი, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი, არ არის ეს სა­ინ­ტე­რე­სო“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ, რი­თაც უკ­რა­ი­ნის ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ მის­თვის „უკ­რა­ი­ნის სპორ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის ოს­ტა­ტის“ წო­დე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სა­კი­თხებს, კა­ლა­ძემ მე­დი­ას­თან ასე­ვე ისა­უბ­რა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს. მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ას არა­ნა­ი­რი შან­სი არ აქვს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ კი ექ­ნე­ბა დიდი მხარ­და­ჭე­რა.

"თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, ჩვენ და­წყე­ბუ­ლი გვაქვს მზა­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ექ­ნე­ბა დიდი მხარ­და­ჭე­რა. ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მებ­ზე არ მაქვს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია, ალ­ბათ, მათ უნდა ჰკი­თხოთ. თუმ­ცა მათ არა­ნა­ი­რი შან­სი არ აქვთ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას. ეს არის რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად და­ვა­ლე­ბებს გა­რე­დან იღე­ბენ, ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან უცხო­ურ ძა­ლებს, ატა­რე­ბენ სხვა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს. რა თქმა უნდა, ასეთ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ, უსამ­შობ­ლო დაჯ­გუ­ფე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­თვის გას­ცემს შე­სა­ბა­მის პა­სუხს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი 2025 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ავტორი:

კალაძის თქმით, არ იცოდა, თუ "უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის" წოდება ჰქონდა - "არ არის ეს საინტერესო"

კალაძის თქმით, არ იცოდა, თუ "უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის" წოდება ჰქონდა - "არ არის ეს საინტერესო"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მან არ იცოდა, თუ "უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის" წოდება ჰქონდა.

  • როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ სტატუსის ჩამორთმევა მისთვის „საინტერესო არ არის“.

"გულწრფელად მინდა ვთქვა, საერთოდ არ ვიცოდი აღნიშნული სტატუსის შესახებ, თუ მისი მფლობელი ვიყავი, ნამდვილად არ ვიცოდი, არ არის ეს საინტერესო“, - განაცხადა კალაძემ, რითაც უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ მისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ კითხვას უპასუხა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, კალაძემ მედიასთან ასევე ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე მიაღწიონ წარმატებას, „ქართულ ოცნებას“ კი ექნება დიდი მხარდაჭერა.

"თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ დაწყებული გვაქვს მზადება. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ექნება დიდი მხარდაჭერა. ოპოზიციის გეგმებზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ. თუმცა მათ არანაირი შანსი არ აქვთ თვითმმართველობის არჩევნებზე მიაღწიონ წარმატებას. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ძირითადად დავალებებს გარედან იღებენ, ემსახურებიან უცხოურ ძალებს, ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ასეთ მოღალატეობრივ, უსამშობლო დაჯგუფებას საზოგადოება ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება.