სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასაიდუმლოებული მოძალადე "კანონიერი ქურდი" გია "გალსკი" აღმოჩნდა" - "ტატუს" წევრის მძიმე ცხოვრება, შეცვლილი სარწმუნოება და ოპერაციისას შემთხვევით დაკარგული ხმა
"გასაიდუმლოებული მოძალადე "კანონიერი ქურდი" გია "გალსკი" აღმოჩნდა" - "ტატუს" წევრის მძიმე ცხოვრება, შეცვლილი სარწმუნოება და ოპერაციისას შემთხვევით დაკარგული ხმა

მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა 13 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, ხოლო 14 წლის იუ­ლია უკვე სტა­დი­ო­ნებს ავ­სებ­და ლენა კა­ტი­ნას­თან ერ­თად. პო­პუ­ლა­რო­ბას­თან ერ­თად მო­ვი­და დიდი ფული, ხოლო სიმ­დიდ­რეს­თან ერ­თად – ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბის გან­ცდა. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ვოლ­კო­ვამ აკ­რძა­ლულ ნივ­თი­ე­რე­ბებს ვერ გა­უძ­ლო. თუმ­ცა, მისი მთა­ვა­რი "ნარ­კო­ტი­კი" მა­ინც რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა იყო, სავ­სე მო­ძა­ლა­დე კა­ცე­ბით.

მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა და რთუ­ლი კუ­ლი­სე­ბი

მსმე­ნე­ლებ­მა დე­უ­ე­ტი TATU მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­იც­ნეს, ხოლო ია­პო­ნი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლე­ბით. მათი ალ­ბო­მე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქრე­ბო­და მა­ღა­ზი­ე­ბი­დან, ხოლო იუ­ლია და ლენა მუდ­მი­ვად გას­ტრო­ლებ­ზე და­დი­ოდ­ნენ – ხან­და­ხან თვე­ში 30-მდე გა­მოს­ვლაც კი ჰქონ­დათ. მე­სა­მე ად­გილ­მა ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე დუ­ე­ტი კი­დევ უფრო ცნო­ბი­ლი გა­ხა­და და მსოფ­ლიო ტურ­ნეს გზა გა­უხ­სნა.

მა­შინ ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ეს მათი ცხოვ­რე­ბა მო­ზარ­დე­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო იყო, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცო­და, რა იმა­ლე­ბო­და წარ­მა­ტე­ბის მიღ­მა. წლე­ბის შემ­დეგ ვოლ­კო­ვამ აღი­ა­რა, რომ რო­დე­საც ის გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კით გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, მის დე­დას სახ­ლში უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცე­ბი უვარ­დე­ბოდ­ნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ტუ­რე­ბის გამო და­ზი­ან­და მისი ჯან­მრთე­ლო­ბაც – იუ­ლი­ას კუ­ჭის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც კი ხვდე­ბოდ­ნენ, რომ დიდ­ხანს ვერ გა­უძ­ლებ­დნენ მომ­ღერ­ლე­ბი ამ რე­ჟიმს. დუ­ე­ტი 2004 წლი­დან ნელ-ნელა გაქ­რა, კა­ტი­ნამ და ვოლ­კო­ვამ გა­და­წყვი­ტეს, რომ პრო­დი­უ­სერ ივან შა­პო­ვალ­თან კონ­ტრაქ­ტი გა­ე­წყვი­ტათ.

ამის შემ­დეგ იუ­ლი­ამ კა­რი­ე­რა დრო­ე­ბით გვერ­დზე გა­და­დო – ის ორ­სუ­ლად დარ­ჩა თა­ვი­სი­ვე პი­რა­დი მცვე­ლის­გან და 19 წლის ასაკ­ში დედა გახ­და.

რწმე­ნის შეც­ვლა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ოჯა­ხი

იუ­ლი­ას ქა­ლიშ­ვი­ლის, ვიქ­ტო­რი­ას მამა პა­ველ სი­დო­რო­ვი იყო, მათ მხო­ლოდ სა­ერ­თო შვი­ლი აკავ­ში­რებ­დათ. ვოლ­კო­ვამ ჯერ კი­დევ ორ­სუ­ლო­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და სი­დო­როვს, რომ მას­თან ოჯა­ხის შექ­მნას არ აპი­რებ­და. პა­ველს წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან უკვე ჰყავ­და ერთი შვი­ლი.

ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ კაცი ვოლ­კო­ვას ფი­ნან­სუ­რად არ ეხ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა, გო­გო­ნა იმ დრო­ის­თვის უკვე საკ­მა­ოდ მდი­და­რი იყო და სა­კუ­თა­რი ბინა ჰქონ­და. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი მა­ლე­ვე და­უბ­რუნ­და სცე­ნას, ხოლო ვიქ­ტო­რი­ას აღ­ზრდა ბე­ბი­ამ იტ­ვირ­თა.

სი­დო­როვ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ვოლ­კო­ვას ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა ოლი­გარ­ქებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­და, შემ­დეგ კი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარს – ვლად ტო­პა­ლოვს და­უ­ახ­ლოვ­და. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არე­უ­ლო­ბამ, მუდ­მივ­მა კონ­ცერ­ტებ­მა და დე­დო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ ვოლ­კო­ვას აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­კენ უბიძ­გა. თუმ­ცა, ამ ჩვე­ვის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ მა­შინ შეძ­ლო, რო­დე­საც ბიზ­ნეს­მე­ნის მემ­კვიდ­რეს – პარ­ვიზ ისა­სი­ნოვს შეხ­ვდა.

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, და­ნა­კარ­გე­ბი და ძა­ლა­დო­ბა

იუ­ლია იმ დროს ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მისი ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უდი­დე­სი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნებ­და. იმ ფიქ­რით, რომ სწო­რედ პარ­ვიზ ია­სი­ნო­ვი იყო მისი ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, მას არ აინ­ტე­რე­სებ­და ის ფაქ­ტი, რომ მა­მა­კაცს უკვე ჰყავ­და ორ­სუ­ლი საყ­ვა­რე­ლი. მომ­ღე­რალ­მა მი­ი­ღო ის­ლა­მი და მათ სა­ერ­თო ვაჟი, სა­მი­რი, გა­ა­ჩი­ნა.

ორი წლის შემ­დეგ TATU სა­ბო­ლო­ოდ და­ი­შა­ლა. ამის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იყო იუ­ლი­ას არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა – მან არა­ერ­თხელ ჩა­შა­ლა და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი. კა­რი­ე­რუ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი წლე­ბის შემ­დეგ ვოლ­კო­ვას უცებ ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­უჩ­ნდა.

თავ­და­პირ­ვე­ლად მან ეს დრო ოჯახ­სა და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე მი­მარ­თა, რაც ია­სი­ნოვს ძა­ლი­ან ახა­რებ­და. თუმ­ცა, რო­დე­საც მომ­ღე­რალ­მა მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი და­ი­წყო, მა­მა­კა­ცი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა – ის აგ­რე­სი­უ­ლი და ეჭ­ვი­ა­ნი გახ­და. იუ­ლია, სკან­და­ლე­ბის­გან და­ი­ღა­ლა და სა­ბო­ლო­ოდ ბავ­შვებ­თან ერ­თად ია­სი­ნოვს და­შორ­და.

სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა მარ­ტი­ვი არ აღ­მოჩ­ნდა – მისი სოლო კა­რი­ე­რა ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, რო­გორც დუ­ეტ­ში. თუმ­ცა, მთა­ვა­რი დარ­ტყმა მალე სხვაგ­ვა­რად ეწ­ვია – იუ­ლი­ამ ხმა და­კარ­გა.

და­ა­ვა­დე­ბა და ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში ის დიმა ბი­ლან­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და მათ რო­მა­ნის შე­სა­ხე­ბაც ჭო­რე­ბი და­დი­ო­და, იუ­ლი­ას თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს უფრო მე­ტად სხვა სა­კი­თხი აღელ­ვებ­დათ – მომ­ღე­რალს კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. 2012 წელს მას ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნე აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

ოპე­რა­ცია წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და – ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვი­სას ექი­მებ­მა შემ­თხვე­ვით გა­დაჭ­რეს ხმის ნერ­ვი, რა­მაც ხმა სრუ­ლად წა­არ­თვა. მომ­დევ­ნო ერთი წელი ვოლ­კო­ვამ თით­ქმის სი­ჩუ­მე­ში გა­ა­ტა­რა.

ხმა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ა­ში, ია­პო­ნი­ა­სა და სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ ნა­წი­ლობ­რივ აღუდ­გა. თუმ­ცა, მან მა­ღა­ლი ნო­ტე­ბის აღე­ბის უნა­რი სა­მუ­და­მოდ და­კარ­გა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც სცა­და სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა და ლენა კა­ტი­ნას­თან ერ­თად TATU აღ­დგა, თუმ­ცა მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მა­ლე­ვე დას­რულ­და.

ძა­ლა­დო­ბის მო­რი­გი ეპი­ზო­დი

Тату-სთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­რი­გი სკან­და­ლის შემ­დეგ იუ­ლია სა­ცხოვ­რებ­ლად თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად.

თავ­და­პირ­ვე­ლად ურ­თი­ერ­თო­ბა ზღა­პარს ჰგავ­და – მა­მა­კა­ცი ყუ­რა­დღე­ბით და სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებ­და მასა და მის შვი­ლებს. თუმ­ცა, მალე ყვე­ლა­ფე­რი კოშ­მა­რად გა­და­იქ­ცა. მა­მა­კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­ში, შემ­დეგ კი ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

ერთ დღეს, ყვე­ლას თვალ­წინ, მათ შო­რის შვი­ლე­ბის, მა­მა­კაც­მა იუ­ლი­ას სას­ტი­კად სცე­მა ქუ­ჩა­ში, რის შე­დე­გა­დაც მას ყბა სამ ად­გი­ლას გა­უ­ტყდა.

მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ვოლ­კო­ვა შვი­ლებ­თან ერ­თად მა­ლე­ვე დაბ­რუნ­და მოს­კოვ­ში. თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ას სა­ჩი­ვა­რი არ შე­უ­ტა­ნია – რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, მას ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ემუქ­რე­ბო­და

მე­ო­რე შან­სი, მტკივ­ნე­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა

2019 წელს იუ­ლია ვოლ­კო­ვას კიბო გან­მე­ორ­და. ამ მძი­მე პე­რი­ოდ­მა ქალი და­ა­ფიქ­რა, თუ ვის­თვის შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა შვი­ლე­ბი, თუ და­ი­ღუ­პე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ სჭირ­დე­ბო­და სან­დო მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მის გვერ­დით იქ­ნე­ბო­და.

მალე ამე­რი­კელ ბიზ­ნეს­მენ­ზე და­ქორ­წინ­და. თუმ­ცა, ეს ქორ­წი­ნე­ბაც გან­წი­რუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მა­შინ, რო­დე­საც ვოლ­კო­ვა ოჯახ­ზე ოც­ნე­ბობ­და და კი­დევ ერთ ორ­სუ­ლო­ბას სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა, მისი ქმა­რი მო­მა­ვალ­ზე სა­ერ­თოდ არ ფიქ­რობ­და. იუ­ლი­ამ აბორ­ტი გა­ი­კე­თა და შემ­დეგ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნა. ახლა იუ­ლია აღარ ცდი­ლობს იპო­ვოს კი­დევ ერთი სიყ­ვა­რუ­ლი, არა­მედ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია თა­ვის სოლო კა­რი­ე­რა­ზე და სი­ხა­რუ­ლით ადევ­ნებს თვალს თა­ვი­სი უკვე გაზ­რდი­ლი შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბებს.

გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი მო­ძა­ლა­დე

სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც წლე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა - ვინ იყო მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც იუ­ლია სას­ტი­კად სცე­მა, ამის შე­სა­ხებ თა­ვად ისა­უბ­რა.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი 10 წამს გაგ­რძელ­და და მორ­ჩა. მე უკვე მი­წა­ზე ვეგ­დე. ბავ­შვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ნა­ხეს. ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ. რო­დე­საც გონს მო­ვე­დი, უკვე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი. ის კი ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და წა­ვი­და. უფრო მე­ტიც – წა­ვი­და, რომ ია­რა­ღი მო­ე­ტა­ნა, რათა მო­ვე­კა­ლი. დღე­საც, სა­ნამ მე ცო­ცხა­ლი ვარ, ის ვერ მო­ის­ვე­ნებს. ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი – ეს არის შეშ­ლი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ისე გიყ­ვარს, რომ შე­გიძ­ლია მოკ­ლა."

ეს შემ­ზა­რა­ვი შემ­თხვე­ვა 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში მოხ­და.

იუ­ლი­ამ არ და­ა­სა­ხე­ლა იმ მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლი, რო­მელ­მაც მისი ყბა სამ ად­გი­ლას გა­უ­ტე­ხა ბავ­შვე­ბის თვალ­წინ. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ნეტ­ში მის­მა სა­ხელ­მა მა­ინც გა­ჟო­ნა.

სუ­რა­თებ­ზე, რომ­ლებ­საც მომ­ღე­რა­ლი სა­ჯა­როდ არ აჩენ­და, ფრაგ­მენ­ტუ­ლად გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი – გი­ორ­გი ზა­რან­დია, იგი­ვე გია გალ­სკი, რო­მელ­საც რუ­სეთ­ში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სი ჰქონ­და.

ავტორი:

"გასაიდუმლოებული მოძალადე "კანონიერი ქურდი" გია "გალსკი" აღმოჩნდა" - "ტატუს" წევრის მძიმე ცხოვრება, შეცვლილი სარწმუნოება და ოპერაციისას შემთხვევით დაკარგული ხმა

"გასაიდუმლოებული მოძალადე "კანონიერი ქურდი" გია "გალსკი" აღმოჩნდა" - "ტატუს" წევრის მძიმე ცხოვრება, შეცვლილი სარწმუნოება და ოპერაციისას შემთხვევით დაკარგული ხმა

მისი მუსიკალური კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 14 წლის იულია უკვე სტადიონებს ავსებდა ლენა კატინასთან ერთად. პოპულარობასთან ერთად მოვიდა დიდი ფული, ხოლო სიმდიდრესთან ერთად – ყოვლისშემძლეობის განცდა. გასაკვირი არ არის, რომ ვოლკოვამ აკრძალულ ნივთიერებებს ვერ გაუძლო. თუმცა, მისი მთავარი "ნარკოტიკი" მაინც რეალური ცხოვრება იყო, სავსე მოძალადე კაცებით.

მსოფლიო პოპულარობა და რთული კულისები

მსმენელებმა დეუეტი TATU მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიცნეს, ხოლო იაპონიაში განსაკუთრებით აღტაცებულები იყვნენ ახალგაზრდა მომღერლებით. მათი ალბომები რამდენიმე დღეში ქრებოდა მაღაზიებიდან, ხოლო იულია და ლენა მუდმივად გასტროლებზე დადიოდნენ – ხანდახან თვეში 30-მდე გამოსვლაც კი ჰქონდათ. მესამე ადგილმა ევროვიზიაზე დუეტი კიდევ უფრო ცნობილი გახადა და მსოფლიო ტურნეს გზა გაუხსნა.

მაშინ ყველას ეგონა, რომ ეს მათი ცხოვრება მოზარდებისთვის საოცნებო იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, რა იმალებოდა წარმატების მიღმა. წლების შემდეგ ვოლკოვამ აღიარა, რომ როდესაც ის გადატვირთული გრაფიკით გადარჩენას ცდილობდა, მის დედას სახლში უცნობი მამაკაცები უვარდებოდნენ და ემუქრებოდნენ. ტურების გამო დაზიანდა მისი ჯანმრთელობაც – იულიას კუჭის პრობლემები შეექმნა. თაყვანისმცემლებიც კი ხვდებოდნენ, რომ დიდხანს ვერ გაუძლებდნენ მომღერლები ამ რეჟიმს. დუეტი 2004 წლიდან ნელ-ნელა გაქრა, კატინამ და ვოლკოვამ გადაწყვიტეს, რომ პროდიუსერ ივან შაპოვალთან კონტრაქტი გაეწყვიტათ.

ამის შემდეგ იულიამ კარიერა დროებით გვერდზე გადადო – ის ორსულად დარჩა თავისივე პირადი მცველისგან და 19 წლის ასაკში დედა გახდა.

რწმენის შეცვლა, ურთიერთობები და ოჯახი

იულიას ქალიშვილის, ვიქტორიას მამა პაველ სიდოროვი იყო, მათ მხოლოდ საერთო შვილი აკავშირებდათ. ვოლკოვამ ჯერ კიდევ ორსულობამდე განუცხადა სიდოროვს, რომ მასთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა. პაველს წინა ურთიერთობიდან უკვე ჰყავდა ერთი შვილი.

ბავშვის დაბადების შემდეგ კაცი ვოლკოვას ფინანსურად არ ეხმარებოდა, თუმცა, გოგონა იმ დროისთვის უკვე საკმაოდ მდიდარი იყო და საკუთარი ბინა ჰქონდა. მშობიარობის შემდეგ მომღერალი მალევე დაუბრუნდა სცენას, ხოლო ვიქტორიას აღზრდა ბებიამ იტვირთა.

სიდოროვთან დაშორების შემდეგ, ვოლკოვას ახალი გატაცება ოლიგარქებთან ურთიერთობა გახდა, შემდეგ კი ბავშვობის მეგობარს – ვლად ტოპალოვს დაუახლოვდა. პირად ცხოვრებაში არეულობამ, მუდმივმა კონცერტებმა და დედობის პასუხისმგებლობამ ვოლკოვას აკრძალული ნივთიერებებისკენ უბიძგა. თუმცა, ამ ჩვევისგან გათავისუფლება მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც ბიზნესმენის მემკვიდრეს – პარვიზ ისასინოვს შეხვდა.

ურთიერთობები, დანაკარგები და ძალადობა

იულია იმ დროს ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ახალი ურთიერთობა უდიდესი პრობლემების წინაშე დააყენებდა. იმ ფიქრით, რომ სწორედ პარვიზ იასინოვი იყო მისი ნამდვილი სიყვარული, მას არ აინტერესებდა ის ფაქტი, რომ მამაკაცს უკვე ჰყავდა ორსული საყვარელი. მომღერალმა მიიღო ისლამი და მათ საერთო ვაჟი, სამირი, გააჩინა.

ორი წლის შემდეგ TATU საბოლოოდ დაიშალა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იულიას არასტაბილურობა – მან არაერთხელ ჩაშალა დაგეგმილი კონცერტები. კარიერულად დატვირთული წლების შემდეგ ვოლკოვას უცებ ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა.

თავდაპირველად მან ეს დრო ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზე მიმართა, რაც იასინოვს ძალიან ახარებდა. თუმცა, როდესაც მომღერალმა მეგობრებთან შეხვედრები დაიწყო, მამაკაცი მოულოდნელად შეიცვალა – ის აგრესიული და ეჭვიანი გახდა. იულია, სკანდალებისგან დაიღალა და საბოლოოდ ბავშვებთან ერთად იასინოვს დაშორდა.

სცენაზე დაბრუნება მარტივი არ აღმოჩნდა – მისი სოლო კარიერა ისეთი წარმატებული არ ყოფილა, როგორც დუეტში. თუმცა, მთავარი დარტყმა მალე სხვაგვარად ეწვია – იულიამ ხმა დაკარგა.

დაავადება და ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში ის დიმა ბილანთან თანამშრომლობდა და მათ რომანის შესახებაც ჭორები დადიოდა, იულიას თაყვანისმცემლებს უფრო მეტად სხვა საკითხი აღელვებდათ – მომღერალს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 2012 წელს მას ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოუჩინეს.

ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა – ქირურგიული ჩარევისას ექიმებმა შემთხვევით გადაჭრეს ხმის ნერვი, რამაც ხმა სრულად წაართვა. მომდევნო ერთი წელი ვოლკოვამ თითქმის სიჩუმეში გაატარა.

ხმა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, გერმანიაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ჩატარებული ოპერაციების შემდეგ ნაწილობრივ აღუდგა. თუმცა, მან მაღალი ნოტების აღების უნარი სამუდამოდ დაკარგა. მიუხედავად ამისა, მაინც სცადა სცენაზე დაბრუნება და ლენა კატინასთან ერთად TATU აღდგა, თუმცა მათი თანამშრომლობა მალევე დასრულდა.

ძალადობის მორიგი ეპიზოდი

Тату-სთან დაკავშირებული მორიგი სკანდალის შემდეგ იულია საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა თავის შეყვარებულთან ერთად.

თავდაპირველად ურთიერთობა ზღაპარს ჰგავდა – მამაკაცი ყურადღებით და საჩუქრებით ანებივრებდა მასა და მის შვილებს. თუმცა, მალე ყველაფერი კოშმარად გადაიქცა. მამაკაცის სიყვარული ეჭვიანობაში, შემდეგ კი ძალადობაში გადაიზარდა.

ერთ დღეს, ყველას თვალწინ, მათ შორის შვილების, მამაკაცმა იულიას სასტიკად სცემა ქუჩაში, რის შედეგადაც მას ყბა სამ ადგილას გაუტყდა.

მკურნალობის შემდეგ ვოლკოვა შვილებთან ერთად მალევე დაბრუნდა მოსკოვში. თუმცა, პოლიციას საჩივარი არ შეუტანია – როგორც თავად იხსენებს, მას ყოფილი პარტნიორი ანგარიშსწორებით ემუქრებოდა

მეორე შანსი, მტკივნეული არჩევანი და დამოუკიდებლობა

2019 წელს იულია ვოლკოვას კიბო განმეორდა. ამ მძიმე პერიოდმა ქალი დააფიქრა, თუ ვისთვის შეიძლებოდა დაეტოვებინა შვილები, თუ დაიღუპებოდა. საბოლოოდ, მივიდა დასკვნამდე, რომ სჭირდებოდა სანდო მამაკაცი, რომელიც მის გვერდით იქნებოდა.

მალე ამერიკელ ბიზნესმენზე დაქორწინდა. თუმცა, ეს ქორწინებაც განწირული აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც ვოლკოვა ოჯახზე ოცნებობდა და კიდევ ერთ ორსულობას სიხარულით შეხვდა, მისი ქმარი მომავალზე საერთოდ არ ფიქრობდა. იულიამ აბორტი გაიკეთა და შემდეგ განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა. ახლა იულია აღარ ცდილობს იპოვოს კიდევ ერთი სიყვარული, არამედ ფოკუსირებულია თავის სოლო კარიერაზე და სიხარულით ადევნებს თვალს თავისი უკვე გაზრდილი შვილების წარმატებებს.

გასაიდუმლოებული მოძალადე

საიდუმლო, რომელიც წლების შემდეგ გაირკვა - ვინ იყო მამაკაცი, რომელმაც იულია სასტიკად სცემა, ამის შესახებ თავად ისაუბრა.

"ეს ყველაფერი 10 წამს გაგრძელდა და მორჩა. მე უკვე მიწაზე ვეგდე. ბავშვებმა ყველაფერი დაინახეს. ქუჩაში გამვლელები ცდილობდნენ, დამხმარებოდნენ. როდესაც გონს მოვედი, უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიჯექი. ის კი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. უფრო მეტიც – წავიდა, რომ იარაღი მოეტანა, რათა მოვეკალი. დღესაც, სანამ მე ცოცხალი ვარ, ის ვერ მოისვენებს. ეს არ არის ნორმალური სიყვარული – ეს არის შეშლილი სიყვარული, როდესაც ადამიანი ისე გიყვარს, რომ შეგიძლია მოკლა."

ეს შემზარავი შემთხვევა 2019 წლის აგვისტოში მოხდა.

იულიამ არ დაასახელა იმ მამაკაცის სახელი, რომელმაც მისი ყბა სამ ადგილას გაუტეხა ბავშვების თვალწინ. თუმცა, მოგვიანებით ინტერნეტში მისმა სახელმა მაინც გაჟონა.

სურათებზე, რომლებსაც მომღერალი საჯაროდ არ აჩენდა, ფრაგმენტულად გაასაჯაროვა, იდენტიფიცირებული აღმოჩნდა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი – გიორგი ზარანდია, იგივე გია გალსკი, რომელსაც რუსეთში "კანონიერი ქურდის" სტატუსი ჰქონდა.