სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანებს იმედი მიეცათ... ხალხი ძირითადად მედიკამენტებს და სანთლებს ითხოვს" - რას ჰყვება მოხალისე, რომელიც დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებს ეხმარება
"ადამიანებს იმედი მიეცათ... ხალხი ძირითადად მედიკამენტებს და სანთლებს ითხოვს" - რას ჰყვება მოხალისე, რომელიც დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებს ეხმარება

რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც გუ­რია სტი­ქი­ას ებ­რძვის - დიდ­თოვ­ლო­ბამ რე­გი­ო­ნის ოცამ­დე სო­ფე­ლი გარე სამ­ყა­როს მო­წყვი­ტა. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რო­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნეს მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფებ­მა, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ფელ-სო­ფელ და­დი­ან (ძი­რი­თა­დად ფე­ხით) და საკ­ვე­ბით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­თა და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტე­ბით ამა­რა­გე­ბენ სტი­ქი­ას­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას.

დღეს­დღე­ო­ბით სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში უკვე ათე­უ­ლო­ბით მო­ხა­ლი­სე იმ­ყო­ფე­ბა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, ად­გილ­ზე მუ­შა­ობს მათ მიერ შეყ­ვა­ნი­ლი მძი­მე ტექ­ნი­კა, შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი შტა­ბე­ბი, ახალ­გაზ­რდებ­მა ად­გილ­ზე ჩა­იყ­ვა­ნეს ბუ­რა­ნე­ბი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მი­უ­ვალ ად­გი­ლებ­ში მის­ვლას ახერ­ხე­ბენ. კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი­ლო­მეტ­რებს გა­დი­ან, რომ ხალ­ხს მცი­რე საკ­ვე­ბი მა­ინც მი­ა­წო­დონ. მო­ხა­ლი­სე­თა შო­რი­საა ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი და მოგ­ზა­უ­რი მი­ქა­ელ (მიქა) ქავ­თა­რა­ძე, რო­მელ­საც Ambebi.ge ესა­უბ­რა:

  • "სამი დღე სტი­ქი­ის ზო­ნა­ში - გუ­რი­ა­ში ვი­ყა­ვით, ახლა კი იმე­რე­თის­კენ მივ­დი­ვართ, ქუ­თა­ის­ში, მთამ­სვლელ­თა და მოგ­ზა­ურ­თა კლუბ "თეთ­ნულდში“. ბა­ზა­ზე უნდა ავი­დეთ, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ავი­ღებთ პრო­დუქ­ტებს, მე­დი­კა­მენ­ტებ­სა თუ სხვა პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნებს, მოხ­დე­ბა შევ­სე­ბა-გა­და­ნა­წი­ლე­ბა და მერე და­ვიძ­ვრე­ბით ხა­რა­გა­უ­ლის­კენ. სა­ჭი­როა ლო­გის­ტი­კა­ში გარ­კვე­ვა, ვინ საით წავა და რას წა­ი­ღებს. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ნახა ნაც­ნო­ბი და მისი ჯი­პით გა­და­ვად­გილ­დე­ბით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს გუ­რი­ა­ში აღარ თოვ­და, მზი­ა­ნი ამინ­დი იყო...

გუ­რი­ა­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ვი­ყა­ვით, მათ შო­რის სი­ლა­ურ­ში. მთა­ზე გზა ადის და იქ ერთი, ბოლო მო­სახ­ლე ორი ძმა ვნა­ხეთ (მერე გა­ვი­გეთ, სამ­ნი ყო­ფი­ლან. მე­სა­მე ძმა შშმ პი­რია). მათ ისე­თი დიდი სი­ხა­რუ­ლი გა­მო­ხა­ტეს, იმ­ხე­ლა იმე­დი ჩა­ე­სა­ხათ, ვი­ღაც რომ ავი­და და მო­ი­კი­თხა, ამას ვერ აღ­გი­წერთ. გა­უკ­ვა­ლავ თოვლში ცოტა ძნე­ლია ბევ­რი რა­მის ზურ­გით ატა­ნა, სა­ა­ხალ­წლო ნო­ბა­თი­ვით გა­მოგ­ვი­ვი­და.

ადა­მი­ა­ნებს იმე­დი მი­ე­ცათ, გვი­თხრეს, თქვე­ნამ­დე არა­ვინ მო­სუ­ლაო. არ და­მით­ვლია, რამ­დენ ოჯახ­ში ვი­ყა­ვით, ხან ჯი­პე­ბით დავ­დი­ვართ, უმე­ტე­სად - ფე­ხით. რო­გორც არ უნდა იყოს, მან­ქა­ნით მა­ინც ძნე­ლია ყველ­გან მის­ვლა, ამი­ტომ ფე­ხით გვი­წევ­და სი­ა­რუ­ლი, რა­მაც დიდი დრო წა­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე ოჯახს სახ­ლის წინ პა­ტა­რა კვა­ლი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რო­მელ­თაც გა­რეთ არც გა­მო­უ­ხე­დავთ - ყვე­ლას არ აქვს იმის თავი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ეზო და ქუჩა გაწ­მინ­დოს. სახ­ლე­ბი თოვლშია ჩაფ­ლუ­ლი და ჩვენ ცოტა იმა­ში გაგ­ვი­მარ­თლა, რომ გა­უკ­ვა­ლა­ვი თოვ­ლი გა­ყი­ნუ­ლი იყო და იმ­ხე­ლა­ზე არ ეფ­ლო­ბი. ახალ მო­თო­ვილ­ზე, ასეთ დიდ და გა­უკ­ვა­ლავ თოვლში ბა­ხი­ლე­ბია სა­ჭი­რო, რაც ბევ­რს არ აქვს.

ყვე­ლა­ზე სწრა­ფად და კარ­გად გა­და­ად­გი­ლე­ბა მო­თხი­ლა­მუ­რე­ებს შე­უძ­ლი­ათ. ჩვენ რო­გორ და სა­ნამ­დეც შევ­ძლებთ, მო­სახ­ლე­ო­ბას და­ვეხ­მა­რე­ბით. ხალ­ხი ძი­რი­თა­დად მე­დი­კა­მენ­ტებს (ძი­რი­თა­დად, სი­ცხის დამ­წევს, გა­ცი­ე­ბის, წნე­ვის, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს ითხოვს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სოფ­ლებ­ში უმე­ტე­სად ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხია დარ­ჩე­ნი­ლი) და სან­თლებს ითხოვს. ძი­რი­თა­დად ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ, რაც მარ­ტი­ვად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლია - პური, ძეხ­ვი, კვერ­ცხი, ზეთი, სუ­პე­ბი... ად­გილ­ზე სხვა მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც იყ­ვნენ, ყვე­ლა­ნი ერ­თობ­ლი­ვად ვეხ­მა­რე­ბო­დით. გუ­რი­ა­ში ბევ­რი მო­ხა­ლი­სეა, იქ ჩა­დი­ან, მაგ­რამ ვან­სა და ხა­რა­გა­ულ­საც ძა­ლი­ან უჭირს. ხა­რა­გა­უ­ლი ისე­დაც მო­წყვე­ტი­ლი იყო გარე სამ­ყა­როს და ახლა კი­დევ სტი­ქი­აც და­ე­მა­ტა... ბი­ჭებ­მა რაც გა­არ­კვი­ეს, ვა­ნი­სა და ხა­რა­გა­უ­ლის რამ­დე­ნი­მე სო­ფელს არ აქვს გაზი, დენი და კავ­ში­რის გა­რე­შე არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი. ინ­ტერ­ნე­ტი მგო­ნი, არც ჰქო­ნი­ათ, უგ­ზო­ო­ბა­ცაა, თა­ვის­თა­ვად... რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი იმე­რეთ­ში გა­დავ­დი­ვართ, სა­დაც მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფებს შე­ვუ­ერ­თდე­ბით.

ახლა თეთ­ნულ­დის ბა­ზა­ზე ავ­დი­ვართ, დავ­ლაგ­დე­ბით, ცოტა სულს მო­ვით­ქვამთ და იმე­რე­თის სოფ­ლებ­ში გა­დავ­ნა­წილ­დე­ბით.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბი­ჭებ­მა ან­გა­რი­ში და­დეს, სა­დაც ვი­საც რა შე­უძ­ლია, იმას რი­ცხავს, ნა­წილ­მაც თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით ჩა­ვი­ტა­ნეთ პრო­დუქ­ტი, მგო­ნი, საკ­მა­რი­სი მოგ­როვ­დე­ბა.

თავ­და­პირ­ვე­ლად მე და ჩემი მე­გო­ბა­რი, თორღვა ქა­ფი­ა­ნი­ძე წა­ვე­დით, გზა­დაგ­ზა კი სხვებს შე­ვუ­ერ­თდით, ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ხა­ლი­სეა გუ­რი­ა­ში. ახლა უკვე იმე­რეთს უჭირს და იქაა სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა. ან­გა­რი­ში მი­ვუ­თი­თეთ იმე­რე­თის­თვის, ალ­ბათ იქაც იქ­ნე­ბა რა­ღა­ცა შეგ­რო­ვე­ბუ­ლი. სირ­თუ­ლე­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ გვა­ში­ნებს, უბ­რა­ლოდ, მეტი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა კარ­გი იქ­ნე­ბო­და“.

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

GE94BG0000000826362100

ავტორი:

"ადამიანებს იმედი მიეცათ... ხალხი ძირითადად მედიკამენტებს და სანთლებს ითხოვს" - რას ჰყვება მოხალისე, რომელიც დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებს ეხმარება

"ადამიანებს იმედი მიეცათ... ხალხი ძირითადად მედიკამენტებს და სანთლებს ითხოვს" - რას ჰყვება მოხალისე, რომელიც დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებს ეხმარება

რამდენიმე დღეა, რაც გურია სტიქიას ებრძვის - დიდთოვლობამ რეგიონის ოცამდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. სტიქიის ზონაში სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს მოხალისეთა ჯგუფებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სოფელ-სოფელ დადიან (ძირითადად ფეხით) და საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებენ სტიქიასთან პირისპირ დარჩენილ მოსახლეობას.

დღესდღეობით სტიქიის ეპიცენტრში უკვე ათეულობით მოხალისე იმყოფება და მათი რაოდენობა იზრდება, ადგილზე მუშაობს მათ მიერ შეყვანილი მძიმე ტექნიკა, შექმნილია სპეციალური შტაბები, ახალგაზრდებმა ადგილზე ჩაიყვანეს ბურანები, რომლის მეშვეობითაც მიუვალ ადგილებში მისვლას ახერხებენ. კეთილი ადამიანები კილომეტრებს გადიან, რომ ხალხს მცირე საკვები მაინც მიაწოდონ. მოხალისეთა შორისაა ფოტოხელოვანი და მოგზაური მიქაელ (მიქა) ქავთარაძე, რომელსაც Ambebi.ge ესაუბრა:

  • "სამი დღე სტიქიის ზონაში - გურიაში ვიყავით, ახლა კი იმერეთისკენ მივდივართ, ქუთაისში, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდში“. ბაზაზე უნდა ავიდეთ, სადაც ჩემი მეგობრები არიან, ავიღებთ პროდუქტებს, მედიკამენტებსა თუ სხვა პირველადი მოხმარების საგნებს, მოხდება შევსება-გადანაწილება და მერე დავიძვრებით ხარაგაულისკენ. საჭიროა ლოგისტიკაში გარკვევა, ვინ საით წავა და რას წაიღებს. ჩემმა მეგობარმა ნახა ნაცნობი და მისი ჯიპით გადავადგილდებით. საბედნიეროდ, დღეს გურიაში აღარ თოვდა, მზიანი ამინდი იყო...

გურიაში მოხალისეები რამდენიმე სოფელში ვიყავით, მათ შორის სილაურში. მთაზე გზა ადის და იქ ერთი, ბოლო მოსახლე ორი ძმა ვნახეთ (მერე გავიგეთ, სამნი ყოფილან. მესამე ძმა შშმ პირია). მათ ისეთი დიდი სიხარული გამოხატეს, იმხელა იმედი ჩაესახათ, ვიღაც რომ ავიდა და მოიკითხა, ამას ვერ აღგიწერთ. გაუკვალავ თოვლში ცოტა ძნელია ბევრი რამის ზურგით ატანა, საახალწლო ნობათივით გამოგვივიდა.

ადამიანებს იმედი მიეცათ, გვითხრეს, თქვენამდე არავინ მოსულაო. არ დამითვლია, რამდენ ოჯახში ვიყავით, ხან ჯიპებით დავდივართ, უმეტესად - ფეხით. როგორც არ უნდა იყოს, მანქანით მაინც ძნელია ყველგან მისვლა, ამიტომ ფეხით გვიწევდა სიარული, რამაც დიდი დრო წაიღო. რამდენიმე ოჯახს სახლის წინ პატარა კვალი ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც გარეთ არც გამოუხედავთ - ყველას არ აქვს იმის თავი და შესაძლებლობა, ეზო და ქუჩა გაწმინდოს. სახლები თოვლშია ჩაფლული და ჩვენ ცოტა იმაში გაგვიმართლა, რომ გაუკვალავი თოვლი გაყინული იყო და იმხელაზე არ ეფლობი. ახალ მოთოვილზე, ასეთ დიდ და გაუკვალავ თოვლში ბახილებია საჭირო, რაც ბევრს არ აქვს.

ყველაზე სწრაფად და კარგად გადაადგილება მოთხილამურეებს შეუძლიათ. ჩვენ როგორ და სანამდეც შევძლებთ, მოსახლეობას დავეხმარებით. ხალხი ძირითადად მედიკამენტებს (ძირითადად, სიცხის დამწევს, გაციების, წნევის, ტკივილგამაყუჩებლებს ითხოვს, მოგეხსენებათ, სოფლებში უმეტესად ასაკოვანი ხალხია დარჩენილი) და სანთლებს ითხოვს. ძირითადად ისეთი პროდუქტები გადავანაწილეთ, რაც მარტივად მოსამზადებელია - პური, ძეხვი, კვერცხი, ზეთი, სუპები... ადგილზე სხვა მოხალისეებიც იყვნენ, ყველანი ერთობლივად ვეხმარებოდით. გურიაში ბევრი მოხალისეა, იქ ჩადიან, მაგრამ ვანსა და ხარაგაულსაც ძალიან უჭირს. ხარაგაული ისედაც მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს და ახლა კიდევ სტიქიაც დაემატა... ბიჭებმა რაც გაარკვიეს, ვანისა და ხარაგაულის რამდენიმე სოფელს არ აქვს გაზი, დენი და კავშირის გარეშე არიან დარჩენილები. ინტერნეტი მგონი, არც ჰქონიათ, უგზოობაცაა, თავისთავად... რამდენიმე მეგობარი იმერეთში გადავდივართ, სადაც მოხალისეთა ჯგუფებს შევუერთდებით.

ახლა თეთნულდის ბაზაზე ავდივართ, დავლაგდებით, ცოტა სულს მოვითქვამთ და იმერეთის სოფლებში გადავნაწილდებით.

მოგეხსენებათ, ბიჭებმა ანგარიში დადეს, სადაც ვისაც რა შეუძლია, იმას რიცხავს, ნაწილმაც თავისი ხარჯებით ჩავიტანეთ პროდუქტი, მგონი, საკმარისი მოგროვდება.

თავდაპირველად მე და ჩემი მეგობარი, თორღვა ქაფიანიძე წავედით, გზადაგზა კი სხვებს შევუერთდით, ძალიან ბევრი მოხალისეა გურიაში. ახლა უკვე იმერეთს უჭირს და იქაა საჭირო დახმარება. ანგარიში მივუთითეთ იმერეთისთვის, ალბათ იქაც იქნება რაღაცა შეგროვებული. სირთულეები ნამდვილად არ გვაშინებს, უბრალოდ, მეტი აღჭურვილობა კარგი იქნებოდა“.

ანგარიშის ნომერი:

GE94BG0000000826362100