პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იურისტი და ბიზნესმენი, რომელსაც გერმანიაში იმიგრაციის შეზღუდვა სურს: წლების წინ მერკელის მთავარი კონკურენტი ახლა კანცლერი ხდება - ვინ არის ფრიდრიხ მერცი?
იურისტი და ბიზნესმენი, რომელსაც გერმანიაში იმიგრაციის შეზღუდვა სურს: წლების წინ მერკელის მთავარი კონკურენტი ახლა კანცლერი ხდება - ვინ არის ფრიდრიხ მერცი?

23 თე­ბერ­ვალს ბუნ­დეს­ტა­გის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა ქდკ/ქსკ-ის ბლოკ­მა მო­ი­პო­ვა ფრიდ­რიხ მერ­ცის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. გა­მარ­ჯვე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, თუმ­ცა შე­დე­გე­ბი ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­ნო­ზე­ბით ნა­ვა­რა­უ­დევ 30%-ს. ახლა სწო­რედ მერ­ცი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს გერ­მა­ნი­ის ახალ მთავ­რო­ბას.

მერ­ცის დაბ­რუ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში

2018 წელს, როცა ფრიდ­რიხ მერცმა დიდ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ან­გე­ლა მერ­კე­ლის მემ­კვიდ­რედ კენ­ჭისყრა გა­და­წყვი­ტა, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის და­სა­წყის­ში სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა, რომ მისი გვა­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჟღერს რო­გორც მარ­ტი (März), სხვაგ­ვა­რად იწე­რე­ბა — Merz.

და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ ფრიდ­რიხ მერ­ცი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა იყო ქდკ/ქსკ-ში, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო. ის ცდი­ლობ­და პარ­ტი­ის ლი­დე­რო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა და ამ ბრძო­ლა­ში მისი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი ან­გე­ლა მერ­კე­ლი იყო.

69 წლის ასაკ­ში, მერცმა ბო­ლოს და ბო­ლოს მი­აღ­წია გერ­მა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის მწვერ­ვალს: თუ რა­ი­მე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი არ მოხ­დე­ბა, ის გერ­მა­ნი­ის ახა­ლი კან­ცლე­რი გახ­დე­ბა.

გზა ლი­დე­რო­ბამ­დე

რო­დე­საც 2018 წელს მერ­ცი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და, რო­გორც კლა­სი­კუ­რი მე­მარ­ჯვე­ნე ლი­ბე­რა­ლი - გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მი­სა და იმიგ­რა­ცი­ის შე­ზღუდ­ვის მომ­ხრე იყო - ის სწრა­ფად გახ­და მერ­კე­ლის შე­საძ­ლო მემ­კვიდ­რე­თა შო­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქდკ-ის რი­გით წევ­რებს შო­რის. თუმ­ცა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ორ­ჯერ ჩა­უ­შა­ლა მას პარ­ტი­ის ლი­დე­რო­ბის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა. ჯერ 2018 წელს ლი­დე­რად აირ­ჩი­ეს მერ­კე­ლის რჩე­უ­ლი ანეგ­რეტ კრამპ-კა­რენ­ბა­უ­ე­რი, ხოლო 2021 წელს -არ­მინ ლა­შე­ტი.

2021 წელს, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა - მერ­კელ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც კვლავ კან­ცლე­რი იყო - ქდკ არ­ჩევ­ნებ­ში მარ­ცხამ­დე მი­იყ­ვა­ნეს. ამის შემ­დეგ პარ­ტი­ამ ბო­ლოს და ბო­ლოს მე­სა­მე ცდა­ზე ლი­დე­რად ფრიდ­რიხ მერ­ცი აირ­ჩია.

რა­კე­ტე­ბი უკ­რა­ი­ნის­თვის

ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას, ფრიდ­რიხ მერ­ცი ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­და ოლაფ შოლცს უკ­რა­ი­ნი­სად­მი დახ­მა­რე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი გა­უ­ბე­და­ო­ბის­თვის და სხვა არა­სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მსგავ­სად, მო­ი­თხოვ­და უკ­რა­ი­ნის­თვის Taurus KEPD 350-ის ტი­პის რა­კე­ტე­ბის მი­წო­დე­ბას.

ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ცე­მულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში მან კი­დევ ერთხელ გა­ნა­ცხა­და, რომ შოლ­ცის ად­გილ­ზე უკ­რა­ი­ნას რა­კე­ტებს გა­დას­ცემ­და ბრი­ტა­ნეთ­თან და საფ­რან­გეთ­თან სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის­გან უკ­რა­ი­ნუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ბომბვის შე­წყვე­ტის მო­თხოვ­ნით.

მერცმა თქვა:„თუ და­ბომბვე­ბი არ შე­წყდე­ბა, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა დარ­ტყმე­ბის რა­დი­უს­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვის მოხ­სნა (რაც მო­ი­ცავს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ღრმად შეს­ვლას). მე­ო­რე ნა­ბი­ჯი კი იქ­ნე­ბა Taurus-ის მი­წო­დე­ბა. შემ­დეგ კი პუ­ტინ­მა თა­ვად გა­და­წყვი­ტოს, რამ­დე­ნად შორს წავა ეს­კა­ლა­ცი­ა­ში ამ ომში.“

ამ­ჟა­მად ბრი­ტა­ნე­თი და საფ­რან­გე­თი უკ­რა­ი­ნას აწ­ვდი­ან ფრთო­სან რა­კე­ტებს Storm Shadow/SCALP, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბის რა­დი­უ­სი 250 კი­ლო­მეტ­რამ­დეა, მა­შინ როცა გერ­მა­ნუ­ლი Taurus-ის რა­კე­ტებს 500 კი­ლო­მეტ­რამ­დე რა­დი­უ­სი აქვთ.

მერ­ცი კი­ევ­ში

9 დე­კემ­ბერს ფრიდ­რიხ მერ­ცი ომის პე­რი­ოდ­ში უკვე მე­ო­რედ ეწ­ვია კი­ევს და პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის კი­დევ ერთხელ და­უ­დას­ტუ­რა უკ­რა­ი­ნი­სად­მი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. მან ასე­ვე შეს­თა­ვა­ზა ახა­ლი ალი­ან­სის შექ­მნა უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე დიდი ევ­რო­პუ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მერ­ცის აზ­რით, ამ ჯგუფ­ში უნდა შე­ვიდ­ნენ გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, პო­ლო­ნე­თი და ბრი­ტა­ნე­თი.

„უკ­რა­ი­ნა­ში ომი უნდა დას­რულ­დეს რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად. პუ­ტი­ნი მხო­ლოდ მა­შინ და­თან­ხმდე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, როცა უკ­რა­ი­ნა თავ­დაც­ვის უნარს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს,“ — აღ­ნიშ­ნა მან კი­ევ­ში.

130 მი­ლი­არ­დი თავ­დაც­ვის­თვის

ფრიდ­რიხ მერ­ცის თქმით, ევ­რო­პა უნდა მო­ემ­ზა­დოს იმის­თვის, რომ აშშ-ს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა უფრო იზო­ლა­ცი­ო­ნის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კა ჰქონ­დეს დო­ნალდ ტრამ­პის მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში და უნდა შეძ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა რუ­სე­თის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხის­გან.

მაგ­რამ მერ­ცი აქ­ცენტს აკე­თებს იმა­ზე, რომ სამ­ხედ­რო ხარ­ჯე­ბი სწრა­ფად უნდა გა­ი­ზარ­დოს. მისი თქმით, თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი უნდა გა­ი­ზარ­დოს არა მხო­ლოდ ნა­ტოს მიერ რე­კო­მენ­დე­ბულ 2%-მდე (რა­საც გერ­მა­ნი­ამ წელს პირ­ვე­ლად მი­აღ­წია), არა­მედ მი­ნი­მუმ 3%-მდე და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად.

„რუ­სე­თი ისე­თი ტემ­პით ია­რაღ­დე­ბა, რომ ხუ­თი­დან რვა წე­ლი­წად­ში შე­საძ­ლოა ნა­ტოს რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას და­ეს­ხას თავს,“ — გა­ნა­ცხა­და მერცმა ოქ­ტომ­ბრის ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სა­ზღვრის და­ხურ­ვა არა­ლე­გა­ლე­ბის­თვის

იმიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხში მერ­ცი ცდი­ლობს ხმე­ბი წა­არ­თვას თა­ვი­სი მთა­ვა­რი ოპო­ნენტს, ან­ტი­ი­მიგ­რან­ტუ­ლი პარ­ტი­ის "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის" ამომ­რჩევ­ლებს. ის მო­უ­წო­დებს მკვეთ­რად ჩა­მო­შორ­დნენ "ღია კა­რის" პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც ან­გე­ლა მერ­კელ­მა და­ი­წყო და რო­მელ­საც დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბაც აგ­რძე­ლებს.

"გერ­მა­ნი­ის სა­ზღვრებ­ზე რა­ღაც უნდა გა­კეთ­დეს, და ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბაა - ხალ­ხის უკან გაბ­რუ­ნე­ბა სა­ზღვარ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ. ჩვენ 2015 წლი­დან ვი­ცით, რომ ეს იუ­რი­დი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია და ახლა, 2024 წელს, ბო­ლოს და ბო­ლოს უნდა მი­ვი­ღოთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და და­ვი­წყოთ მოქ­მე­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მერცმა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარს ამ­ბობს "ალ­ტერ­ნა­ტი­ვას­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ან კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა­ზე, ეს პარ­ტია გა­მო­კი­თხვებ­ში მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს ქდკ/ქსკ-ის შემ­დეგ. სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მერცს მო­უ­წევს კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა ოლაფ შოლ­ცის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­თან ერ­თად.

Leitkultur - „წამ­ყვა­ნი კულ­ტუ­რა“

2000-იან წლებ­ში მერ­ცი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი იყო „Leitkultur“-ის კონ­ცეფ­ცი­ის. ამ იდე­ის მი­ხედ­ვით, გერ­მა­ნი­ა­ში უნდა არ­სე­ბობ­დეს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გერ­მა­ნუ­ლი კულ­ტუ­რა ტრა­დი­ცი­უ­ლი (მათ შო­რის ლი­ბე­რა­ლუ­რი) ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც უნდა დო­მი­ნი­რებ­დეს იმიგ­რან­ტე­ბის კულ­ტუ­რებ­ზე. ეს კონ­ცეფ­ცია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და მრა­ვალ­კულ­ტუ­რი­ა­ნო­ბის პო­ლი­ტი­კას.

ერთი წლის შემ­დეგ, რაც მერ­ცი პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, ან­გე­ლა მერ­კელ­მა სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ მრა­ვალ­კულ­ტუ­რი­ა­ნო­ბის პო­ლი­ტი­კა გერ­მა­ნი­ა­ში წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

პო­ლი­ტი­კი­დან ბიზ­ნეს­ში და უკან

ფრიდ­რიხ მერ­ცი გა­ნათ­ლე­ბით იუ­რის­ტია. 1989 წელს, 35 წლის ასაკ­ში, იგი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და ქდკ-ის სა­ხე­ლით, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდო­ბი­დან იყო გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. 1994 წელს ის ბუნ­დეს­ტა­გის დე­პუ­ტა­ტი გახ­და.

2000 წელს, რო­დე­საც კან­ცლე­რი იყო გერ­ჰარდ შრი­ო­დე­რი (პუ­ტი­ნის მე­გობ­რად ცნო­ბი­ლი), ხოლო ქდკ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ედ­მუნდ შტო­ი­ბე­რი, მერ­ცი ბუნ­დეს­ტაგ­ში ქდკ/ქსკ-ის ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს.

იმ დროს მას შტო­ი­ბე­რის მემ­კვიდ­რედ მი­იჩ­ნევ­დნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ პარ­ტი­ის ლი­დე­რო­ბა ან­გე­ლა მერ­კელ­მა მო­ი­პო­ვა. 2002 წლის ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, როცა ქდკ-ს ისევ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა აჯო­ბეს, მერ­კელ­მა პარ­ტი­აც და ფრაქ­ცი­აც ჩა­ი­ბა­რა, ხოლო მერ­ცი მისი მო­ად­გი­ლე გახ­და. მან თავი ანე­ბა პარ­ტი­ულ ბრძო­ლას და 2009 წელს, 55 წლის ასაკ­ში, სა­ბო­ლო­ოდ წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან - კორ­პო­რა­ტი­ულ იუ­რის­ტად მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად. მერ­ცი გახ­და რამ­დე­ნი­მე დიდი კომ­პა­ნი­ის მრჩე­ვე­ლი და დი­რექ­ტო­რი. გერ­მა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ახლა საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა

2018 წელს, რო­დე­საც ან­გე­ლა მერ­კელ­მა (63 წლის ასაკ­ში) პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა, მერცმაც გა­და­წყვი­ტა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და მისი ად­გი­ლი და­ე­კა­ვე­ბი­ნა. მას მხო­ლოდ მე­სა­მე ცდა­ზე გა­უ­მარ­თლა.

პარ­ტი­ის რი­გით წევ­რებს შო­რის მერ­ცი ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კან­დი­და­ტი იყო, მაგ­რამ პარ­ტი­ის ლი­დერს კონ­გრე­სის დე­ლე­გა­ტე­ბი ირ­ჩევ­დნენ.

პირ­ვე­ლად მათ აირ­ჩი­ეს მერ­კე­ლის რჩე­უ­ლი - ანეგ­რეტ კრამპ-კა­რენ­ბა­უ­ე­რი.

მას შემ­დეგ რაც თავი ვერ გა­არ­თვა საქ­მეს და გა­დად­გა, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს არ­მინ ლა­შე­ტი, ჩრდი­ლო­ეთ რეინ-ვეს­ტფა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ქდკ/ქსკ 2021 წლის ბუნ­დეს­ტა­გის არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა, პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ ლი­დე­რი პირ­და­პი­რი კენ­ჭისყ­რით პარ­ტი­ის ყვე­ლა წევ­რს აერ­ჩია. ამ არ­ჩევ­ნებ­ში მერცმა გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა, 62%-ის მხარ­და­ჭე­რით, და სა­ბო­ლო­ოდ პარ­ტი­ის ლი­დე­რი გახ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

იურისტი და ბიზნესმენი, რომელსაც გერმანიაში იმიგრაციის შეზღუდვა სურს: წლების წინ მერკელის მთავარი კონკურენტი ახლა კანცლერი ხდება - ვინ არის ფრიდრიხ მერცი?

იურისტი და ბიზნესმენი, რომელსაც გერმანიაში იმიგრაციის შეზღუდვა სურს: წლების წინ მერკელის მთავარი კონკურენტი ახლა კანცლერი ხდება - ვინ არის ფრიდრიხ მერცი?

23 თებერვალს ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვება ქდკ/ქსკ-ის ბლოკმა მოიპოვა ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით. გამარჯვება მოსალოდნელი იყო, თუმცა შედეგები ოდნავ ჩამორჩა წინასაარჩევნო პროგნოზებით ნავარაუდევ 30%-ს. ახლა სწორედ მერცი ჩამოაყალიბებს გერმანიის ახალ მთავრობას.

მერცის დაბრუნება პოლიტიკაში

2018 წელს, როცა ფრიდრიხ მერცმა დიდ პოლიტიკაში დაბრუნება და ანგელა მერკელის მემკვიდრედ კენჭისყრა გადაწყვიტა, პრესკონფერენციის დასაწყისში საჭიროდ ჩათვალა, ჟურნალისტებისთვის შეეხსენებინა, რომ მისი გვარი, მიუხედავად იმისა, რომ ჟღერს როგორც მარტი (März), სხვაგვარად იწერება — Merz.

დაახლოებით 15 წლის წინ ფრიდრიხ მერცი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ქდკ/ქსკ-ში, რომელიც იმ დროისთვის ოპოზიციაში იყო. ის ცდილობდა პარტიის ლიდერობა მოეპოვებინა და ამ ბრძოლაში მისი მთავარი კონკურენტი ანგელა მერკელი იყო.

69 წლის ასაკში, მერცმა ბოლოს და ბოლოს მიაღწია გერმანული პოლიტიკის მწვერვალს: თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ის გერმანიის ახალი კანცლერი გახდება.

გზა ლიდერობამდე

როდესაც 2018 წელს მერცი პოლიტიკაში დაბრუნდა, როგორც კლასიკური მემარჯვენე ლიბერალი - გამარტივებული საგადასახადო სისტემისა და იმიგრაციის შეზღუდვის მომხრე იყო - ის სწრაფად გახდა მერკელის შესაძლო მემკვიდრეთა შორის ყველაზე პოპულარული ქდკ-ის რიგით წევრებს შორის. თუმცა პარტიის ხელმძღვანელობამ ორჯერ ჩაუშალა მას პარტიის ლიდერობის მოპოვების მცდელობა. ჯერ 2018 წელს ლიდერად აირჩიეს მერკელის რჩეული ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, ხოლო 2021 წელს -არმინ ლაშეტი.

2021 წელს, პოლიტიკოსებმა - მერკელთან ერთად, რომელიც კვლავ კანცლერი იყო - ქდკ არჩევნებში მარცხამდე მიიყვანეს. ამის შემდეგ პარტიამ ბოლოს და ბოლოს მესამე ცდაზე ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩია.

რაკეტები უკრაინისთვის

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ოპოზიციაში ყოფნისას, ფრიდრიხ მერცი ხშირად აკრიტიკებდა ოლაფ შოლცს უკრაინისადმი დახმარებაში გამოჩენილი გაუბედაობისთვის და სხვა არასოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსების მსგავსად, მოითხოვდა უკრაინისთვის Taurus KEPD 350-ის ტიპის რაკეტების მიწოდებას.

ოქტომბერში მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შოლცის ადგილზე უკრაინას რაკეტებს გადასცემდა ბრიტანეთთან და საფრანგეთთან საერთო პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ და ვლადიმირ პუტინისგან უკრაინული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეწყვეტის მოთხოვნით.

მერცმა თქვა:„თუ დაბომბვები არ შეწყდება, პირველი ნაბიჯი იქნება დარტყმების რადიუსზე არსებული შეზღუდვის მოხსნა (რაც მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შესვლას). მეორე ნაბიჯი კი იქნება Taurus-ის მიწოდება. შემდეგ კი პუტინმა თავად გადაწყვიტოს, რამდენად შორს წავა ესკალაციაში ამ ომში.“

ამჟამად ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინას აწვდიან ფრთოსან რაკეტებს Storm Shadow/SCALP, რომელთა მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრამდეა, მაშინ როცა გერმანული Taurus-ის რაკეტებს 500 კილომეტრამდე რადიუსი აქვთ.

მერცი კიევში

9 დეკემბერს ფრიდრიხ მერცი ომის პერიოდში უკვე მეორედ ეწვია კიევს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინისადმი სრული მხარდაჭერა. მან ასევე შესთავაზა ახალი ალიანსის შექმნა უკრაინის ყველაზე დიდი ევროპული მოკავშირეების მონაწილეობით. მერცის აზრით, ამ ჯგუფში უნდა შევიდნენ გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და ბრიტანეთი.

„უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. პუტინი მხოლოდ მაშინ დათანხმდება მოლაპარაკებებს, როცა უკრაინა თავდაცვის უნარს შეინარჩუნებს,“ — აღნიშნა მან კიევში.

130 მილიარდი თავდაცვისთვის

ფრიდრიხ მერცის თქმით, ევროპა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ აშშ-ს მომავალში შესაძლოა უფრო იზოლაციონისტური პოლიტიკა ჰქონდეს დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში და უნდა შეძლოს დამოუკიდებლად საკუთარი თავის დაცვა რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან.

მაგრამ მერცი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სამხედრო ხარჯები სწრაფად უნდა გაიზარდოს. მისი თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ ნატოს მიერ რეკომენდებულ 2%-მდე (რასაც გერმანიამ წელს პირველად მიაღწია), არამედ მინიმუმ 3%-მდე და რაც შეიძლება სწრაფად.

„რუსეთი ისეთი ტემპით იარაღდება, რომ ხუთიდან რვა წელიწადში შესაძლოა ნატოს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს,“ — განაცხადა მერცმა ოქტომბრის ინტერვიუში.

საზღვრის დახურვა არალეგალებისთვის

იმიგრაციის საკითხში მერცი ცდილობს ხმები წაართვას თავისი მთავარი ოპონენტს, ანტიიმიგრანტული პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" ამომრჩევლებს. ის მოუწოდებს მკვეთრად ჩამოშორდნენ "ღია კარის" პოლიტიკას, რომელიც ანგელა მერკელმა დაიწყო და რომელსაც დღევანდელი მთავრობაც აგრძელებს.

"გერმანიის საზღვრებზე რაღაც უნდა გაკეთდეს, და ჩვენი შეთავაზებაა - ხალხის უკან გაბრუნება საზღვარზე დაუყოვნებლივ. ჩვენ 2015 წლიდან ვიცით, რომ ეს იურიდიულად შესაძლებელია და ახლა, 2024 წელს, ბოლოს და ბოლოს უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და დავიწყოთ მოქმედება,“ - განაცხადა მერცმა.

მიუხედავად ამისა, ის კატეგორიულად უარს ამბობს "ალტერნატივასთან" თანამშრომლობაზე ან კოალიციის შექმნაზე, ეს პარტია გამოკითხვებში მეორე ადგილს იკავებს ქდკ/ქსკ-ის შემდეგ. სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ მერცს მოუწევს კოალიციის შექმნა ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებთან ერთად.

Leitkultur - „წამყვანი კულტურა“

2000-იან წლებში მერცი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო „Leitkultur“-ის კონცეფციის. ამ იდეის მიხედვით, გერმანიაში უნდა არსებობდეს პრიორიტეტული გერმანული კულტურა ტრადიციული (მათ შორის ლიბერალური) ღირებულებებით, რომელიც უნდა დომინირებდეს იმიგრანტების კულტურებზე. ეს კონცეფცია ეწინააღმდეგებოდა მრავალკულტურიანობის პოლიტიკას.

ერთი წლის შემდეგ, რაც მერცი პოლიტიკიდან წავიდა, ანგელა მერკელმა საჯაროდ აღიარა, რომ მრავალკულტურიანობის პოლიტიკა გერმანიაში წარუმატებელი აღმოჩნდა.

პოლიტიკიდან ბიზნესში და უკან

ფრიდრიხ მერცი განათლებით იურისტია. 1989 წელს, 35 წლის ასაკში, იგი ევროპარლამენტში შევიდა ქდკ-ის სახელით, რომელშიც ახალგაზრდობიდან იყო გაწევრიანებული. 1994 წელს ის ბუნდესტაგის დეპუტატი გახდა.

2000 წელს, როდესაც კანცლერი იყო გერჰარდ შრიოდერი (პუტინის მეგობრად ცნობილი), ხოლო ქდკ-ს ხელმძღვანელობდა ედმუნდ შტოიბერი, მერცი ბუნდესტაგში ქდკ/ქსკ-ის ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

იმ დროს მას შტოიბერის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, მაგრამ საბოლოოდ პარტიის ლიდერობა ანგელა მერკელმა მოიპოვა. 2002 წლის ვადამდელი არჩევნების შემდეგ, როცა ქდკ-ს ისევ სოციალ-დემოკრატებმა აჯობეს, მერკელმა პარტიაც და ფრაქციაც ჩაიბარა, ხოლო მერცი მისი მოადგილე გახდა. მან თავი ანება პარტიულ ბრძოლას და 2009 წელს, 55 წლის ასაკში, საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან - კორპორატიულ იურისტად მუშაობის დასაწყებად. მერცი გახდა რამდენიმე დიდი კომპანიის მრჩეველი და დირექტორი. გერმანული მედიის ინფორმაციით, ის ახლა საკმაოდ შეძლებული ადამიანია.

პოლიტიკაში დაბრუნება

2018 წელს, როდესაც ანგელა მერკელმა (63 წლის ასაკში) პარტიის ხელმძღვანელობის დატოვება გადაწყვიტა, მერცმაც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო და მისი ადგილი დაეკავებინა. მას მხოლოდ მესამე ცდაზე გაუმართლა.

პარტიის რიგით წევრებს შორის მერცი ყოველთვის ყველაზე პოპულარული კანდიდატი იყო, მაგრამ პარტიის ლიდერს კონგრესის დელეგატები ირჩევდნენ.

პირველად მათ აირჩიეს მერკელის რჩეული - ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი.

მას შემდეგ რაც თავი ვერ გაართვა საქმეს და გადადგა, პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს არმინ ლაშეტი, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქდკ/ქსკ 2021 წლის ბუნდესტაგის არჩევნებში დამარცხდა, პარტიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ლიდერი პირდაპირი კენჭისყრით პარტიის ყველა წევრს აერჩია. ამ არჩევნებში მერცმა გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა, 62%-ის მხარდაჭერით, და საბოლოოდ პარტიის ლიდერი გახდა.

წაიკითხეთ ასევე: