სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3+3 ფორმატში" მონაწილეობს რუსეთი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და მასთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ" - ლევან მაჭავარიანი
"3+3 ფორმატში" მონაწილეობს რუსეთი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და მასთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ" - ლევან მაჭავარიანი

"3+3 ფორ­მატ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ობს რუ­სე­თი და რა თქმა უნდა, მაგ რე­ჟიმ­ში, ჩვენ რუ­სეთ­თან არა­ნა­ირ მა­გი­დას­თან დას­ხდო­მას არ ვა­პი­რებთ, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სკა­მი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა „3+3 ფორ­მა­ტის“ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში“.

მისი თქმით, არა­ნა­ი­რი მსჯე­ლო­ბა ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა.

"3+3 ფორ­მატ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ობს რუ­სე­თი, რუ­სეთს აქვს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და რა თქმა უნდა, მაგ რე­ჟიმ­ში, ჩვენ რუ­სეთ­თან არა­ნა­ირ მა­გი­დას­თან დას­ხდო­მას არ ვა­პი­რებთ. არც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნია და არც სხვა ტი­პის. ჯერ ჩვენ უნდა გა­დავ­ჭრათ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხი და მას შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს მსჯე­ლო­ბა რა­ი­მე ტი­პის ფორ­მა­ტი იქ­ნე­ბა თუ არა“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

გარ­და ამი­სა, ის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის მიერ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ტრამპს ეთან­ხმე­ბა იმა­ში, რომ ზე­ლენ­სკის შე­ეძ­ლო, რუ­სეთ­თან ომი აე­ცი­ლე­ბი­ნა".

მისი თქმით, ზე­ლენ­სკი ე.წ. დიდ­მა ბი­ჭებ­მა შე­ა­გუ­ლი­ა­ნეს.

„მე მაგ შე­ფა­სე­ბა­ში ვერ შე­ვალ ზე­ლენ­სკი დიქ­ტა­ტო­რია თუ არა, ეს ნამ­დვი­ლად არ არის ჩემი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი, თუმ­ცა ბა­ტონ ტრამპს, რა თქმა უნდა, იმა­ში ვე­თან­ხმე­ბი, რომ ზე­ლენ­სკის შე­ეძ­ლო, ეს ომი აე­ცი­ლე­ბი­ნა. ტრამ­პი უკვე ღიად სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნას შე­ეძ­ლო ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ ზე­ლენ­სკი წა­ა­ხა­ლი­სეს და შე­ა­გუ­ლი­ა­ნეს ე.წ. დიდ­მა ბი­ჭებ­მა. ეს ომი მას თა­ვი­დან უნდა აე­ცი­ლე­ბი­ნა," - აღ­ნიშ­ნა მან.

ავტორი:

"3+3 ფორმატში" მონაწილეობს რუსეთი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და მასთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ" - ლევან მაჭავარიანი

"3+3 ფორმატში" მონაწილეობს რუსეთი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და მასთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ" - ლევან მაჭავარიანი

"3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ „საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში“.

მისი თქმით, არანაირი მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

"3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ. არც დიპლომატიური ურთიერთობები გაგვაჩნია და არც სხვა ტიპის. ჯერ ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა რაიმე ტიპის ფორმატი იქნება თუ არა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გარდა ამისა, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ტრამპს ეთანხმება იმაში, რომ ზელენსკის შეეძლო, რუსეთთან ომი აეცილებინა".

მისი თქმით, ზელენსკი ე.წ. დიდმა ბიჭებმა შეაგულიანეს.

„მე მაგ შეფასებაში ვერ შევალ ზელენსკი დიქტატორია თუ არა, ეს ნამდვილად არ არის ჩემი შესაფასებელი, თუმცა ბატონ ტრამპს, რა თქმა უნდა, იმაში ვეთანხმები, რომ ზელენსკის შეეძლო, ეს ომი აეცილებინა. ტრამპი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ უკრაინას შეეძლო ამის თავიდან აცილება, უბრალოდ ზელენსკი წაახალისეს და შეაგულიანეს ე.წ. დიდმა ბიჭებმა. ეს ომი მას თავიდან უნდა აეცილებინა," - აღნიშნა მან.