მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარა" ტოპ-ფეხბურთელია" - უმაღლესი შეფასება Whoscored-ისგან და მთავარი მწვრთნელისგან: რა თქვა ხვიჩაზე ლუის ენრიკემ და როგორი იყო ქართველის ემოციები მატჩის შემდეგ
"კვარა" ტოპ-ფეხბურთელია" - უმაღლესი შეფასება Whoscored-ისგან და მთავარი მწვრთნელისგან: რა თქვა ხვიჩაზე ლუის ენრიკემ და როგორი იყო ქართველის ემოციები მატჩის შემდეგ

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის პლეი-ოფის პირ­ვე­ლი ეტა­პის გან­მე­ო­რე­ბით მატჩში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას პსჟ-მ "ბრეს­ტი" გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შით და­ა­მარ­ცხა. ჩვე­ნე­ბუ­რის გუნ­დმა 7-ბურ­თი­ა­ნი სხვა­ო­ბით მო­ი­გო. ხვი­ჩამ გუ­შინ­დელ თა­მაშ­ზე გოლი და ასის­ტი მი­ი­წე­რა.

ქარ­თველ­მა გოლი პირ­ვე­ლი ტა­იმ­ში 39-ე წუთ­ზე გა­ი­ტა­ნა, ხოლო მე­ო­რე ტა­იმ­ში მისი ასის­ტი­თა და რა­მო­შის გო­ლით ან­გა­რი­ში 7:0 გახ­და.

  • ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე "ბრეს­ტის" 7:0 და­მარ­ცხე­ბის და მერ­ვე­დფი­ნალ­ში გას­ვლის შემ­დეგ, რა გა­საკ­ვი­რია, რომ პსჟ-ის მწვრთნე­ლი ლუის ენ­რი­კე კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო და კი­თხვა­ზე, ვის ისურ­ვებ­და მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე მე­ტო­ქედ, ხუმ­რო­ბით უპა­სუ­ხა:

"დიახ, მე მაქვს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი, "ლი­ვერ­პულ­თან" ან "ბარ­სე­ლო­ნას­თან" თა­მა­ში მირ­ჩევ­ნია! ორი­ვე ვა­რი­ან­ტი მომ­წონს". "პარი სენ ჟერ­მე­ნის" თავ­კაცს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქმა სთხო­ვეს. "რო­გორ შე­ვა­ფა­სებ "კვა­რას"? ტოპ-ფეხ­ბურ­თე­ლია.

ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ ზამ­თარ­ში შე­მად­გენ­ლო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ვა­რი­ან­ტის მო­ძებ­ნა ძნე­ლია. მას პარტნი­ო­რებ­თან ადაპ­ტა­ცია სჭირ­დე­ბა. ცხა­დია, თა­ვი­სი დო­ნის დამ­ტკი­ცე­ბა და გუნ­დის დახ­მა­რე­ბა სურს. რო­დე­საც 7:0-ს იგებ და ასე ეხ­მა­რე­ბი გუნდს დაც­ვა­ში - სწო­რედ ასე­თი მენ­ტა­ლი­ტე­ტი გვჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლუის ენ­რი­კემ.

  • ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მერ­ვე­დფი­ნალ­ში გა­სას­ვლე­ლი პლეი-ოფის სა­პა­სუ­ხო მატჩში კვა­რამ Whoscored-ის­გან უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

დო­ნა­რუ­მა 7.7, ჰა­კი­მი 7.6, მარ­კი­ნი­ო­სი 8.7, პაჩო 7.2, მენ­დე­ში 8.8, ნე­ვე­ში 7.8, ვი­ტი­ნია 8.5, ფა­ბი­ა­ნი 7.8, ბარ­კო­ლა 8.4, დემ­ბე­ლე 7.6, კვა­რა­ცხე­ლია 10, ლი 6.5, დუე 8.2, რა­მუ­ში 8.3, კიმ­პემ­ბე 6.6, მე­ი­ლიუ 7.1.

ქარ­თველ­მა Sofascore-სგან ორი­ვე გუნ­დი­დან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა, 9.3 მი­ი­ღო, flashscore-მ მხო­ლოდ 8.4 გა­ი­მე­ტა, MVP-ედ კი ვი­ტი­ნია და­ა­სა­ხე­ლეს.

00:00 / 00:00

  • "ბრესტთან" მო­გე­ბუ­ლი მატ­ჩის (7:0) შემ­დეგ, "პა­რი­ზი­ენ­მა" პსჟ-ის გა­რე­მარბს, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­არ­თვა:

- თქვენს კა­რი­ე­რა­ში რო­დეს­მე 7:0 მო­გი­გი­ათ?

- ყვე­ლა მატ­ჩი არ მახ­სოვს, მაგ­რამ მგო­ნია, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა.

- თით­ქოს პსჟ-მ ად­ვი­ლად გა­ი­მარ­ჯვა...

- ვფიქ­რობ, მარ­ტი­ვი მო­გე­ბა არ არ­სე­ბობს. ვცდი­ლობთ ამას ვარ­ჯი­შებ­ზე მძი­მე შრო­მით მი­ვაღ­წი­ოთ. მო­ე­დან­ზე მუ­დამ ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბით.

- ახალ ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლა ად­ვი­ლი არა­სო­დეს არ არის. პა­რიზ­ში თავს რო­გორ გრძნობთ?

- ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის. ახალ ქვე­ყა­ნა­ში, ახალ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მის­ვლა ად­ვი­ლი არა­სო­დეს არაა. აქ გარ­კვე­ულ­წი­ლად ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რა­დაა, მაგ­რამ ბევ­რს ვშრო­მობ, ეს ჩემი სა­მუ­შა­ოა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"კვარა" ტოპ-ფეხბურთელია" - უმაღლესი შეფასება Whoscored-ისგან და მთავარი მწვრთნელისგან: რა თქვა ხვიჩაზე ლუის ენრიკემ და როგორი იყო ქართველის ემოციები მატჩის შემდეგ

"კვარა" ტოპ-ფეხბურთელია" - უმაღლესი შეფასება Whoscored-ისგან და მთავარი მწვრთნელისგან: რა თქვა ხვიჩაზე ლუის ენრიკემ და როგორი იყო ქართველის ემოციები მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ "ბრესტი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ჩვენებურის გუნდმა 7-ბურთიანი სხვაობით მოიგო. ხვიჩამ გუშინდელ თამაშზე გოლი და ასისტი მიიწერა.

ქართველმა გოლი პირველი ტაიმში 39-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში მისი ასისტითა და რამოშის გოლით ანგარიში 7:0 გახდა.

  • ჩემპიონთა ლიგაზე "ბრესტის" 7:0 დამარცხების და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე კარგ ხასიათზე იყო და კითხვაზე, ვის ისურვებდა მომდევნო ეტაპზე მეტოქედ, ხუმრობით უპასუხა:

"დიახ, მე მაქვს ჩემი არჩევანი, "ლივერპულთან" ან "ბარსელონასთან" თამაში მირჩევნია! ორივე ვარიანტი მომწონს". "პარი სენ ჟერმენის" თავკაცს ხვიჩა კვარაცხელიაზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმა სთხოვეს. "როგორ შევაფასებ "კვარას"? ტოპ-ფეხბურთელია.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ზამთარში შემადგენლობის გასაძლიერებლად ვარიანტის მოძებნა ძნელია. მას პარტნიორებთან ადაპტაცია სჭირდება. ცხადია, თავისი დონის დამტკიცება და გუნდის დახმარება სურს. როდესაც 7:0-ს იგებ და ასე ეხმარები გუნდს დაცვაში - სწორედ ასეთი მენტალიტეტი გვჭირდება", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

  • ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში კვარამ Whoscored-ისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

დონარუმა 7.7, ჰაკიმი 7.6, მარკინიოსი 8.7, პაჩო 7.2, მენდეში 8.8, ნევეში 7.8, ვიტინია 8.5, ფაბიანი 7.8, ბარკოლა 8.4, დემბელე 7.6, კვარაცხელია 10, ლი 6.5, დუე 8.2, რამუში 8.3, კიმპემბე 6.6, მეილიუ 7.1.

ქართველმა Sofascore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 9.3 მიიღო, flashscore-მ მხოლოდ 8.4 გაიმეტა, MVP-ედ კი ვიტინია დაასახელეს.

  • "ბრესტთან" მოგებული მატჩის (7:0) შემდეგ, "პარიზიენმა" პსჟ-ის გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა:

- თქვენს კარიერაში როდესმე 7:0 მოგიგიათ?

- ყველა მატჩი არ მახსოვს, მაგრამ მგონია, ეს პირველი შემთხვევაა.

- თითქოს პსჟ-მ ადვილად გაიმარჯვა...

- ვფიქრობ, მარტივი მოგება არ არსებობს. ვცდილობთ ამას ვარჯიშებზე მძიმე შრომით მივაღწიოთ. მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯებით.

- ახალ ქვეყანაში ჩასვლა ადვილი არასოდეს არ არის. პარიზში თავს როგორ გრძნობთ?

- ყველაფერი კარგად მიდის. ახალ ქვეყანაში, ახალ ჩემპიონატში მისვლა ადვილი არასოდეს არაა. აქ გარკვეულწილად ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ბევრს ვშრომობ, ეს ჩემი სამუშაოა...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: