პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, აღენიშნება დაზიანება - იქ იმყოფებოდა 10-ზე მეტი პიროვნება“ - ეკა ბესელია აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს
“სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, აღენიშნება დაზიანება - იქ იმყოფებოდა 10-ზე მეტი პიროვნება“ - ეკა ბესელია აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და იუ­რის­ტმა ეკა ბე­სე­ლი­ამ, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

  • რო­გორც ეკა ბე­სე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რა, სა­დაც და­დას­ტურ­და, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი იყო და ამ ეჭვს ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის არ ყოფ­ნაც უმ­ყა­რებს.

“გუ­შინ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია, ეს იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმა, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი იყო, ეს კი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლია. გუ­შინ არ ყო­ფი­ლა არა­ვი­თა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, ამი­ტომ ბა­ტონ გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვთხოვთ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა, ამო­ი­ღონ აე­რო­პორ­ტის რო­გორც შიდა, ისე გარე კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი. ასე­ვე, მოკ­ლე ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი გა­და­ი­ღო პრე­ზი­დენ­ტის თან­მხლებ­მა პირ­მა, სა­ი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. იქ იმ­ყო­ფე­ბო­და 10-ზე მეტი პი­როვ­ნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ იყ­ვნენ.

ვი­თხოვთ, რომ და­ი­კი­თხოს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც. მას ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჩვე­ნი თხოვ­ნით ჩა­ი­ტა­რა სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე დარ­თუ­ლია ამ სა­ჩი­ვარს. სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ პრე­ზი­დენტს და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ეს კი ნიშ­ნავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ამ ფაქტს სხვა სა­მარ­თლებ­რივ ფორ­მას ვერ მის­ცემს.

დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ელო­დე­ბოდ­ნენ, შე­ამ­ჩნი­ეს ეს პი­რე­ბი, თუმ­ცა, როცა პო­ლი­ცია უნდა გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნათ, იქ ისი­ნი არ იყ­ვნენ.

თუკი არ იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა, ვგეგ­მავთ, რომ შე­სა­ბა­მის ყვე­ლა უწყე­ბას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის უმოქ­მე­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მივ­მარ­თოთ. გან­მარ­ტე­ბას ასე­ვე აე­რო­პორ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გა­ნაც ვე­ლო­დე­ბით.

კომ­პლექ­სუ­რად ვა­პი­რებთ ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, არ უნდა დარ­ჩეს გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი მსგავ­სი ფაქ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი 18 თე­ბერ­ვლის გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტი მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბო­და. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და შემ­დეგ კვერ­ცხე­ბი და­უ­ში­ნეს.

ავტორი:

“სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, აღენიშნება დაზიანება - იქ იმყოფებოდა 10-ზე მეტი პიროვნება“ - ეკა ბესელია აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს

“სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, აღენიშნება დაზიანება - იქ იმყოფებოდა 10-ზე მეტი პიროვნება“ - ეკა ბესელია აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა და იურისტმა ეკა ბესელიამ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.

  • როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, სადაც დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს დაზიანებები აღენიშნება.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი კოორდინირებული, წინასწარ დაგეგმილი იყო და ამ ეჭვს ადგილზე პოლიციელების არ ყოფნაც უმყარებს.

“გუშინ მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს იყო ორგანიზებული ძალადობრივი თავდასხმა, რომელიც წინასწარ კოორდინირებული იყო, ეს კი მძიმე კატეგორიის დანაშაულია. გუშინ არ ყოფილა არავითარი გამოხმაურება, ამიტომ ბატონ გიორგი გაბიტაშვილს ოფიციალურად ვთხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, ამოიღონ აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე კამერების ჩანაწერები. ასევე, მოკლე ვიდეო ჩანაწერი გადაიღო პრეზიდენტის თანმხლებმა პირმა, საიდანაც რამდენიმე პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. იქ იმყოფებოდა 10-ზე მეტი პიროვნება. აღსანიშნავია, რომ ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არ იყვნენ.

ვითხოვთ, რომ დაიკითხოს სალომე ზურაბიშვილიც. მას ვიზუალურადაც აღენიშნება დაზიანებები. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენი თხოვნით ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომელიც ასევე დართულია ამ საჩივარს. სამედიცინო დოკუმენტით დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება. ეს კი ნიშნავს, რომ გამოძიება ამ ფაქტს სხვა სამართლებრივ ფორმას ვერ მისცემს.

დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ელოდებოდნენ, შეამჩნიეს ეს პირები, თუმცა, როცა პოლიცია უნდა გაეფრთხილებინათ, იქ ისინი არ იყვნენ.

თუკი არ იქნება შესაბამისი რეაგირება, ვგეგმავთ, რომ შესაბამის ყველა უწყებას პოლიციელების უმოქმედობასთან დაკავშირებით მივმართოთ. განმარტებას ასევე აეროპორტის ადმინისტრაციისგანაც ველოდებით.

კომპლექსურად ვაპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმას, არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი მსგავსი ფაქტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული ინციდენტი 18 თებერვლის გამთენიისას მოხდა, როდესაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში ბრუნდებოდა. სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ კვერცხები დაუშინეს.