პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო - ისაკო დევიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო - ისაკო დევიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი ისა­კო დე­ვი­ძე და მა­რი­ამ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო, თუმ­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი მხო­ლოდ ისა­კო დე­ვი­ძეს და­ე­კის­რა - 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ამ გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისიც ცნო­ბი­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლდა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან და მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ე­ცა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ისა­კო დე­ვი­ძეს და მა­რი­ამ გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს შსს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს გზის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­კეტ­ვას ედა­ვე­ბო­და, რო­დე­საც, უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გზის გა­და­კეტვის სა­ჭი­რო­ე­ბა არ იყო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. კერ­ძოდ, უწყე­ბის ცნო­ბით, ისა­კო დე­ვი­ძემ გზა ხე­ლოვ­ნუ­რად 8 იან­ვარს, ხოლო მა­რი­ამ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ 9 იან­ვარს გა­და­კე­ტა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით გა­აჩ­ნი­ათ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რის ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ასა­ხუ­ლია დე­ვი­ძი­სა და გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მხრი­დან გზის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­კეტვის ფაქ­ტე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ჩე­ჩი­ლა­ძი­სა და დე­ვი­ძის პო­ზი­ცი­ებს, მათი თქმით, მათ გზა არ გა­და­უ­კე­ტავთ, შე­სა­ბა­მი­სად თავს სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ისა­კო დე­ვი­ძემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნამ­დე სხდო­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა და მო­ტი­ვად, მო­სა­მარ­თლი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

ავტორი:

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო - ისაკო დევიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო - ისაკო დევიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული სახდელი მხოლოდ ისაკო დევიძეს დაეკისრა - 5 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მარიამ გაჩეჩილაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ცნობილია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაჩეჩილაძე გათავისუფლდა პასუხისმგებლობიდან და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

აღსანიშნავია, რომ ისაკო დევიძეს და მარიამ გაჩეჩილაძეს შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, როდესაც, უწყების განმარტებით, გზის გადაკეტვის საჭიროება არ იყო აქციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. კერძოდ, უწყების ცნობით, ისაკო დევიძემ გზა ხელოვნურად 8 იანვარს, ხოლო მარიამ გაჩეჩილაძემ 9 იანვარს გადაკეტა. შსს-ს ინფორმაციით, მტკიცებულების სახით გააჩნიათ სამეთვალყურეო კამერის ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ასახულია დევიძისა და გაჩეჩილაძის მხრიდან გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტები.

რაც შეეხება გაჩეჩილაძისა და დევიძის პოზიციებს, მათი თქმით, მათ გზა არ გადაუკეტავთ, შესაბამისად თავს სამართალდამრღვევებად არ მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ ისაკო დევიძემ გადაწყვეტილების გამოტანამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და მოტივად, მოსამართლისადმი უნდობლობა დაასახელა.