პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია, ის ამ მეთოდს იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც“ - სალომე ზურაბიშვილი
“რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია, ის ამ მეთოდს იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც“ - სალომე ზურაბიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გი­ის საც­დელ პო­ლი­გო­ნად. ამის შე­სა­ხებ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა.

შე­სა­ბა­მი­სად, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დრო არ არის.

“რუ­სეთ­მა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გი­ის საც­დელ პო­ლი­გო­ნად აქ­ცია. ის ამ მე­თოდს არ იყე­ნებს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, იყე­ნებს რუ­მი­ნეთ­სა და მოლ­დო­ვა­შიც, ხვალ კი შე­საძ­ლოა, სხვა­გა­ნაც გა­მო­ი­ყე­ნოს, და როცა უკ­რა­ი­ნა­ში არ­ჩევ­ნებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს სწო­რედ ის გზაა, რომ­ლი­თაც რუ­სე­თი, რო­მელ­მაც ომი ვერ მო­ი­გო და არც სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბა­შია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, შე­ეც­დე­ბა უკ­რა­ი­ნის და­მორ­ჩი­ლე­ბას. ასე რომ, ფრთხი­ლად, არ­ჩევ­ნებ­თან, მო­ემ­ზა­დეთ, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დრო არ არის!”, - დას­ძი­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, რუ­სე­თის ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გია საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს და სა­ერ­თო პრობ­ლე­მაა.

“თუ ამას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ის შავი ზღვის გავ­ლით სხვა­გა­ნაც გავ­რცელ­დე­ბა. გერ­მა­ნი­აც კარ­გად ხე­დავს, რომ ჰიბ­რი­დუ­ლი სტრა­ტე­გია აქაც საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. ასე რომ, ჩვენ სა­ერ­თო სა­მიზ­ნე და სა­ერ­თო პრობ­ლე­მა ვართ”, - აღ­ნიშ­ნავს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ტესტზე.

“ქუ­ჩა­ში ყო­ველ­დღე პრო­ტეს­ტია - ხალ­ხის ნება სწო­რედ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა. და როცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ვალთ, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა უნდა იყოს მხარ­და­ჭე­რი­ლი. უნდა დაგ­ვი­ჭი­რონ მხა­რი, რო­გორც ქვეყ­ნის ლე­გი­ტი­მურ მხა­რეს, რად­გან ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა ხალ­ხის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს”, - აცხა­დებს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ავტორი:

“რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია, ის ამ მეთოდს იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც“ - სალომე ზურაბიშვილი

“რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია, ის ამ მეთოდს იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველო ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მედიასთან ისაუბრა.

შესაბამისად, ზურაბიშვილის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის.

“რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ის ამ მეთოდს არ იყენებს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც, ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს, და როცა უკრაინაში არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც რუსეთი, რომელმაც ომი ვერ მოიგო და არც სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებაშია დარწმუნებული, შეეცდება უკრაინის დამორჩილებას. ასე რომ, ფრთხილად, არჩევნებთან, მოემზადეთ, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის!”, - დასძინა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგია საფრთხეს წარმოადგენს და საერთო პრობლემაა.

“თუ ამას საქართველოში არ დაუპირისპირდნენ, ის შავი ზღვის გავლით სხვაგანაც გავრცელდება. გერმანიაც კარგად ხედავს, რომ ჰიბრიდული სტრატეგია აქაც საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ საერთო სამიზნე და საერთო პრობლემა ვართ”, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს თბილისში მიმდინარე პროტესტზე.

“ქუჩაში ყოველდღე პროტესტია - ხალხის ნება სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებაა. და როცა არჩევნებამდე მივალთ, ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს მხარდაჭერილი. უნდა დაგვიჭირონ მხარი, როგორც ქვეყნის ლეგიტიმურ მხარეს, რადგან ლეგიტიმურობა ხალხის გარეშე არ არსებობს”, - აცხადებს ზურაბიშვილი.