პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩვენ, პოლიცია მივედით ხალხთან - გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით პირი პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება" - ვაჟა სირაძე
"დღეს ჩვენ, პოლიცია მივედით ხალხთან - გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით პირი პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება" - ვაჟა სირაძე

შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის წესი კა­ნო­ნით არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და ამ პე­რი­ოდ­ში გზის გა­და­კეტვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს. დღეს ჩვენ, პო­ლი­ცია მი­ვე­დით ხალ­ხთან - გზის გა­და­კეტ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირი პო­ლი­ცი­ე­ლის სი­ტყვი­ე­რი ნათ­ქვა­მის გამო არ ჯა­რიმ­დე­ბა, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი კად­რი,- ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვაჟა სი­რა­ძემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად „ტვ პირ­ველს“ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­ნუ­ცხა­და.

  • მისი თქმით, გზის გა­და­კეტვის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო­ში შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტის რეპ­ლი­კა­ზე, რომ არის საქ­მე­ე­ბი, სა­დაც კად­რე­ბი არ არ­სე­ბობს, ვაჟა სი­რა­ძემ ასე­თის და­სა­ხე­ლე­ბა ითხო­ვა, რა­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტმა რე­პერ „ლექს-სე­ნის“ საქ­მე და­უ­სა­ხე­ლა.

სი­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ზე ვე­რა­ფერს იტყვის.

"კა­ნო­ნით არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი აქ­ცია, აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის წესი, შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის წესი და ამ პე­რი­ოდ­ში გზის გა­და­კეტვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. დღეს ჩვენ მი­ვე­დით ხალ­ხთან. ასე­ვე, 2 თე­ბერ­ვალს „თბი­ლი­სი მოლ­თან“ მი­ვე­დით აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან, ვუ­თხა­რით, რომ და­ვეხ­მა­რე­ბო­დით. შევ­თან­ხმდით, რომ გზის მე­ო­რე მხა­რეს აპი­რებ­დნენ გა­დას­ვლას. პო­ლი­ცი­ამ და­ვუ­კე­ტეთ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა, რა დრო­საც ხალ­ხმა მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც გარ­კვე­ულ­მა პი­რებ­მა ხალ­ხი გა­ა­ჩე­რეს და გან­ზრახ გა­და­კე­ტეს სა­ვა­ლი გზა. შე­სა­ბა­მი­სად, და­ვი­წყეთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი იქ­ნენ პი­რე­ბი და სა­მარ­თლებ­რი­ვი ზო­მე­ბი მი­ვი­ღეთ“, - გა­ნა­ცხა­და ვაჟა სი­რა­ძემ.

გარ­და ამი­სა, სი­რა­ძემ ისა­უბ­რა „ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტ მაკა ჩიხ­ლა­ძე­სა და მის ოპე­რა­ტორ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ მი­ა­წო­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს ამ საქ­მე­ზე სამ­ხრე კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სი­რა­ძე პა­სუ­ხობს: „ნე­ბის­მი­ერ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით რაც უწყე­ბას სჭირ­დე­ბა, აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ“.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს სამ­ხრე კა­მე­რა, რო­დე­საც თვი­თონ ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ“.

„გა­და­კეტვის და მოძ­რა­ო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით იმ პე­რი­ოდ­ში გარ­კვე­უ­ლი ეკი­პა­ჟე­ბი იდ­გნენ. თუ რო­მე­ლი­მე ეკი­პა­ჟი რა­ი­მე ძა­ლა­დო­ბის ან და­ნა­შა­უ­ლის ფაქტს შე­ეს­წრო, გან­მარ­ტე­ბას გა­ა­კე­თებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ბი­ჭე­ბი იკი­თხე­ბი­ან. მე არ ვი­ძი­ებ, ვინც იძი­ებს, გა­მო­ი­ძი­ებს ბო­ლომ­დე. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, არა­ვის მოს­წონს ძა­ლა­დო­ბა, თუ ასე­თი ფაქ­ტი მოხ­და, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი, რო­მე­ლიც იდგა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­კი­თხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვაჟა სი­რა­ძემ.

ავტორი:

"დღეს ჩვენ, პოლიცია მივედით ხალხთან - გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით პირი პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება" - ვაჟა სირაძე

"დღეს ჩვენ, პოლიცია მივედით ხალხთან - გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით პირი პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება" - ვაჟა სირაძე

შეკრებისა და მანიფესტაციის წესი კანონით არის დარეგულირებული და ამ პერიოდში გზის გადაკეტვის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები არსებობს. დღეს ჩვენ, პოლიცია მივედით ხალხთან - გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით პირი პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება, ყველა შემთხვევაში გვაქვს წარმოდგენილი კადრი,- ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად „ტვ პირველს“ თავისუფლების მოედანზე განუცხადა.

  • მისი თქმით, გზის გადაკეტვის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებები აქვთ წარმოდგენილი. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ არის საქმეები, სადაც კადრები არ არსებობს, ვაჟა სირაძემ ასეთის დასახელება ითხოვა, რაზეც ჟურნალისტმა რეპერ „ლექს-სენის“ საქმე დაუსახელა.

სირაძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე ვერაფერს იტყვის.

"კანონით არის დარეგულირებული აქცია, აქციის ჩატარების წესი, შეკრებისა და მანიფესტაციის წესი და ამ პერიოდში გზის გადაკეტვის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები. დღეს ჩვენ მივედით ხალხთან. ასევე, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ მივედით აქციის ორგანიზატორებთან, ვუთხარით, რომ დავეხმარებოდით. შევთანხმდით, რომ გზის მეორე მხარეს აპირებდნენ გადასვლას. პოლიციამ დავუკეტეთ საავტომობილო მოძრაობა, რა დროსაც ხალხმა მოძრაობა დაიწყო, რის შემდეგაც გარკვეულმა პირებმა ხალხი გააჩერეს და განზრახ გადაკეტეს სავალი გზა. შესაბამისად, დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, იდენტიფიცირებულები იქნენ პირები და სამართლებრივი ზომები მივიღეთ“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გარდა ამისა, სირაძემ ისაუბრა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით და კითხვაზე, რატომ არ მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ საქმეზე სამხრე კამერების ჩანაწერები, სირაძე პასუხობს: „ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით რაც უწყებას სჭირდება, აქტიურად ვთანამშრომლობთ“.

მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიყენოს სამხრე კამერა, როდესაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ“.

„გადაკეტვის და მოძრაობის რეგულირების მიზნით იმ პერიოდში გარკვეული ეკიპაჟები იდგნენ. თუ რომელიმე ეკიპაჟი რაიმე ძალადობის ან დანაშაულის ფაქტს შეესწრო, განმარტებას გააკეთებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მიმდინარეობს გამოძიება და ბიჭები იკითხებიან. მე არ ვიძიებ, ვინც იძიებს, გამოიძიებს ბოლომდე. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, არავის მოსწონს ძალადობა, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაწყებულია და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომელიც იდგა, აუცილებლად დაიკითხება“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.