შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ 4 პირი დააკავა.
მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ხელწერილითაა გათავისუფლებული „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.