სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საუკეთესო ვარიანტი იქნება გახარიას პარტიასაც, “ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც შეუწყდეს მანდატები“ - ირაკლი კობახიძე
“საუკეთესო ვარიანტი იქნება გახარიას პარტიასაც, “ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც შეუწყდეს მანდატები“ - ირაკლი კობახიძე

“ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის, რომ ამ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­საც [“გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“], “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამ ბოლო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში შე­უ­წყდეს მან­და­ტე­ბი - არ­ცერ­თი უცხო­ე­ლი აგენ­ტის ად­გი­ლი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში“,- ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა კი­თხვას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის გაწ­ვე­ვა­ზე გა­ნა­ცხა­დი ამ დრომ­დე გა­უ­კე­თე­ბია.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძე გან­მარ­ტავს, რა ვა­რი­ან­ტე­ბი არ­სე­ბობს, რომ გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის წევ­რებს სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდეთ.

“რა თქმა უნდა, მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ ჰქონ­და, რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას, არც მისი ად­გი­ლი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. ზო­გა­დად, არ­ცერ­თი უცხო­ე­ლი აგენ­ტის ად­გი­ლი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, უნდა იყ­ვნენ ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლი მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. ორი თე­ო­რი­უ­ლი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ მა­თაც შე­უ­წყდეთ მან­და­ტე­ბი, რაც მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. პირ­ვე­ლი: თუ გა­აც­დე­ნენ ამ სე­სი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სხდო­მებს და მე­ო­რე: თუ გან­ცხა­დე­ბას და­წე­რენ. ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის, რომ ამ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­საც - “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამ ბოლო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, შე­უ­წყდეს მან­და­ტე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძის თქმით, “მთე­ლი ოპო­ზი­ცია უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია“.

“ყვე­ლა მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ მათ თვი­თონ ჩა­ი­ყე­ნეს სა­კუ­თა­რი თავი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ჩვენც და­ვეხ­მა­რეთ. ჩვე­ნი წვლი­ლი­ცაა ამ ყვე­ლა­ფერ­ში. მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, “დიფ სთე­ით­მა“ თა­ვი­სი ხე­ლით გა­ა­ნად­გუ­რა რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია. “დიფ სთე­ი­თის“ სურ­ვი­ლი იყო კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ა­ნად­გუ­რა რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა შიდა კინ­კლა­ო­ბას, რაც რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ა­შია, ეს მათი სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას, მათ აქვთ “ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“ ერ­თად შექ­მნი­ლი კო­ა­ლი­ცია დღემ­დე, ოთხ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ასეთ დროს, მათი სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი ბა­ნე­რე­ბი არა­ვი­თა­რი ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი არაა. სა­ინ­ტე­რე­სო ესაა, რომ რო­გორც კი მცი­რე ბუ­ლინ­გი წა­მო­ვი­და “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ სხვა გან­შტო­ე­ბე­ბის მხრი­დან, მა­შინ­ვე და­ი­ხი­ეს უკან. რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ ისი­ნი არი­ან ერ­თი­ა­ნი, კო­ლექ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რა­საც კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ ჰქვია. მხო­ლოდ პი­რო­ბი­თია მათ შო­რის სხვა­ო­ბა. რა თქმა უნდა, ერ­თმა­ნე­თის მი­მარ­თაც დი­დად სიმ­პა­თი­ებს არ გა­მო­ხა­ტა­ვენ, მაგ­რამ ეს პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­კი­თხია. პო­ლი­ტი­კუ­რად, ისი­ნი ერ­თი­ა­ნი ძა­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი არი­ან ერთი მი­ზე­ზის გამო - მათ ჰყავთ სა­ერ­თო პატ­რო­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, მათ არ აქვთ არა­ვი­თა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ავტორი:

“საუკეთესო ვარიანტი იქნება გახარიას პარტიასაც, “ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც შეუწყდეს მანდატები“ - ირაკლი კობახიძე

“საუკეთესო ვარიანტი იქნება გახარიას პარტიასაც, “ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც შეუწყდეს მანდატები“ - ირაკლი კობახიძე

“ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პარტიასაც [“გახარია საქართველოსთვის“], “ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები - არცერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ გახარიას პარტიას საპარლამენტო მანდატების გაწვევაზე განაცხადი ამ დრომდე გაუკეთებია.

ამასთან, კობახიძე განმარტავს, რა ვარიანტები არსებობს, რომ გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ.

“რა თქმა უნდა, მანდატების შეწყვეტას ალტერნატივა არ ჰქონდა, რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. ზოგადად, არცერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში, უნდა იყვნენ ექსკლუზიურად წარმოდგენილი მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისთვის, რომ მათაც შეუწყდეთ მანდატები, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. პირველი: თუ გააცდენენ ამ სესიის განმავლობაში სხდომებს და მეორე: თუ განცხადებას დაწერენ. ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პარტიასაც - “ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში, შეუწყდეს მანდატები“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, “მთელი ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია“.

“ყველა მინდა შევახსენო, რომ მათ თვითონ ჩაიყენეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. ჩვენც დავეხმარეთ. ჩვენი წვლილიცაა ამ ყველაფერში. მაგრამ, პირველ რიგში, “დიფ სთეითმა“ თავისი ხელით გაანადგურა რადიკალური ოპოზიცია. “დიფ სთეითის“ სურვილი იყო კოლექტიური “ნაცმოძრაობა“ დაებრუნებინა ხელისუფლებაში, თუმცა სინამდვილეში საკუთარი ხელით გაანადგურა რადიკალურ ოპოზიცია. რაც შეეხება შიდა კინკლაობას, რაც რადიკალურ ოპოზიციაშია, ეს მათი სისუსტის გამოვლინებაა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათ აქვთ “ნაცმოძრაობასთან“ ერთად შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში. ასეთ დროს, მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არაა. საინტერესო ესაა, რომ როგორც კი მცირე ბულინგი წამოვიდა “ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მაშინვე დაიხიეს უკან. რატომ? - იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რასაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა“ ჰქვია. მხოლოდ პირობითია მათ შორის სხვაობა. რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართაც დიდად სიმპათიებს არ გამოხატავენ, მაგრამ ეს პერსონალური საკითხია. პოლიტიკურად, ისინი ერთიანი ძალის შემადგენელი ნაწილი არიან ერთი მიზეზის გამო - მათ ჰყავთ საერთო პატრონი, შესაბამისად, მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებლობის ხარისხი“,- განაცხადა კობახიძემ.