“ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია ყველა დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად, ასეა - ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება… “ცეცხლი ოლიგარქიას”, “რევოლუციამ არ შეგაშინოს, ძვირფასო მკითხველო”- ილია ჭავჭავაძე. მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა“,- ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილს.
მან სხდომაზე სიტყვით ისარგებლა, თუმცა სიტყვით გამოსვლა მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა არაერთხელ შეაწყვეტინა.
“სანამ აქ შემოვიდოდი, წიგნი უნდა წამომეღო მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმი”. რატომღაც არ შემომატანინეს და თქვენი აზრით, რატომ არ შემომატანინეს?! ყველა წიგნის უკანა გვერდზე წერია განმარტება და ამ წიგნის უკანა გვერდზე განმარტებაშიც ნახსენებია სიტყვა “დიქტატორი”.
“ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია ყველა დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად, ასეა- ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება… “ცეცხლი ოლიგარქიას”, “რევოლუციამ არ შეგაშინოს, ძვირფასო მკითხველო” - ილია ჭავჭავაძე. მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა. ქართველი რუსს ყოველთვის სისხლის ბოლომდე… ყოველთვის ასე იქნება”,- განაცხადა რევაზ კიკნაძემ.
ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. მანამდე კი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, ბრალდებულს მოუწოდა, რომ საქმის გარემოებებზე ესაუბრა, ასევე, მიუთითა, რომ სასამართლოში იმყოფება და შესაბამისი ეტაპების დაცვა მოეთხოვება.
“შეწყვიტეთ, ბატონო რევაზ! არ გესმით? საქმის გარემოებებზე ისაუბრეთ!” - მიმართა ცაგარეიშვილმა ბრალდებულს.