პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველი საბოლოოდ გამარჯვებას - როცა ხალხი გამარჯვებას დააკანონებს, ყველა ინსტიტუცია თავის ადგილს დაუბრუნდება" - ბაჩო ქაჯაია
"ველი საბოლოოდ გამარჯვებას - როცა ხალხი გამარჯვებას დააკანონებს, ყველა ინსტიტუცია თავის ადგილს დაუბრუნდება" - ბაჩო ქაჯაია

მე ველი სა­ბო­ლო­ოდ გა­მარ­ჯვე­ბას, სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ესეც, რომ მა­უ­წყე­ბე­ლი და­უბ­რუნ­დეს ხალ­ხს, - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა ბაჩო ქა­ჯა­ი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

ქა­ჯა­ი­ას თქმით, რო­დე­საც ხალ­ხი გა­მარ­ჯვე­ბას და­ა­კა­ნო­ნებს, ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ცია თა­ვის ად­გილს და­უბ­რუნ­დე­ბა.

"თვი­თონ სი­ტყვა გვე­უბ­ნე­ბა, რა­ტომ უნდა ის­მო­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხმა. ეს მისი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მისი ფუნ­ქცი­აც ეს არის და მისი არ­სიც.

ყველ­გან უნდა ის­მო­დეს ხალ­ხის ხმა და გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­სა თუ სტრუქ­ტუ­რებ­ში, სა­დაც ეს მათი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა.

მე ველი სა­ბო­ლო­ოდ გა­მარ­ჯვე­ბას, სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ესეც, რომ მა­უ­წყე­ბე­ლი და­უბ­რუნ­დეს ხალ­ხს იმი­ტომ, რომ ჩვენ ვი­თხოვთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, ჩვენ ვი­თხოვთ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვას, ჩვენ ვი­თხოვთ და­მო­უ­კი­დე­ბელ, თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებს და ყვე­ლა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ამ ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წევთ და გა­მარ­ჯვე­ბას და­ვა­კა­ნო­ნებთ, შემ­დგომ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას და­ლაგ­დე­ბა.

ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით იმი­ტომ, რომ რის­თვი­საც გვინ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ეს არის იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც არ და ვერ შე­ე­გუ­ე­ბა უსა­მარ­თლო­ბა­სა და უკა­ნო­ნო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ბაჩო ქა­ჯა­ი­ამ.

ავტორი:

"ველი საბოლოოდ გამარჯვებას - როცა ხალხი გამარჯვებას დააკანონებს, ყველა ინსტიტუცია თავის ადგილს დაუბრუნდება" - ბაჩო ქაჯაია

"ველი საბოლოოდ გამარჯვებას - როცა ხალხი გამარჯვებას დააკანონებს, ყველა ინსტიტუცია თავის ადგილს დაუბრუნდება" - ბაჩო ქაჯაია

მე ველი საბოლოოდ გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებაში იგულისხმება ესეც, რომ მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს, - ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

ქაჯაიას თქმით, როდესაც ხალხი გამარჯვებას დააკანონებს, ყველა ინსტიტუცია თავის ადგილს დაუბრუნდება.

"თვითონ სიტყვა გვეუბნება, რატომ უნდა ისმოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა. ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, მისი ფუნქციაც ეს არის და მისი არსიც.

ყველგან უნდა ისმოდეს ხალხის ხმა და განსაკუთრებით, იმ ინსტიტუციებსა თუ სტრუქტურებში, სადაც ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა.

მე ველი საბოლოოდ გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებაში იგულისხმება ესეც, რომ მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ჩვენ ვითხოვთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებელ, თავისუფალ არჩევნებს და ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებას, შესაბამისად, როდესაც ამ ყველაფერს მივაღწევთ და გამარჯვებას დავაკანონებთ, შემდგომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.

ჩვენ არ გავჩერდებით იმიტომ, რომ რისთვისაც გვინდა თავისუფლება, ეს არის იმ საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც არ და ვერ შეეგუება უსამართლობასა და უკანონობას“, - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.