მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დატოვება სურს - "6 თვე ვცდილობდი მის გადარწმუნებას... ეს იყო მეხის გასროლა მოწმენდილ ცაზე"
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დატოვება სურს - "6 თვე ვცდილობდი მის გადარწმუნებას... ეს იყო მეხის გასროლა მოწმენდილ ცაზე"

"ნა­პო­ლის“ მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ან­ტო­ნიო კონ­ტემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას კლუ­ბის და­ტო­ვე­ბა სურს.

"ვი­თა­რე­ბა "კვა­რას­თან" და­კავ­ში­რე­ბით ასე­თია – ჩვენ ვსა­უბ­რობთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­თა­მა­შე­ზე. გა­სულ ზა­ფხულს პრე­ზი­დენტს ვთხო­ვე, ზუს­ტად მცოდ­ნო­და, ვინ რჩე­ბო­და გუნდში. მო­ვი­თხო­ვე რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლის და­ტო­ვე­ბა, რო­მელ­თა შო­რის, რა თქმა უნდა, კვა­რა­ცხე­ლი­აც იყო.

  • ხვი­ჩამ ჯერ კი­დევ გა­სულ ზა­ფხულს ითხო­ვა გა­ყიდ­ვა და ახ­ლაც იგი­ვე სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. მე მას პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე, მა­ნაც და­მი­დას­ტუ­რა – წას­ვლა სურს. ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ. კვა­რას არ სურს კონ­ტრაქ­ტის გა­ნახ­ლე­ბა. იქ­ნებ არც მე ვი­ყა­ვი საკ­მა­რი­სად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, რათა მხა­რე­ე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ჯაჭ­ვე­ბით ვერ და­ვა­კა­ვებ მათ, ვი­საც დარ­ჩე­ნა არ უნდა.

6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი მის გა­დარ­წმუ­ნე­ბას და ახლა მივ­ხვდი, რომ ეს იყო მე­ხის გას­რო­ლა მოწ­მენ­დილ ცაზე. ხვი­ჩა „ვე­რო­ნას­თან“ ვერ ითა­მა­შებს. აშ­კა­რაა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­თა­მა­შეს ვკარ­გავთ.

ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში. ახლა ყვე­ლა­ფე­რი კლუ­ბი­სა და ფეხ­ბურ­თე­ლის გა­რე­მოც­ვის გა­და­სა­წყვე­ტია. კვა­რას ჯაჭ­ვით ვერ შე­ვა­ჩე­რებ. დარ­ჩე­ნას არა­ვის ვა­ი­ძუ­ლებ. ეს არის ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც კლუბ­მა და ფეხ­ბურ­თე­ლის გა­რე­მოც­ვამ უნდა მო­აგ­ვა­რონ. მე კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება და­ვუ­ტო­ვე“, – გა­ნა­ცხა­და კონ­ტემ.

ცნო­ბის­თვის, 23 წლის კვა­რა­ცხე­ლია "ნა­პო­ლის" 2022 წელს შე­უ­ერ­თდა. ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს ლი­ვერ­პულ­სა და პარი სენ ჟერ­მენ­ში გა­დას­ვლას უკავ­ში­რე­ბენ.

ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დატოვება სურს - "6 თვე ვცდილობდი მის გადარწმუნებას... ეს იყო მეხის გასროლა მოწმენდილ ცაზე"

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დატოვება სურს - "6 თვე ვცდილობდი მის გადარწმუნებას... ეს იყო მეხის გასროლა მოწმენდილ ცაზე"

"ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის დატოვება სურს.

"ვითარება "კვარასთან" დაკავშირებით ასეთია – ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეზე. გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვთხოვე, ზუსტად მცოდნოდა, ვინ რჩებოდა გუნდში. მოვითხოვე რამდენიმე ფეხბურთელის დატოვება, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაც იყო.

  • ხვიჩამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ითხოვა გაყიდვა და ახლაც იგივე სურვილი გამოთქვა. მე მას პირადად ვესაუბრე, მანაც დამიდასტურა – წასვლა სურს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. კვარას არ სურს კონტრაქტის განახლება. იქნებ არც მე ვიყავი საკმარისად დამაჯერებელი, რათა მხარეების შეთანხმებაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჯაჭვებით ვერ დავაკავებ მათ, ვისაც დარჩენა არ უნდა.

6 თვის განმავლობაში ვცდილობდი მის გადარწმუნებას და ახლა მივხვდი, რომ ეს იყო მეხის გასროლა მოწმენდილ ცაზე. ხვიჩა „ვერონასთან“ ვერ ითამაშებს. აშკარაა, რომ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეს ვკარგავთ.

ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში. ახლა ყველაფერი კლუბისა და ფეხბურთელის გარემოცვის გადასაწყვეტია. კვარას ჯაჭვით ვერ შევაჩერებ. დარჩენას არავის ვაიძულებ. ეს არის ვითარება, რომელიც კლუბმა და ფეხბურთელის გარემოცვამ უნდა მოაგვარონ. მე კვარაცხელიას თავისუფალი ნება დავუტოვე“, – განაცხადა კონტემ.

ცნობისთვის, 23 წლის კვარაცხელია "ნაპოლის" 2022 წელს შეუერთდა. ქართველ ფეხბურთელს ლივერპულსა და პარი სენ ჟერმენში გადასვლას უკავშირებენ.