პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია ორი პირის ვინაობა, რომლებიც მესტიაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დააკავეს - რას ამბობს ადვოკატი
ცნობილია ორი პირის ვინაობა, რომლებიც მესტიაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დააკავეს - რას ამბობს ადვოკატი

მეს­ტი­ა­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის, ვიქ­ტორ სო­ლო­ვი­ო­ვის მკვლე­ლო­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი - ბეჟან ჭკა­დუა და რე­ვაზ პა­კე­ლი­ა­ნი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კატ­მა ლაშა ხოშ­ტა­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ბეჟან ჭკა­დუა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს, რაც შე­ე­ხე­ბა რე­ვაზ პა­კე­ლი­ანს, მას გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი აქვს, სა­დაც გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, თუმ­ცა, არც ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს.

ად­ვო­კა­ტის თქმით, საქ­მის გარ­შე­მო არა­ერ­თი კი­თხვაა. ხოშ­ტა­რია და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი უარ­ყო­ფენ ბრალ­დე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს - ვიქ­ტორ სო­ლო­ვი­ოვ­სა და მის მე­გო­ბარ ქალს თავს ყა­ჩა­ღო­ბის, კერ­ძოდ, კი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვის მიზ­ნით და­ესხნენ.

ად­ვო­კა­ტი ადას­ტუ­რებს საქ­მე­ში ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ ვერ­სი­ა­საც. ხოშ­ტა­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ.

"ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვთ, სა­სა­მარ­თლო დღეს, 15:30 სა­ათ­ზე, ზუგ­დიდ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ბრა­ლი მკვლე­ლო­ბის, ყა­ჩა­ღო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ ტა­რე­ბის მუხ­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნეს, მოკ­ლედ, მუხ­ლე­ბი არ დარ­ჩე­ნი­ლა, რაც არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ჭკა­დუა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს, ბრალს არც მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი აღი­ა­რებს.

[საქ­მეს­თან] კავ­ში­რი გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, ეს დგინ­დე­ბა, მაგ­რამ ბევ­რი კი­თხვაა, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გამო, დღეს არა­ვის აყა­ჩა­ღე­ბენ, ბრალ­დე­ბა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, თით­ქოს, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გამო მოხ­და და­ყა­ჩა­ღე­ბა, ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვაა, ვფიქ­რობ, სა­სა­მარ­თლო­ში ბევ­რი რამე შე­იც­ვლე­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სუ­რა­თი დად­გე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჭკა­დუ­ას, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის - ქალ­ბა­ტო­ნის ჩვე­ნე­ბი­თაც დგინ­დე­ბა, რომ ია­რა­ღის გას­რო­ლის მო­მენ­ტში, ჭკა­დუა იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არც იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბა მოხ­და.

რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, მათ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­თან კავ­ში­რი სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნი­ათ, მო­ბი­ლუ­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა, ვინც ცო­ცხა­ლია, მან გა­აქ­რო და აბ­რა­ლებს ბრალ­დე­ბუ­ლებს, თით­ქოს, მათ წა­არ­თვეს, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში რა ინ­ფორ­მა­ცია იმა­ლე­ბა, ეს გა­ირ­კვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ას, თით­ქოს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ, შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს თუ არა, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ეს „ვერ­სია საქ­მე­ში არის“.

„ჭკა­დუა სა­ერ­თოდ არ სა­უბ­რობს, დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა იყე­ნებს, მე­ო­რე ამ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ქსე­ლურ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ეწე­ოდ­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

კი­თხვა­ზე, ამის გამო და­ი­წყო თუ არა კონ­ფლიქ­ტი, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს კონ­ფლიქ­ტი არ და­უ­წყი­ათ.

„კონ­ფლიქ­ტი ჩვენ არ დაგ­ვი­წყი­აო, თვი­თონ ვიქ­ტორ სო­ლო­ვი­ოვ­მა და­ი­წყოო. დე­ტა­ლე­ბის­გან სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, პო­ზი­ცი­ე­ბი შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი მაქვს. მი­თუ­მე­ტეს, ჭკა­დუა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს“, - აცხა­დებს ხოშ­ტა­რია.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა 5 იან­ვარს, მეს­ტი­ა­ში მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - რე­ვაზ პა­კე­ლი­ა­ნი და ბეჟან ჭკა­დუა ზუგ­დი­დი­დან მეს­ტი­ა­ში მი­მა­ვალ უცხო ქვეყ­ნის ორ მო­ქა­ლა­ქეს ყა­ჩა­ღუ­რად თავს და­ესხნენ და გას­ტა­ცეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით­ვე, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, ჯგუ­ფუ­რად ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს, ამის შემ­დეგ, და­ნი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მუ­ქა­რით მე­ო­რე და­ზა­რა­ლე­ბულს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი მოს­თხო­ვეს და გა­ი­ტა­ცეს მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნაკ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გა­უშ­ვეს, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დეს და მი­ი­მალ­ნენ.

რე­ვაზ პა­კე­ლი­ან­სა და ბეჟან ჭკა­დუ­ას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით (და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა), 179-ე მუხ­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად), 143-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ავტორი:

ცნობილია ორი პირის ვინაობა, რომლებიც მესტიაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დააკავეს - რას ამბობს ადვოკატი

ცნობილია ორი პირის ვინაობა, რომლებიც მესტიაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დააკავეს - რას ამბობს ადვოკატი

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებული - ბეჟან ჭკადუა და რევაზ პაკელიანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა ლაშა ხოშტარიამ განუცხადა.

  • როგორც ადვოკატი განმარტავს, ბეჟან ჭკადუა დუმილის უფლებით სარგებლობს, რაც შეეხება რევაზ პაკელიანს, მას გამოძიებისთვის ჩვენება მიცემული აქვს, სადაც გარკვეულ გარემოებებზე საუბრობს, თუმცა, არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ადვოკატის თქმით, საქმის გარშემო არაერთი კითხვაა. ხოშტარია და მისი დაცვის ქვეშ მყოფები უარყოფენ ბრალდების ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები დაზარალებულებს - ვიქტორ სოლოვიოვსა და მის მეგობარ ქალს თავს ყაჩაღობის, კერძოდ, კი, მობილური ტელეფონის წართმევის მიზნით დაესხნენ.

ადვოკატი ადასტურებს საქმეში ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებულ ვერსიასაც. ხოშტარიას განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, დაზარალებულები სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორები იყვნენ.

"ბრალი წარდგენილი აქვთ, სასამართლო დღეს, 15:30 საათზე, ზუგდიდში გაიმართება. ბრალი მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით წარუდგინეს, მოკლედ, მუხლები არ დარჩენილა, რაც არ წაუყენებიათ. ჭკადუა დუმილის უფლებით სარგებლობს, ბრალს არც მეორე ბრალდებული აღიარებს.

[საქმესთან] კავშირი გამორიცხული არ არის, ეს დგინდება, მაგრამ ბევრი კითხვაა, მობილური ტელეფონის გამო, დღეს არავის აყაჩაღებენ, ბრალდებაშია მითითებული, თითქოს, მობილური ტელეფონის გამო მოხდა დაყაჩაღება, ბევრი მნიშვნელოვანი კითხვაა, ვფიქრობ, სასამართლოში ბევრი რამე შეიცვლება და აბსოლუტურად სხვა სურათი დადგება. რაც შეეხება ჭკადუას, დაზარალებულის - ქალბატონის ჩვენებითაც დგინდება, რომ იარაღის გასროლის მომენტში, ჭკადუა იმ ტერიტორიაზე არც იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა.

როგორც ბრალდებულები განმარტავენ, მათ მობილურ ტელეფონებთან კავშირი საერთოდ არ ჰქონიათ, მობილური სავარაუდოდ, დაზარალებულმა, ვინც ცოცხალია, მან გააქრო და აბრალებს ბრალდებულებს, თითქოს, მათ წაართვეს, მობილურ ტელეფონში რა ინფორმაცია იმალება, ეს გაირკვევა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, თითქოს, დაზარალებული და მოკლული ახალგაზრდა ნარკორეალიზატორები იყვნენ, შეესაბამება სიმართლეს თუ არა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს „ვერსია საქმეში არის“.

„ჭკადუა საერთოდ არ საუბრობს, დუმილის უფლება იყენებს, მეორე ამ ვერსიაზე საუბრობს. სავარაუდოდ, ნარკოტიკების ქსელურ რეალიზაციას ეწეოდნენ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

კითხვაზე, ამის გამო დაიწყო თუ არა კონფლიქტი, ადვოკატი პასუხობს, რომ ბრალდებულებს კონფლიქტი არ დაუწყიათ.

„კონფლიქტი ჩვენ არ დაგვიწყიაო, თვითონ ვიქტორ სოლოვიოვმა დაიწყოო. დეტალებისგან საუბრისგან თავს შევიკავებ, პოზიციები შესათანხმებელი მაქვს. მითუმეტეს, ჭკადუა დუმილის უფლებას იყენებს“, - აცხადებს ხოშტარია.

ცნობისთვის, შემთხვევა 5 იანვარს, მესტიაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები - რევაზ პაკელიანი და ბეჟან ჭკადუა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. პროკურატურის ცნობითვე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

რევაზ პაკელიანსა და ბეჟან ჭკადუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.