პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ზეთზე და ცხიმზე 3%-ით - “საქსტატი“ მონაცემებს აქვეყნებს
დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ზეთზე და ცხიმზე 3%-ით - “საქსტატი“ მონაცემებს აქვეყნებს

დე­კემ­ბერ­ში, ნო­ემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით, ბოსტნე­ულ­ზე და ბა­ღჩე­ულ­ზე ფა­სე­ბი 5.3%-ით გა­ი­ზარ­და, ხოლო ზეთ­ზე და ცხიმ­ზე 3%-ით. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა რძის, ყვე­ლი­სა და კვერ­ცხის ფა­სებს, მისი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დე­კემ­ბერ­ში, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, 2.4%-ითაა მო­მა­ტე­ბუ­ლი.

“2024 წლის დე­კემ­ბერ­ში, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, ინფლა­ცი­ის დო­ნემ სა­ქარ­თვე­ლო­ში 0.7 პრო­ცენ­ტი, ხოლო წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 1.9 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ას, აღ­ნიშ­ნულ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში, გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 2.3 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო თამ­ბა­ქოს გა­რე­შე წლი­უ­რი სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ასე­ვე, 2.3 პრო­ცენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა.

  • ყო­ველ­თვი­უ­რი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე:

სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 1.3 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე 0.46 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი (5.3 პრო­ცენ­ტი), ზეთი და ცხი­მი (3.0 პრო­ცენ­ტი), რძე, ყვე­ლი და კვერ­ცხი (2.4 პრო­ცენ­ტი), ყავა, ჩაი და კა­კაო (1.0 პრო­ცენ­ტი), ხორ­ცი და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი (0.6 პრო­ცენ­ტი), თევ­ზე­უ­ლი (0.5 პრო­ცენ­ტი). ამას­თან, ფა­სე­ბი შემ­ცირ­და შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ხილი და ყუ­რძე­ნი (-1.0 პრო­ცენ­ტი), მი­ნე­რა­ლუ­რი და წყა­როს წყა­ლი, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი (-0.5 პრო­ცენ­ტი);

ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია 1.4 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე 0.14 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი, ძი­რი­თა­დად, გა­ი­ზარ­და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის, აპა­რა­ტუ­რის და მო­წყო­ბი­ლო­ბის (2.2 პრო­ცენ­ტი) ქვეჯ­გუფ­ზე;

ტრან­სპორ­ტი: მო­ცე­მულ პე­რი­ოდ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 0.5 პრო­ცენ­ტით. შე­სა­ბა­მი­სად, ჯგუ­ფის წვლილ­მა თვის ინფლა­ცი­ა­ში 0.06 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი შე­ად­გი­ნა. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (1.2 პრო­ცენ­ტი), სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა­ზე (1.2 პრო­ცენ­ტი) და პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე (0.2 პრო­ცენ­ტი);

ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი შემ­ცირ­და 1.8 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე -0.07 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია რო­გორც ფეხ­საც­მლის (-3.7 პრო­ცენ­ტი), ისე ტან­საც­მლის (-1.1 პრო­ცენ­ტი) ქვეჯ­გუ­ფებ­ზე“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ზეთზე და ცხიმზე 3%-ით - “საქსტატი“ მონაცემებს აქვეყნებს

დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ზეთზე და ცხიმზე 3%-ით - “საქსტატი“ მონაცემებს აქვეყნებს

დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ხოლო ზეთზე და ცხიმზე 3%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება რძის, ყველისა და კვერცხის ფასებს, მისი მაჩვენებელი დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 2.4%-ითაა მომატებული.

“2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, ასევე, 2.3 პროცენტით განისაზღვრა.

  • ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6 პროცენტი), თევზეული (0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-1.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (2.2 პროცენტი) ქვეჯგუფზე;

ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.2 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.