პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაბულინგებთ ყველაფერზე: დაუწერელ სტატუსზე, დაწერილ სტატუსზე... თქვენ რას აკეთებთ თქვენი კოლეგების უსაფრთხოების დასაცავად?" - "იმედის დღის" წამყვანების მიმართვა
"გვაბულინგებთ ყველაფერზე: დაუწერელ სტატუსზე, დაწერილ სტატუსზე... თქვენ რას აკეთებთ თქვენი კოლეგების უსაფრთხოების დასაცავად?" - "იმედის დღის" წამყვანების მიმართვა

ბოლო დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი მა­სა­ლა გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩვენს პლატ­ფორ­მა­ზე, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის წამ­ყვა­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე გიყ­ვე­ბო­დით. მა­სი­უ­რი ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტე­ბი მა­ინც ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ წამ­ყვა­ნე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან. მათ ხში­რად მო­უ­წო­დე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ ტე­ლე­ვი­ზია და­ტო­ვონ და სა­ჯა­როდ გა­ე­მიჯ­ნონ არ­ხის პო­ლი­ტი­კას.

  • გა­და­ცე­მის "იმე­დის დღე" დღე­ვან­დელ ეთე­რი წამ­ყვა­ნებ­მა სწო­რედ ამ თე­მას მი­უ­ძღვნეს. ეთერ­ში გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით – „ბუ­ლინ­გი „იმე­დის“ სა­ხე­ებ­ზე“, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ ბუ­ლინგზე სა­უბ­რო­ბენ, რო­მელ­საც, მათი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხრი­დან გა­ნიც­დი­ან.

სი­უ­ჟე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, „იმე­დის დღის“ წამ­ყვა­ნებ­მა ბუ­ლინ­გის თე­მას ისა­უბ­რეს იმ კო­ლე­გებს მი­მარ­თეს, რომ­ლე­ბიც მათ მი­მართ კრი­ტი­კას არ იშუ­რე­ბენ.

ნუცა ქავ­თა­რა­ძე:

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თხელ მაქვს ეს ის­ტო­რი­ე­ბი მოს­მე­ნი­ლი და სა­კუ­თარ თავ­ზე გან­ვლი­ლი. ამ რე­პორ­ტაჟს უე­მო­ცი­ოდ ვერ ვუ­ყუ­რე. ვერ შე­ვეჩ­ვიე ამ ამ­ბე­ბის მოს­მე­ნას, იმ კო­მენ­ტა­რე­ბის წა­კი­თხვას რა­საც ყო­ველ­დღე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვხვდე­ბით. ერთი კი­თხვა მაქვს და მინ­და მივ­მარ­თო სხვა არ­ხებ­ზე და­საქ­მე­ბულ ჩემს კო­ლე­გებს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­საც ჯერ კი­დევ პა­ტივს ვცემ და რო­მელ­თა იმე­დიც მაქვს – ასეთ დროს, რო­დე­საც უყუ­რებთ, ქუ­ჩა­ში რას უშ­ვრე­ბი­ან ჩვენს კო­ლე­გებს, თქვენს კო­ლე­გებს "იმე­დის“ ტე­ლე­არ­ხი­დან, რას აკე­თებთ? რო­მელ­მა ერ­თმა დაგ­მეთ რო­მე­ლი­მე საქ­ცი­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და თქვე­ნი­ვე კო­ლე­გე­ბის ? მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს.

რო­დე­საც არ წყდე­ბა ბუ­ლინ­გი არც ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით, გვა­ბუ­ლინ­გებთ ყვე­ლა­ფერ­ზე: და­უ­წე­რელ სტა­ტუს­ზე, და­წე­რილ სტა­ტუს­ზე, არ ვიცი, გა­მოთ­ქმულ გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რზე, თქვენ რას აკე­თებთ თქვე­ნი კო­ლე­გე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად და იმის და­სა­ცა­ვად, რომ მათ თქვენ­სა­ვით, რო­გორც ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ყო­ველ­თვის, რომ თქვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა იყოს და­ცუ­ლი, საქ­მე­ე­ბი უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში უნდა იმუ­შა­ოთ, აი ამ დროს, თქვენ რას აკე­თებთ?… მეტს ვე­რა­ფერს ვერ ვი­ტყვი, იმი­ტომ, რომ უე­მო­ცი­ოდ ამ ყვე­ლა­ფერს ვე­რა­სო­დეს ვერ ვის­მენ ბო­დი­ში.

მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე:

- მე მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ ეს შე­კი­თხვა ღიად დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ამა­ზე პა­სუ­ხი მოგ­ვეს­მი­ნა. მე, პი­რა­დად, მოწ­მე ვარ იმი­სა, რომ ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სა და რე­ა­ლო­ბას შო­რის. მე ხში­რად დავ­დი­ვარ გა­და­ღე­ბებ­ზე, რე­გი­ო­ნებ­ში, სოფ­ლებ­ში, სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრებ­ში. ბოლო 2 წლის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემ­თან მო­დი­ან და პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბი­ან: „ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­კა, ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ოთ, იქ რას გი­წე­რენ“. ამით ძა­ლი­ან ზუს­ტად ჩანს სუ­რა­თი, თუ რა არის რე­ა­ლუ­რად ხალ­ხი, რად­გან ხალ­ხის სა­ხე­ლით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი სა­უბ­რო­ბენ, ის სხვა რა­მეა. ხალ­ხი არის ის, ვინც ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლია, ვინც ქუ­ჩა­ში მხვდე­ბა, ხალ­ხი არის ჩვე­ნი რე­ი­ტინ­გი და ხალ­ხი არის მთე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს პი­რა­დად მე­უბ­ნე­ბა.

ვა­სი­კო ოდიშ­ვი­ლი:

- ე.წ. ბუ­ლინგს და­მუ­ნა­თე­ბას და­ვარ­ქმევ­დი. და­მუ­ნა­თე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფა ერ­თმა­ნეთ­ში არ აგე­რი­ოთ. ის რაც დღეს ხდე­ბა, რო­დე­საც უკვე გა­გი­ნე­ბენ, ეს ბუ­ლინ­გი არ არის, ეს შე­უ­რა­ცხყო­ფაა, მეტ­საც გე­ტყვით, ეგ ცუდი საქ­მეა და მა­გას პა­სუ­ხიც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს… ეს ისე...

ვინც მარ­თუ­ლია, ვინც რა­ღა­ცას აყო­ლი­ლია და ვინც ამას შეგ­ნე­ბუ­ლად, ან და­ვა­ლე­ბით აკე­თებს, ის ვე­რას­დროს გა­ი­აზ­რებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა, მერე, მიხ­ვდე­ბით რა აკე­თეთ, ვი­საც მიხ­ვედ­რა შე­გიძ­ლი­ათ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გე­წყი­ნე­ბათ და არ მო­გე­წო­ნე­ბათ სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლი.

მე მინ­და, რომ მი­ვუ­ტე­ვო ყვე­ლას, ვინც ამ საქ­მე­შია ჩარ­თუ­ლი ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, სულ ცოტა ხან­ში ყვე­ლა­ფერს გა­არ­კვევთ და მერ­წმუ­ნეთ, თქვენ თვი­თონ შეგრცხვე­ბათ.

ნუცა ქავ­თა­რა­ძე: მოვა დრო და ეს სი­ძულ­ვი­ლი სა­მარ­ცხვი­ნო გახ­დე­ბა, მე ამის იმე­დი მაქვს... ჩვე­ნი პა­სუ­ხი ყო­ველ­თვის ის­მის პირ­და­პი­რი ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­დე­საც მივ­მარ­თავთ ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს და ის რომ ძა­ლი­ან ბევ­რს უნდა ჩვე­ნი მოს­მე­ნა, ამას მოწ­მობს რე­ი­ტინ­გე­ბი, რა­საც ყო­ველ­დღე ვუ­ყუ­რებთ.

მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე: ჩვენ არაფ­რის არ გვრცხვე­ნია, უბ­რა­ლოდ არის რა­ღა­ცე­ბი, მო­რა­ლუ­რი ზღვა­რი და რა­ღა­ცე­ბი რა­საც არ ვკად­რუ­ლობთ და არ ვა­ბი­ჯებთ, თო­რემ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პა­სუ­ხი არ გაგ­ვაჩ­ნია. ჩვენ გვაქვს მა­ყუ­რებ­ლის და ნამ­დვი­ლი ხალ­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა.

ავტორი:

"გვაბულინგებთ ყველაფერზე: დაუწერელ სტატუსზე, დაწერილ სტატუსზე... თქვენ რას აკეთებთ თქვენი კოლეგების უსაფრთხოების დასაცავად?" - "იმედის დღის" წამყვანების მიმართვა

"გვაბულინგებთ ყველაფერზე: დაუწერელ სტატუსზე, დაწერილ სტატუსზე... თქვენ რას აკეთებთ თქვენი კოლეგების უსაფრთხოების დასაცავად?" - "იმედის დღის" წამყვანების მიმართვა

ბოლო დღეების მანძილზე არაერთი მასალა გამოქვეყნდა ჩვენს პლატფორმაზე, სადაც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, სხვადასხვა ტელევიზიების წამყვანებს შორის დაპირისპირებაზე გიყვებოდით. მასიური ბულინგის ობიექტები მაინც ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანები და ჟურნალისტები არიან. მათ ხშირად მოუწოდებენ სოციალურ ქსელში, რომ ტელევიზია დატოვონ და საჯაროდ გაემიჯნონ არხის პოლიტიკას.

  • გადაცემის "იმედის დღე" დღევანდელ ეთერი წამყვანებმა სწორედ ამ თემას მიუძღვნეს. ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით – „ბულინგი „იმედის“ სახეებზე“, სადაც აღნიშნული მედიასაშუალების თანამშრომლები იმ ბულინგზე საუბრობენ, რომელსაც, მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან განიცდიან.

სიუჟეტის დასრულების შემდეგ, „იმედის დღის“ წამყვანებმა ბულინგის თემას ისაუბრეს იმ კოლეგებს მიმართეს, რომლებიც მათ მიმართ კრიტიკას არ იშურებენ.

ნუცა ქავთარაძე:

- მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მაქვს ეს ისტორიები მოსმენილი და საკუთარ თავზე განვლილი. ამ რეპორტაჟს უემოციოდ ვერ ვუყურე. ვერ შევეჩვიე ამ ამბების მოსმენას, იმ კომენტარების წაკითხვას რასაც ყოველდღე სოციალურ ქსელში ვხვდებით. ერთი კითხვა მაქვს და მინდა მივმართო სხვა არხებზე დასაქმებულ ჩემს კოლეგებს, რომელთა უმრავლესობასაც ჯერ კიდევ პატივს ვცემ და რომელთა იმედიც მაქვს – ასეთ დროს, როდესაც უყურებთ, ქუჩაში რას უშვრებიან ჩვენს კოლეგებს, თქვენს კოლეგებს "იმედის“ ტელეარხიდან, რას აკეთებთ? რომელმა ერთმა დაგმეთ რომელიმე საქციელი მოქალაქეების და თქვენივე კოლეგების ? მართლა მაინტერესებს.

როდესაც არ წყდება ბულინგი არც ერთი მიმართულებით, გვაბულინგებთ ყველაფერზე: დაუწერელ სტატუსზე, დაწერილ სტატუსზე, არ ვიცი, გამოთქმულ განსხვავებულ აზრზე, თქვენ რას აკეთებთ თქვენი კოლეგების უსაფრთხოების დასაცავად და იმის დასაცავად, რომ მათ თქვენსავით, როგორც ჩვენ მოვუწოდებთ ყველას და ყველაფერს ყოველთვის, რომ თქვენი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, საქმეები უნდა იყოს გამოძიებული და უსაფრთხო გარემოში უნდა იმუშაოთ, აი ამ დროს, თქვენ რას აკეთებთ?… მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ უემოციოდ ამ ყველაფერს ვერასოდეს ვერ ვისმენ ბოდიში.

მარიკა ბაკურაძე:

- მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს შეკითხვა ღიად დარჩება, მაგრამ კარგი იქნება, რომ ამაზე პასუხი მოგვესმინა. მე, პირადად, მოწმე ვარ იმისა, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა სოციალურ ქსელსა და რეალობას შორის. მე ხშირად დავდივარ გადაღებებზე, რეგიონებში, სოფლებში, სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში. ბოლო 2 წლის და, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში, ადამიანები ჩემთან მოდიან და პირდაპირ მეუბნებიან: „ქალბატონო მარიკა, ყურადღება არ მიაქციოთ, იქ რას გიწერენ“. ამით ძალიან ზუსტად ჩანს სურათი, თუ რა არის რეალურად ხალხი, რადგან ხალხის სახელით სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფები საუბრობენ, ის სხვა რამეა. ხალხი არის ის, ვინც ჩვენი მაყურებელია, ვინც ქუჩაში მხვდება, ხალხი არის ჩვენი რეიტინგი და ხალხი არის მთელი ქვეყანა, რომელიც ამ ყველაფერს პირადად მეუბნება.

ვასიკო ოდიშვილი:

- ე.წ. ბულინგს დამუნათებას დავარქმევდი. დამუნათება და შეურაცხყოფა ერთმანეთში არ აგერიოთ. ის რაც დღეს ხდება, როდესაც უკვე გაგინებენ, ეს ბულინგი არ არის, ეს შეურაცხყოფაა, მეტსაც გეტყვით, ეგ ცუდი საქმეა და მაგას პასუხიც შეიძლება მოჰყვეს… ეს ისე...

ვინც მართულია, ვინც რაღაცას აყოლილია და ვინც ამას შეგნებულად, ან დავალებით აკეთებს, ის ვერასდროს გაიაზრებს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, მერე, მიხვდებით რა აკეთეთ, ვისაც მიხვედრა შეგიძლიათ და დარწმუნებული ვარ, რომ გეწყინებათ და არ მოგეწონებათ საკუთარი საქციელი.

მე მინდა, რომ მივუტევო ყველას, ვინც ამ საქმეშია ჩართული ნებსით თუ უნებლიედ, სულ ცოტა ხანში ყველაფერს გაარკვევთ და მერწმუნეთ, თქვენ თვითონ შეგრცხვებათ.

ნუცა ქავთარაძე: მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება, მე ამის იმედი მაქვს... ჩვენი პასუხი ყოველთვის ისმის პირდაპირი ეთერის საშუალებით, როდესაც მივმართავთ ჩვენს მაყურებელს და ის რომ ძალიან ბევრს უნდა ჩვენი მოსმენა, ამას მოწმობს რეიტინგები, რასაც ყოველდღე ვუყურებთ.

მარიკა ბაკურაძე: ჩვენ არაფრის არ გვრცხვენია, უბრალოდ არის რაღაცები, მორალური ზღვარი და რაღაცები რასაც არ ვკადრულობთ და არ ვაბიჯებთ, თორემ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხი არ გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს მაყურებლის და ნამდვილი ხალხის პატივისცემა.