პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასაფეთქებელი მოწყობილობა სკუტერში იყო მოთავსებული - რა დეტალები ხდება ცნობილი მოსკოვში მომხდარ აფეთქებაზე, რასაც რუსი გენერალი ემსხვერპლა
ასაფეთქებელი მოწყობილობა  სკუტერში იყო მოთავსებული - რა დეტალები ხდება ცნობილი მოსკოვში მომხდარ აფეთქებაზე, რასაც რუსი გენერალი ემსხვერპლა

რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გე­ნე­რა­ლი და მისი თა­ნა­შემ­წე მოს­კოვ­ში უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა მოკ­ლა. ამის შე­სა­ხებ წყა­რომ BBC-ს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი იუ­წყე­ბა, ბირ­თვუ­ლი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი და ქი­მი­უ­რი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი იგორ კი­რი­ლო­ვი სამ­შა­ბათს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა სკუ­ტერ­ში და­მა­ლუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა დის­ტან­ცი­უ­რად აა­ფეთ­ქეს.

წყა­როს თქმით, სკუ­ტე­რი, რო­მელ­ზეც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი მა­შინ აფეთ­ქდა, როცა კი­რი­ლო­ვი და მისი თა­ნა­შემ­წე რი­ა­ზანსკის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სახ­ლის შე­სას­ვლელ­ში შე­ვიდ­ნენ.

  • უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის (СБУ) წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კი­რი­ლო­ვი "ლე­გი­ტი­მუ­რი სა­მიზ­ნე იყო“ და დას­ძი­ნა, რომ ის ომის და­ნა­შა­უ­ლებს სჩა­დი­ო­და.

ორ­შა­ბათს, СБУ-მ კი­რი­ლოვს და­უს­წრებ­ლად წა­უ­ყე­ნა ბრალ­დე­ბა და Telegram-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ იგი "აკ­რძა­ლუ­ლი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის მა­სობ­რი­ვი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“.

"ჩი­ნოვ­ნი­კი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია რა­შის­ტე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ ფრონ­ტებ­ზე თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აკ­რძა­ლუ­ლი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის მა­სი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. კი­რი­ლო­ვის ბრძა­ნე­ბით, სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბი­დან მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მიერ ქი­მი­უ­რი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის 4,8 ათას­ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და“, - გა­ნა­ცხა­დეს უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბას გე­ნერ­ლის და­ღუპ­ვა­ზე ჯერ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი, დამ­წვა­რი კედ­ლე­ბი და ჩამ­სხვრე­უ­ლი ფან­ჯრე­ბი

ოქ­ტომ­ბერ­ში, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა კი­რი­ლოვს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა, რად­გან მათი გან­ცხა­დე­ბით, კი­რი­ლოვ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო და კრემ­ლის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გამ­ხმო­ვა­ნე­ბე­ლი“ იყო.

  • უკ­რა­ი­ნის СБУ-მ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­მა კი­რი­ლო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი 4 800-ზე მეტ­ჯერ გა­მო­ი­ყე­ნა.

წყა­რო

ავტორი:

ასაფეთქებელი მოწყობილობა სკუტერში იყო მოთავსებული - რა დეტალები ხდება ცნობილი მოსკოვში მომხდარ აფეთქებაზე, რასაც რუსი გენერალი ემსხვერპლა

ასაფეთქებელი მოწყობილობა  სკუტერში იყო მოთავსებული - რა დეტალები ხდება ცნობილი მოსკოვში მომხდარ აფეთქებაზე, რასაც რუსი გენერალი ემსხვერპლა

რუსეთის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი გენერალი და მისი თანაშემწე მოსკოვში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა. ამის შესახებ წყარომ BBC-ს განუცხადა.

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი სამშაბათს, დილის საათებში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ იმყოფებოდა, როცა სკუტერში დამალული მოწყობილობა დისტანციურად ააფეთქეს.

წყაროს თქმით, სკუტერი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო განთავსებული მაშინ აფეთქდა, როცა კირილოვი და მისი თანაშემწე რიაზანსკის გამზირზე მდებარე სახლის შესასვლელში შევიდნენ.

  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კირილოვი "ლეგიტიმური სამიზნე იყო“ და დასძინა, რომ ის ომის დანაშაულებს სჩადიოდა.

ორშაბათს, СБУ-მ კირილოვს დაუსწრებლად წაუყენა ბრალდება და Telegram-ზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ იგი "აკრძალული ქიმიური იარაღის მასობრივი რაოდენობით გამოყენებაზეა პასუხისმგებელი“.

"ჩინოვნიკი პასუხისმგებელია რაშისტების მიერ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე თავდაცვის ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის მასიურ გამოყენებაზე. კირილოვის ბრძანებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენების 4,8 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

უკრაინის მთავრობას გენერლის დაღუპვაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს დაზიანებული შენობის შესასვლელი, დამწვარი კედლები და ჩამსხვრეული ფანჯრები

ოქტომბერში, დიდმა ბრიტანეთმა კირილოვს სანქციები დაუწესა, რადგან მათი განცხადებით, კირილოვმა უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება უზრუნველყო და კრემლის დეზინფორმაციის "მნიშვნელოვანი გამხმოვანებელი“ იყო.

  • უკრაინის СБУ-მ განაცხადა, რომ რუსეთმა კირილოვის ხელმძღვანელობით, ქიმიური იარაღი 4 800-ზე მეტჯერ გამოიყენა.

წყარო