პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არ ჩავთვლით საშინელ სიტყვებს, "შვილი რომ მოუკვდებათ, მერე ჩემთან მოდიან", რაც გუშინ ვნახეთ, ურთიერთობის ეს ფორმა მიუღებელია ჩემთვის" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
"თუ არ ჩავთვლით საშინელ სიტყვებს, "შვილი რომ მოუკვდებათ, მერე ჩემთან მოდიან", რაც გუშინ ვნახეთ, ურთიერთობის ეს ფორმა მიუღებელია ჩემთვის" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ვა­კე­ში, მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მომ­ხდარ სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბას და წერს:

"თუ არ ჩავ­თვლით სა­ში­ნელ სი­ტყვებს, რო­მე­ლიც არ უნდა მოს­დგო­მო­და ენა­ზე "შვი­ლი რომ მო­უკ­ვდე­ბათ, მერე ჩემ­თან მო­დი­ან", (რაღა შვი­ლი შე კაია და­მი­ა­ნო? კი­დევ და­ზაფ­რა უნდა ხალ­ხს? შენ რომ მოკ­ვდე­ბი, მო­გას­ვე­ნე­ბენ ჩემ­თა­ნო, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაც კი უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და რომ ეთ­ქვა, ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი კი ის იქ­ნე­ბო­და, მო­სა­ნათ­ლად ან სა­ქორ­წი­ნოდ, ან გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ის პა­ნაშ­ვი­დის­თვის მოხ­ვა­ლო), ეკ­ლე­სი­ას­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეს სცე­ნა, რაც გუ­შინ ვნა­ხეთ, ურ­თი­ერ­თო­ბის ეს ფორ­მა მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან თა­ნა­ბა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ეკ­ლე­სი­ის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა არის ისე­თი­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სი, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის კრი­ტი­კა, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის კრი­ტი­კა და სხვა, მაგ­რამ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ერის კი­დევ უფრო გახ­ლე­ჩას, ერ­თმა­ნე­თის უნ­დობ­ლო­ბას იწ­ვევს და გულს სტკენს სხვას იმ­დე­ნად, რომ ელე­მენ­ტა­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ვე­ღარ ამ­ყა­რებ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, ის სა­ქარ­თვე­ლო არაა, რო­გორ­საც ვნატ­რობ.უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ სას­ტიკ ბრალ­და­დას­ტუ­რე­ბულ პა­ტი­მარ­საც არ უნდა მო­ექ­ცე, არა­თუ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შენს წარ­მოდ­გე­ნა­ში არ იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც შენ სი­ტყვა-სი­ტყვით მო­გერ­გე­ბო­და და მო­გე­წო­ნე­ბო­და.

სა­ერ­თო­დაც, სა­ნამ ვინ­მეს სა­ჯა­რო სა­სა­მარ­თლოს მო­უ­წყობ, და­ლა­პა­რა­კე­ბა უნდა სცა­დო, პი­რა­დად გაც­ნო­ბა, შენი ტკი­ვი­ლის და არ­გუ­მენ­ტე­ბის მას­თან მი­ტა­ნა. შე­საძ­ლოა ქა­და­გე­ბის ფრაგ­მენ­ტი არ მოგ­წონ­დეს, მაგ­რამ მთლი­ა­ნი არ­სით არ იყოს ვი­ღაც შენი "მტე­რი". იქ­ნებ შეხ­ვედ­რით, დი­ა­ლო­გით მეტი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა შედ­გეს, ვიდ­რე წი­ნას­წარ ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა და ხი­დე­ბის მსხვრე­ვა ისე­დაც ნამ­სხვრე­ვე­ბად ქცე­ულ ქვე­ყა­ნა­ში" - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

ნა­ხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"თუ არ ჩავთვლით საშინელ სიტყვებს, "შვილი რომ მოუკვდებათ, მერე ჩემთან მოდიან", რაც გუშინ ვნახეთ, ურთიერთობის ეს ფორმა მიუღებელია ჩემთვის" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

"თუ არ ჩავთვლით საშინელ სიტყვებს, "შვილი რომ მოუკვდებათ, მერე ჩემთან მოდიან", რაც გუშინ ვნახეთ, ურთიერთობის ეს ფორმა მიუღებელია ჩემთვის" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ვაკეში, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას და წერს:

"თუ არ ჩავთვლით საშინელ სიტყვებს, რომელიც არ უნდა მოსდგომოდა ენაზე "შვილი რომ მოუკვდებათ, მერე ჩემთან მოდიან", (რაღა შვილი შე კაია დამიანო? კიდევ დაზაფრა უნდა ხალხს? შენ რომ მოკვდები, მოგასვენებენ ჩემთანო, ეს საშინელებაც კი უკეთესი იქნებოდა რომ ეთქვა, ყველაზე უკეთესი კი ის იქნებოდა, მოსანათლად ან საქორწინოდ, ან გარდაცვლილი ბებიის პანაშვიდისთვის მოხვალო), ეკლესიასთან განვითარებული ეს სცენა, რაც გუშინ ვნახეთ, ურთიერთობის ეს ფორმა მიუღებელია ჩემთვის.

სასულიერო პირების სხვა მოქალაქეებთან თანაბარი სამართლებრივი დამოკიდებულება, ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის ჯანსაღი კრიტიკა არის ისეთივე აუცილებელი პროცესი, როგორც საგანმანათლებლო სისტემის კრიტიკა, ჯანდაცვის სისტემის კრიტიკა და სხვა, მაგრამ უპატივცემულო დამოკიდებულება, რაც ერის კიდევ უფრო გახლეჩას, ერთმანეთის უნდობლობას იწვევს და გულს სტკენს სხვას იმდენად, რომ ელემენტარულ ურთიერთობას ვეღარ ამყარებ ამ ადამიანებთან, ის საქართველო არაა, როგორსაც ვნატრობ.უპატივცემულოდ სასტიკ ბრალდადასტურებულ პატიმარსაც არ უნდა მოექცე, არათუ ადამიანს, რომელიც შენს წარმოდგენაში არ იქცევა ისე, როგორც შენ სიტყვა-სიტყვით მოგერგებოდა და მოგეწონებოდა.

საერთოდაც, სანამ ვინმეს საჯარო სასამართლოს მოუწყობ, დალაპარაკება უნდა სცადო, პირადად გაცნობა, შენი ტკივილის და არგუმენტების მასთან მიტანა. შესაძლოა ქადაგების ფრაგმენტი არ მოგწონდეს, მაგრამ მთლიანი არსით არ იყოს ვიღაც შენი "მტერი". იქნებ შეხვედრით, დიალოგით მეტი ურთიერთგაგება შედგეს, ვიდრე წინასწარ ბრალის წაყენება და ხიდების მსხვრევა ისედაც ნამსხვრევებად ქცეულ ქვეყანაში" - წერს ფანჯიკიძე.

ნახეთ ასევე: