პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიეტნამის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს სიკვდილით დასჯა ემუქრება - სკანდალური საქმის დეტალები
ვიეტნამის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს სიკვდილით დასჯა ემუქრება - სკანდალური საქმის დეტალები

ვი­ეტ­ნა­მის ერთ-ერ­თმა უმ­დიდ­რეს­მა ქალ­მა - ტრუ­ონგ მაი ლან­მა, რო­მე­ლიც თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო წა­ა­გო და სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ემუქ­რე­ბა. მას სას­ჯე­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია, თუ სა­ხელ­მწი­ფოს 9 მლრდ დო­ლარს გა­და­უხ­დის.


  • ვი­ეტ­ნა­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი პი­რე­ბი თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხის 75%-ს და­აბ­რუ­ნე­ბენ, სიკ­ვდი­ლით დას­ჯის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

68 წლის ტრუ­ონგ მაი ლანს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა აპ­რილ­ში მი­უ­სა­ჯეს.

სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მან 2011- 2022 წლებ­ში Saigon Commercial Bank-გან 304 ტრი­ლი­ო­ნი VND (და­ახ­ლო­ე­ბით 12,5 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი) სეს­ხე­ბის სა­ხით მი­ი­ღო. მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხა შე­ად­გენს ვი­ეტ­ნა­მის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის თით­ქმის 3%-ს 2022 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით. ამავდრო­უ­ლად, მისი ქმე­დე­ბე­ბის ჯა­მუ­რი ზა­რა­ლი 27 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.


მი­უ­ხე­და­ვად დაც­ვის მხა­რის არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა, სა­სა­მარ­თლომ მსჯავ­რდა­დე­ბულს სას­ჯე­ლი არ შე­უც­ვა­ლა. თუმ­ცა, მას ჯერ კი­დევ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პრე­ზი­დენტს შე­წყა­ლე­ბა მოს­თხო­ვოს.


ზუს­ტად რო­დის იგეგ­მე­ბა სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბა უც­ნო­ბია: ვი­ეტ­ნა­მი სიკ­ვდი­ლით დას­ჯას სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლოდ გა­ნი­ხი­ლავს და ამის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს არ აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც წესი, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მსჯავ­რის და­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ აღეს­რუ­ლე­ბა.


გარ­და ტრუ­ონგ მაი ლა­ნი­სა, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში კი­დევ 85 ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რის მისი ქმა­რი და დის­შვი­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნი დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი.


წყა­რო






ავტორი:

ვიეტნამის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს სიკვდილით დასჯა ემუქრება - სკანდალური საქმის დეტალები

ვიეტნამის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს სიკვდილით დასჯა ემუქრება - სკანდალური საქმის დეტალები

ვიეტნამის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქალმა - ტრუონგ მაი ლანმა, რომელიც თაღლითობის მუხლით გაასამართლეს, სააპელაციო სასამართლო წააგო და სიკვდილით დასჯა ემუქრება. მას სასჯელის თავიდან აცილება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ სახელმწიფოს 9 მლრდ დოლარს გადაუხდის.


  • ვიეტნამის კანონმდებლობით, თუ ეკონომიკური დანაშაულისთვის გასამართლებული პირები თაღლითური გზით მითვისებული თანხის 75%-ს დააბრუნებენ, სიკვდილით დასჯის თავიდან აცილება შეუძლიათ.

68 წლის ტრუონგ მაი ლანს სიკვდილით დასჯა აპრილში მიუსაჯეს.

სასამართლომ დაადგინა, რომ მან 2011- 2022 წლებში Saigon Commercial Bank-გან 304 ტრილიონი VND (დაახლოებით 12,5 მილიარდი აშშ დოლარი) სესხების სახით მიიღო. მითვისებული თანხა შეადგენს ვიეტნამის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 3%-ს 2022 წლის მონაცემებით. ამავდროულად, მისი ქმედებების ჯამური ზარალი 27 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.


მიუხედავად დაცვის მხარის არგუმენტებისა, სასამართლომ მსჯავრდადებულს სასჯელი არ შეუცვალა. თუმცა, მას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, პრეზიდენტს შეწყალება მოსთხოვოს.


ზუსტად როდის იგეგმება სასჯელის აღსრულება უცნობია: ვიეტნამი სიკვდილით დასჯას სახელმწიფო საიდუმლოდ განიხილავს და ამის შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს. როგორც წესი, სიკვდილით დასჯა მსჯავრის დადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღესრულება.


გარდა ტრუონგ მაი ლანისა, სისხლის სამართლის საქმეში კიდევ 85 ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის მისი ქმარი და დისშვილი. ყველა მათგანი დამნაშავედ იქნა ცნობილი.


წყარო