პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სული რომ გვიდგას და შიმშილით არ ამოვწყდით 90-იან წლებში, სომალის მასშტაბის შიმშილობა რომ არ დაიწყო და რუანდას არ დავემსგავსეთ, სწორედ აშშ-ის მხარდაჭერის დამსახურებაა" - ექსპერტი
"სული რომ გვიდგას და შიმშილით არ ამოვწყდით 90-იან წლებში, სომალის მასშტაბის შიმშილობა რომ არ დაიწყო და რუანდას არ დავემსგავსეთ, სწორედ აშშ-ის მხარდაჭერის დამსახურებაა" - ექსპერტი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბაა მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი 2028 წლამ­დე შე­ა­ჩე­როს. თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში პრო­ტეს­ტი არ წყდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის სას­ტი­კად დაშ­ლი­სა, მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბი გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რე­ბენ. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა, მათ შო­რის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­მა, დიპ­ლო­მა­ტებ­მა, ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­გა­რეო კურ­სის რუ­სე­თის­კენ სვლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნი­ეს და ემიჯ­ნე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას. პრო­ტეს­ტან­ტე­ბი და მათ­თან ერ­თად ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ.1-ლ დე­კემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვა­შინგტო­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­ჩერ­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­ა­ჩე­როს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პრო­ცე­სი, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასა­ხულ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მი­ცე­მულ და­პი­რე­ბას ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის მუ­შა­ო­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბით "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უარ­ყო ევ­რო­პას­თან უფრო ახლო კავ­ში­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო კრემ­ლის­თვის მო­წყვლა­დი გა­ხა­და. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს უჭერს ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გმობს პო­ლი­ცი­ის მიერ აქ­ცი­ებ­ზე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, დარ­ბე­ვას მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ, მათ შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ყვე­ლა მხა­რეს მო­ვუ­წო­დებთ, პრო­ტეს­ტი მშვი­დო­ბი­ა­ნი დარ­ჩეს."ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სხვა­დას­ხვა ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ქმე­დე­ბამ და­არ­ღვია ჩვე­ნი, აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ძი­რი­თა­დი საყ­რდე­ნე­ბი, რაც ეყ­რდნო­ბო­და სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვე­ბის ერ­თგუ­ლე­ბას. შე­დე­გად, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ეს მე­ქა­ნიზ­მი შე­ა­ჩე­რა. ჩვენ ვი­მე­ო­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სად­მი მო­წო­დე­ბას, და­უბ­რუნ­დეს თა­ვის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზას, გამჭვირ­ვა­ლედ გა­მო­ი­ძი­ოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ყვე­ლა დარ­ღვე­ვა და გა­იწ­ვი­ოს ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ზღუ­და­ვენ შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბებს", - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სწო­რედ ამ უმ­ძი­მე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აფა­სებს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე:

eqsperti, gobronidze

- 30 წე­ლი­წა­დია ვცდი­ლობთ ამე­რი­კე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, გვახ­სოვს, რო­გო­რი წვა­ლე­ბით მი­დი­ო­და ეს პრო­ცე­სი.

ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი შედ­გა და ეს ქვე­ყა­ნა სა­ხელ­მწი­ფოს და­ემ­სგავ­სა, ამე­რი­კე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სული რომ გვიდ­გას და შიმ­ში­ლით არ ამოვ­წყდით 90-იან წლებ­ში, სო­მა­ლის მას­შტა­ბის შიმ­ში­ლო­ბა რომ არ და­ი­წყო და რუ­ან­დას არ და­ვემ­სგავ­სეთ, სწო­რედ აშშ-ის მხარ­და­ჭე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" კი მო­ა­ხერ­ხა და უკი­დუ­რე­სად გა­ა­ფუ­ჭა ეს ურ­თი­ერ­თო­ბა, კი­თხვის ქვეშ და­ა­ყე­ნა ჩვე­ნი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა, არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, არა­ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სა­ჯა­რო უწყე­ბა ამ პარტნი­ო­რო­ბა­ზე იდგა და ა.შ.

ერ­თია პრო­ექ­ტე­ბი, რაც ჩან­და, მაგ­რამ სოფ­ლებ­ში წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის მო­წეს­რი­გე­ბით, თავ­დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბით, ყველ­გან ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ფული იყო... რო­მელ­მა ქვე­ყა­ნამ მოგ­ვცა ლე­ტა­ლუ­რი ია­რა­ღი, ნე­ტავ ამე­რი­კამ ხომ არა?!

კარ­გა ხა­ნია ვამ­ბობ, რომ რუ­სე­ბი გა­მა­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ის­თვის და უკვე აღ­წე­ვენ მი­ზანს. სა­ბო­ლო­ოდ ისე­თი აც­დე­ნი­ლი აღ­მოჩ­ნდა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შიდა თუ გარე პო­ლი­ტი­კა რე­ა­ლო­ბას, ჩვენ­გან­ვე და­გე­ბულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ხა­ფან­გში გა­ვე­ბით. ამათ ეგო­ნათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ვი­დო­დათ. წლე­ბია ვამ­ბობ, რომ პარტნი­ო­რებ­თან არას­წო­რად ვიქ­ცე­ვით. რო­დე­საც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს პირ­და­პირ ეთერ­ში ჰპირ­დე­ბი, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტი აშენ­დე­ბა ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ით და შემ­დეგ შე­მოგ­ყავს ჩი­ნე­ლე­ბი, სხვა რისი მო­ლო­დი­ნი უნდა გვქო­ნო­და?! ამით ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სებს გლო­ბა­ლუ­რად და­ვარ­ტყით. თუ ჩი­ნე­თი შეძ­ლებს მა­ლა­კის სრუ­ტის გვერ­დის ავ­ლას, რო­მელ­საც ამე­რი­კე­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, შეძ­ლებს მის­გან დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბას, ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპან­სი­ის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ისე­თი რამ, რა­საც დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში არა­ვის პა­ტი­ო­ბენ. ეს ეცო­დი­ნე­ბო­დათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ვი­ღა­ცას კი­სინ­ჯე­რი ან ბჟე­ზინ­სკი რომ ჰქონ­დეს წა­კი­თხუ­ლი, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის თე­ო­რი­ას იც­ნობ­დეს, ბის­მარ­კის მე­მუ­ა­რე­ბი თუ არა, რამე მა­ინც ჰქონ­დეს წა­კი­თხუ­ლი პო­ლი­ტი­კა­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზე. რაზე ვლა­პა­რა­კობ სა­ერ­თოდ, წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი პრე­ზი­დენ­ტის დას­მას გვი­პი­რე­ბენ, ამ მარ­თლა კა­ლი­გუ­ლას ცხე­ნის! - სა­ა­კაშ­ვი­ლი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ რა ზუს­ტად შე­ა­ფა­სა!

ეს არ არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სას­ჯე­ლი და არც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მი­ტინ­გებს უკავ­შირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ეს პრო­ცე­სე­ბი კულ­მი­ნა­ცი­ად იქცა. ეს იქი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს პირ­და­პირ ეთერ­ში პი­რო­ბა მი­ვე­ცით და ორ კვი­რა­ში "გა­და­ვაგ­დეთ". რო­დე­საც ღო­რე­ბი­ვით ვექ­ცე­ვით პარტნი­ო­რებს, ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ იმიჯს ანად­გუ­რებს. 30 წლის პარტნი­ო­რი მო­ვა­ტყუ­ეთ! ვის რაში სჭირ­დე­ბა ჩვენ­ნა­ი­რი არა­სან­დო პარტნი­ო­რი ამის შემ­დეგ! ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­კარ­გა ყო­ველ­გვა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნდო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის თაღ­ლი­თურ დაჯ­გუ­ფე­ბად გა­და­იქ­ცა.

აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად რამ­ხე­ლა ში­და­პო­ლი­ტი­კურ მსხვერ­პლს გა­ი­ღებს სა­ხელ­მწი­ფო. ერ­თია, რო­გორ ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი და ვინ მის­ცა ამათ ხმა, და მე­ო­რე, რო­გორ ექ­ცე­ვი­ან სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ი­მე­ტეს სას­ტი­კად ცე­მის­თვის, უსას­ტი­კე­სად დარ­ბე­ვე­ბის­თვის. ადა­მი­ა­ნებს კი არ ელა­პა­რა­კე­ბი­ან, ურტყა­მენ, ამ­ცი­რე­ბენ, სი­ტყვი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად შე­უ­რა­ცხყო­ფენ. ამათ რომ ჰკი­თხოთ, თურ­მე ზნე­ო­ბის დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან. ზნე­ო­ბა უპირ­ვე­ლე­სად სი­ტყვის­კა­ცო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და რო­დე­საც 30-წლი­ან პარტნი­ო­რო­ბას ფეხ­ზე იკი­დებ, რო­მელ ზნე­ო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი?! უზ­ნეო ხარ!

- ქვე­ყა­ნა­ში პრო­ტეს­ტი არ წყდე­ბა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს პრო­ცე­სე­ბი, რა ელის სა­ქარ­თვე­ლოს?

- ვფიქ­რობ, ჯერ ამე­რი­კე­ლე­ბის­გან უნდა მო­ვის­მი­ნოთ გან­მარ­ტე­ბა, სა­ერ­თოდ გა­წყვი­ტეს ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თუ კი­დევ გვი­ტო­ვე­ბენ ხი­დებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ გვა­ბო­ლებს, არი­ქა, ტრამ­პი მოვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ყვე­ლა­ფე­რი აღ­დგე­ბაო, ბლე­ფია. სწო­რედ ტრამ­პის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას და­ი­წყეს აშშ-ის გა­დაგ­დე­ბა. ჩემი შე­ფა­სე­ბით, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა უშ­ვე­ლის ამ საქ­მის უცებ გა­მოს­წო­რე­ბას. მათ მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კი არ გა­წყვი­ტეს ურ­თი­ერ­თო­ბა, გა­წყვი­ტეს პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­თან. შე­სა­ბა­მი­სად, მი­იჩ­ნი­ეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის ის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა. 30 წლის ნა­შე­ნე­ბი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა ერთ დღე­ში და­ინ­გრა. ის გვე­ლის, რომ ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა იზო­ლი­რე­ბუ­ლი. ახლა სა­ჭი­როა ამე­რი­კე­ლებ­მა მე­ტად კონ­კრე­ტუ­ლად გვი­თხრან, რას აპი­რე­ბენ. ვიქ­ნე­ბი ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტი და ვი­ტყვი, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, იქ­ნებ რა­ი­მე პო­ზი­ტი­უ­რად შე­იც­ვა­ლოს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და შო­რე­უ­ლი მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა გა­მოჩ­ნდეს. ისე შე­ი­ლა­ხა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, სირ­ცხვი­ლიც არის ამ სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­ად­გენ­დე. ამი­ტო­მაც არის, რომ ელ­ჩე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ტო­ვე­ბენ პოს­ტებს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

"სული რომ გვიდგას და შიმშილით არ ამოვწყდით 90-იან წლებში, სომალის მასშტაბის შიმშილობა რომ არ დაიწყო და რუანდას არ დავემსგავსეთ, სწორედ აშშ-ის მხარდაჭერის დამსახურებაა" - ექსპერტი

"სული რომ გვიდგას და შიმშილით არ ამოვწყდით 90-იან წლებში, სომალის მასშტაბის შიმშილობა რომ არ დაიწყო და რუანდას არ დავემსგავსეთ, სწორედ აშშ-ის მხარდაჭერის დამსახურებაა" - ექსპერტი

საქართველოში ურთულესი ვითარებაა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩეროს. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროტესტი არ წყდება. მიუხედავად მანიფესტაციების სასტიკად დაშლისა, მანიფესტანტები გაჩერებას არ აპირებენ. მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მათ შორის საჯარო მოხელეებმა, დიპლომატებმა, ბიზნესმენებმა ეს გადაწყვეტილება საგარეო კურსის რუსეთისკენ სვლის მტკიცებულებად მიიჩნიეს და ემიჯნებიან ხელისუფლების პოზიციას. პროტესტანტები და მათთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.1-ლ დეკემბერს ცნობილი გახდა ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეჩერდა. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მუშაობაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებით "ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო ახლო კავშირის შესაძლებლობა და საქართველო კრემლისთვის მოწყვლადი გახადა. ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ აქციებზე გადამეტებული ძალის გამოყენებას, დარბევას მომიტინგეების, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის უფლებას იყენებენ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პროტესტი მშვიდობიანი დარჩეს."ქართული ოცნების" სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებამ დაარღვია ჩვენი, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საყრდენები, რაც ეყრდნობოდა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის და ანტიკორუფციული ძალისხმევების ერთგულებას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა. ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სწორედ ამ უმძიმესი გადაწყვეტილებას აფასებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი გობრონიძე:

eqsperti, gobronidze

- 30 წელიწადია ვცდილობთ ამერიკელებთან ურთიერთობების მშენებლობას, გვახსოვს, როგორი წვალებით მიდიოდა ეს პროცესი.

ის, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები შედგა და ეს ქვეყანა სახელმწიფოს დაემსგავსა, ამერიკელების დამსახურებაა. სული რომ გვიდგას და შიმშილით არ ამოვწყდით 90-იან წლებში, სომალის მასშტაბის შიმშილობა რომ არ დაიწყო და რუანდას არ დავემსგავსეთ, სწორედ აშშ-ის მხარდაჭერის დამსახურებაა.

"ქართულმა ოცნებამ" კი მოახერხა და უკიდურესად გააფუჭა ეს ურთიერთობა, კითხვის ქვეშ დააყენა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, უსაფრთხოება, არაღიარების პოლიტიკა, საგანმანათლებლო პროგრამები, არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ფაქტობრივად, ყველა საჯარო უწყება ამ პარტნიორობაზე იდგა და ა.შ.

ერთია პროექტები, რაც ჩანდა, მაგრამ სოფლებში წყალგაყვანილობის მოწესრიგებით, თავდაცვის გაძლიერებით, ყველგან ამერიკული და ევროპული ფული იყო... რომელმა ქვეყანამ მოგვცა ლეტალური იარაღი, ნეტავ ამერიკამ ხომ არა?!

კარგა ხანია ვამბობ, რომ რუსები გამალებით მუშაობენ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისთვის და უკვე აღწევენ მიზანს. საბოლოოდ ისეთი აცდენილი აღმოჩნდა ამ ხელისუფლების შიდა თუ გარე პოლიტიკა რეალობას, ჩვენგანვე დაგებულ საგარეო პოლიტიკურ ხაფანგში გავებით. ამათ ეგონათ, ყველაფერი გაუვიდოდათ. წლებია ვამბობ, რომ პარტნიორებთან არასწორად ვიქცევით. როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს პირდაპირ ეთერში ჰპირდები, რომ ანაკლიის პორტი აშენდება ამერიკული ინვესტიციით და შემდეგ შემოგყავს ჩინელები, სხვა რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა?! ამით ამერიკის ინტერესებს გლობალურად დავარტყით. თუ ჩინეთი შეძლებს მალაკის სრუტის გვერდის ავლას, რომელსაც ამერიკელები აკონტროლებენ, შეძლებს მისგან დივერსიფიცირებას, ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის შეჩერება შეუძლებელი იქნება.

ჩვენ გავაკეთეთ ისეთი რამ, რასაც დიპლომატიაში არავის პატიობენ. ეს ეცოდინებოდათ ხელისუფლებაში, ვიღაცას კისინჯერი ან ბჟეზინსკი რომ ჰქონდეს წაკითხული, ელემენტარულად, საერთაშორისო ურთიერთობის თეორიას იცნობდეს, ბისმარკის მემუარები თუ არა, რამე მაინც ჰქონდეს წაკითხული პოლიტიკასა და დიპლომატიაზე. რაზე ვლაპარაკობ საერთოდ, წერა-კითხვის უცოდინარი პრეზიდენტის დასმას გვიპირებენ, ამ მართლა კალიგულას ცხენის! - სააკაშვილი არ მიყვარს, მაგრამ რა ზუსტად შეაფასა!

ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სასჯელი და არც საქართველოში მიმდინარე მიტინგებს უკავშირდება. უბრალოდ, ეს პროცესები კულმინაციად იქცა. ეს იქიდან დაიწყო, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს პირდაპირ ეთერში პირობა მივეცით და ორ კვირაში "გადავაგდეთ". როდესაც ღორებივით ვექცევით პარტნიორებს, ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს ანადგურებს. 30 წლის პარტნიორი მოვატყუეთ! ვის რაში სჭირდება ჩვენნაირი არასანდო პარტნიორი ამის შემდეგ! ამ ხელისუფლებამ დაკარგა ყოველგვარი საერთაშორისო ნდობა და საერთაშორისო მასშტაბის თაღლითურ დაჯგუფებად გადაიქცა.

აღარაფერს ვამბობ, ამ ყველაფრის შედეგად რამხელა შიდაპოლიტიკურ მსხვერპლს გაიღებს სახელმწიფო. ერთია, როგორ ჩატარდა არჩევნები და ვინ მისცა ამათ ხმა, და მეორე, როგორ ექცევიან საკუთარ მოქალაქეებს, საზოგადოებას, საკუთარი ძალაუფლებისთვის ადამიანები გაიმეტეს სასტიკად ცემისთვის, უსასტიკესად დარბევებისთვის. ადამიანებს კი არ ელაპარაკებიან, ურტყამენ, ამცირებენ, სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფენ. ამათ რომ ჰკითხოთ, თურმე ზნეობის დამცველები არიან. ზნეობა უპირველესად სიტყვისკაცობაში გამოიხატება და როდესაც 30-წლიან პარტნიორობას ფეხზე იკიდებ, რომელ ზნეობაზე შეიძლება ლაპარაკი?! უზნეო ხარ!

- ქვეყანაში პროტესტი არ წყდება. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, რა ელის საქართველოს?

- ვფიქრობ, ჯერ ამერიკელებისგან უნდა მოვისმინოთ განმარტება, საერთოდ გაწყვიტეს ჩვენთან ურთიერთობა თუ კიდევ გვიტოვებენ ხიდებს. ხელისუფლება რომ გვაბოლებს, არიქა, ტრამპი მოვა ხელისუფლებაში და ყველაფერი აღდგებაო, ბლეფია. სწორედ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას დაიწყეს აშშ-ის გადაგდება. ჩემი შეფასებით, არც ხელისუფლების შეცვლა უშველის ამ საქმის უცებ გამოსწორებას. მათ მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან კი არ გაწყვიტეს ურთიერთობა, გაწყვიტეს პარტნიორობა საქართველოს სახელმწიფოსთან. შესაბამისად, მიიჩნიეს, რომ საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელთანაც შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობა. 30 წლის ნაშენები საგარეო პოლიტიკა ერთ დღეში დაინგრა. ის გველის, რომ ქვეყანა იქნება იზოლირებული. ახლა საჭიროა ამერიკელებმა მეტად კონკრეტულად გვითხრან, რას აპირებენ. ვიქნები ძალიან ოპტიმისტი და ვიტყვი, რომ თუ ხელისუფლება შეიცვალა, იქნებ რაიმე პოზიტიურად შეიცვალოს ჩვენს ურთიერთობაში და შორეული მომავლის პერსპექტივა გამოჩნდეს. ისე შეილახა საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით, სირცხვილიც არის ამ სახელმწიფოს წარმოადგენდე. ამიტომაც არის, რომ ელჩები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ პოსტებს. გააგრძელეთ კითხვა