პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ულტრანაციონალისტმა გეორგესკუმ მოიგო: კანდიდატი TikTok -დან - ვინ არის არის რადიკალი, რომლის წარმატებაშიც შესაძლოა კრემლის ხელი ერიოს?
რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ულტრანაციონალისტმა გეორგესკუმ მოიგო: კანდიდატი TikTok -დან - ვინ არის არის რადიკალი, რომლის წარმატებაშიც შესაძლოა კრემლის ხელი ერიოს?

რუ­მი­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ­მა შოკ­ში ჩა­აგ­დო ეს ქვე­ყა­ნაც და მისი ევ­რო­პუ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბიც. ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე, პრო­რუ­სი კან­დი­და­ტი. ხმა­თა 99%-ის დათ­ვლის შემ­დეგ, ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი კე­ლინ გე­ორ­გეს­კუ 23%-იანი მხარ­და­ჭე­რით პირ­ვე­ლია, 19,14%-ით მე­ო­რე ად­გილ­ზეა და მე­ო­რე ტურ­ში იბ­რძო­ლებს მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტი კან­დი­და­ტი ელე­ნა ლას­კო­ნი, რუ­მი­ნე­თის გა­დარ­ჩე­ნის კავ­ში­რი­დან, მე-3 ად­გილ­ზე სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მარ­სელ ჩო­ლა­კუ გა­ვი­და, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ფა­ვო­რი­ტად მი­იჩ­ნე­ო­და.

elena_laskon
ელე­ნა ლას­კო­ნი

მე­ო­რე ტურ­ში გე­ორ­გეს­კუს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ვინ იქ­ნე­ბო­და, სულ 2000-მა ხმამ გა­და­წყვი­ტა.

62 წლის გე­ორ­გეს­კუს შე­დე­გი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­უ­ლოდ­ნე­ლია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მას არ ჰყავს პარ­ტია და მისი კამ­პა­ნია სრუ­ლად TikTok პლატ­ფორ­მა­ზე წა­რი­მარ­თა.

მისი პროგ­რა­მა მო­უ­წო­დებს რუ­მი­ნეთს რა­დი­კა­ლუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის­კენ, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია მცი­რე მას­შტა­ბის ორ­გა­ნულ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე, ქრის­ტი­ა­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ეროვ­ნულ სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ზე.

მისი თქმით, ის და­ას­რუ­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სად­მი, მათ შო­რის ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რი­სად­მი რუ­მი­ნე­თის მორ­ჩი­ლე­ბას.

პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი რუ­მი­ნეთ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მას სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვს. რუ­მი­ნე­თი იყო და რჩე­ბა აშშ-ს მტკი­ცე მო­კავ­ში­რედ და ნა­ტოს წევრ ქვეყ­ნად, სა­დაც გან­ლა­გე­ბუ­ლია აშშ-სა და ნა­ტოს ბა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან ლო­ჯის­ტი­კურ როლს ას­რუ­ლე­ბენ მე­ზო­ბელ უკ­რა­ი­ნა­ში ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში.

და­სავ­ლე­თის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნა­ში გა­დის რუ­მი­ნეთ­ზე.

"რუ­მი­ნე­თი პა­ტივს სცემს თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს იმ ალი­ან­სე­ბის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის მი­მართ, რო­მელ­თა წევ­რიც არის იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ისი­ნი პა­ტივს სცე­მენ თა­ვი­ანთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს რუ­მი­ნე­თის მი­მართ"", - ნათ­ქვა­მია გე­ორ­გეს­კუს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში.

მე-2 ტური 8 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. თუმ­ცა მა­ნამ­დე, 1-ელ დე­კემ­ბერს რუ­მი­ნეთ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­მი­ნე­თის მოქ­მედ პრე­ზი­დენტ კლა­უს იო­ჰა­ნისს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, რად­გან ის უკვე მე­ო­რე ვა­დით იკა­ვებს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას.

ჩო­ლა­კუმ კი 25 ნო­ემ­ბერს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

კე­ლინ გე­ორ­გეს­კუს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კვლე­ვე­ბით 5%-იან მხარ­და­ჭე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. მისი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის სლო­განს - "აღ­ვად­გი­ნოთ რუ­მი­ნე­ლი ერის ღირ­სე­ბა", რუ­სუ­ლი მე­დია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ტა­ცე­ბით შეხ­ვდა.

წარ­სულ­ში, გე­ორ­გეს­კუ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია "რუ­მი­ნელ­თა ერ­თი­ა­ნო­ბის ალი­ან­სი­დან“ (AUR) გა­რი­ცხეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­დი­კა­ლიზ­მის გამო - მან მე-2 მსოფ­ლიო ომის რუ­მი­ნუ­ლი ფა­შის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი სა­ჯა­როდ შე­ა­ქო.

პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის პრო­ფე­სო­რი სერ­ჯიუ მის­კო­იუ ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნებ­ში გე­ორ­გეს­კუს უპი­რა­ტე­სო­ბა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი რუ­სე­თის ჩა­რე­ვით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ავტორი:

რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ულტრანაციონალისტმა გეორგესკუმ მოიგო: კანდიდატი TikTok -დან - ვინ არის არის რადიკალი, რომლის წარმატებაშიც შესაძლოა კრემლის ხელი ერიოს?

რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ულტრანაციონალისტმა გეორგესკუმ მოიგო: კანდიდატი TikTok -დან - ვინ არის არის რადიკალი, რომლის წარმატებაშიც შესაძლოა კრემლის ხელი ერიოს?

რუმინეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგმა შოკში ჩააგდო ეს ქვეყანაც და მისი ევროპული მოკავშირეებიც. ყველასთვის მოულოდნელად არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე, პრორუსი კანდიდატი. ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ, ულტრანაციონალისტი კელინ გეორგესკუ 23%-იანი მხარდაჭერით პირველია, 19,14%-ით მეორე ადგილზეა და მეორე ტურში იბრძოლებს მემარჯვენე-ცენტრისტი კანდიდატი ელენა ლასკონი, რუმინეთის გადარჩენის კავშირიდან, მე-3 ადგილზე სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩოლაკუ გავიდა, რომელიც არჩევნებამდე ფავორიტად მიიჩნეოდა.

elena_laskon
ელენა ლასკონი

მეორე ტურში გეორგესკუს მოწინააღმდეგე ვინ იქნებოდა, სულ 2000-მა ხმამ გადაწყვიტა.

62 წლის გეორგესკუს შედეგი განსაკუთრებით მოულოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ჰყავს პარტია და მისი კამპანია სრულად TikTok პლატფორმაზე წარიმართა.

მისი პროგრამა მოუწოდებს რუმინეთს რადიკალური ტრანსფორმაციისკენ, რომელიც დაფუძნებულია მცირე მასშტაბის ორგანულ სოფლის მეურნეობაზე, ქრისტიანულ ღირებულებებსა და ეროვნულ სუვერენიტეტზე.

მისი თქმით, ის დაასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირისადმი რუმინეთის მორჩილებას.

პრეზიდენტის პოსტი რუმინეთში მნიშვნელოვანია, მას საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. რუმინეთი იყო და რჩება აშშ-ს მტკიცე მოკავშირედ და ნატოს წევრ ქვეყნად, სადაც განლაგებულია აშშ-სა და ნატოს ბაზები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ როლს ასრულებენ მეზობელ უკრაინაში ომის მიმდინარეობაში.

დასავლეთის მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინაში გადის რუმინეთზე.

"რუმინეთი პატივს სცემს თავის ვალდებულებებს იმ ალიანსების, ორგანიზაციებისა და პარტნიორობის მიმართ, რომელთა წევრიც არის იმდენად, რამდენადაც ისინი პატივს სცემენ თავიანთ ვალდებულებებს რუმინეთის მიმართ"", - ნათქვამია გეორგესკუს წინასაარჩევნო პროგრამაში.

მე-2 ტური 8 დეკემბერს გაიმართება. თუმცა მანამდე, 1-ელ დეკემბერს რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთის მოქმედ პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ის უკვე მეორე ვადით იკავებს ამ თანამდებობას.

ჩოლაკუმ კი 25 ნოემბერს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა.

კელინ გეორგესკუს წინასაარჩევნო კვლევებით 5%-იან მხარდაჭერას უწინასწარმეტყველებდნენ. მისი საარჩევნო კამპანიის სლოგანს - "აღვადგინოთ რუმინელი ერის ღირსება", რუსული მედია განსაკუთრებული აღტაცებით შეხვდა.

წარსულში, გეორგესკუ ულტრამემარჯვენე პარტია "რუმინელთა ერთიანობის ალიანსიდან“ (AUR) გარიცხეს განსაკუთრებული რადიკალიზმის გამო - მან მე-2 მსოფლიო ომის რუმინული ფაშისტური მოძრაობის ლიდერები საჯაროდ შეაქო.

პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი სერჯიუ მისკოიუ ამბობს, რომ არჩევნებში გეორგესკუს უპირატესობა არ არის გამორიცხული რუსეთის ჩარევით იყოს განპირობებული.