მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ - გეგმის რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ" - ვაშაძე
"ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ - გეგმის რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ" - ვაშაძე

ვი­თხო­ვეთ, რომ ცოტა ძა­ლე­ბი მო­ვიკ­რი­ბოთ - ძა­ლებს მო­ვიკ­რებთ. რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გვაქვს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, სხვა პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­თან ერ­თად გა­გაც­ნობთ. ბო­ლომ­დე ვიბ­რძვით გა­მარ­ჯვე­ბის­თვის!- ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ მომ­ზა­დე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ, ვი­ნა­ი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს წა­ღე­ბუ­ლი აქვთ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მან­ქა­ნე­ბი და ტექ­ნი­კა.

"შევ­ძე­ლით ის, რომ და­ვიბ­რუ­ნეთ ლო­კა­ცია, სა­ი­და­ნაც პო­ლი­ცი­ამ გუ­შინ იძუ­ლე­ბით გაგ­ვიყ­ვა­ნა. მად­ლო­ბა მათ, ვინც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა აქ­ცი­ებ­ზე. ვი­თხო­ვეთ, რომ ცოტა ძა­ლე­ბი მო­ვიკ­რი­ბოთ, ვინც ამ პრო­ტეს­ტში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გვჭირ­დე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად მომ­ზა­დე­ბა, ჩვე­ნი მან­ქა­ნე­ბი და ტექ­ნი­კა წა­ღე­ბუ­ლია, ასე­ვე ღა­მის გა­სა­თე­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ძა­ლებს მო­ვიკ­რებთ. რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გვაქვს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, სხვა პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­თან ერ­თად გა­გაც­ნობთ. ბო­ლომ­დე ვიბ­რძვით გა­მარ­ჯვე­ბის­თვის! - აღ­ნიშ­ნა ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ ეტაპ­ზე და­იშ­ლე­ბი­ან.

რო­გორც „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დერ­მა ზურა ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, ოპო­ზი­ცია მო­რიგ ნა­ბი­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით „გა­და­ი­გეგ­მე­ბა“ და სა­მოქ­მე­დო გეგ­მას სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ღა­მოს­თვის გა­აც­ნობს. მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა აღ­დგა.

ტე­რი­ტო­რი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ტო­ვე­ბენ.

ავტორი:

"ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ - გეგმის რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ" - ვაშაძე

"ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ - გეგმის რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ" - ვაშაძე

ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ - ძალებს მოვიკრებთ. რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაგაცნობთ. ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის!- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურულ მომზადებას საჭიროებენ, ვინაიდან სამართალდამცავებს წაღებული აქვთ აქციის მონაწილეების მანქანები და ტექნიკა.

"შევძელით ის, რომ დავიბრუნეთ ლოკაცია, საიდანაც პოლიციამ გუშინ იძულებით გაგვიყვანა. მადლობა მათ, ვინც მთელი ღამის განმავლობაში იდგა აქციებზე. ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, ვინც ამ პროტესტში იღებდა მონაწილეობას. გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი მანქანები და ტექნიკა წაღებულია, ასევე ღამის გასათენებელი საშუალებები. ძალებს მოვიკრებთ. რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაგაცნობთ. ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის! - აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიცია მორიგ ნაბიჯებთან დაკავშირებით „გადაიგეგმება“ და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას საღამოსთვის გააცნობს. მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ტერიტორიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც ტოვებენ.