მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა..." - რა მოხდა ღამით თსუ-ში
"თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა..." - რა მოხდა ღამით თსუ-ში

თა­ნამ­შრო­მელ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ იყო შე­მოჭ­რა. ღა­მის სამ სა­ათ­ზე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ შე­მო­დი­ხარ, ეს არის შე­მოჭ­რა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვის უფ­როს­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, როცა სტუ­დენ­ტე­ბი ღა­მის სამ სა­ათ­ზე შე­დი­ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში, მათ არც სწავ­ლა და არც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რა არ აინ­ტე­რე­სებთ.

“თა­ნამ­შრო­მელ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ იყო შე­მოჭ­რა. აი, ფაქ­ტია, რომ ეს არის შე­მოჭ­რა. რო­მე­ლი სა­ა­თია ახლა, იცით? ღა­მის სამ სა­ათ­ზე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ შე­მო­დი­ხარ, ეს არის შე­მოჭ­რა. ამ დროს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არა­ვინ არის, რომ პა­სუ­ხი გას­ცეს. დი­ლით მო­ვიდ­ნენ და ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით. სა­მუ­შაო დღეს, არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ სტუ­დენ­ტე­ბი მო­სუ­ლიყ­ვნენ და ვერ შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ შე­ნო­ბა­ში. ღა­მის სამ სა­ათ­ზე და­კე­ტილ შე­ნო­ბა­ში ადა­მი­ანს რა უნდა? ამ დროს არც სწავ­ლა აინ­ტე­რე­სებთ, არც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რა აინ­ტე­რე­სებთ იმი­ტომ, რომ ვერ დახ­ვდე­ბა ღა­მის სამ სა­ათ­ზე ვე­რა­ვინ”, - გა­ნა­ცხა­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვის უფ­როს­მა.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კორ­პუს­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლია შე­სუ­ლი. სტუ­დენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი თსუ-ს რექ­ტო­რის ჯაბა სა­მუ­ში­ას გა­დად­გო­მას ითხო­ვენ და შე­ნო­ბა­ში ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნას გეგ­მა­ვენ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის კი­დევ ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ივა­ნე ზან­გურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სტუ­დენ­ტებ­მა კარი თა­ვად გა­ა­ღეს.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა..." - რა მოხდა ღამით თსუ-ში

"თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა..." - რა მოხდა ღამით თსუ-ში

თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა. ღამის სამ საათზე უნივერსიტეტში რომ შემოდიხარ, ეს არის შემოჭრა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მისივე თქმით, როცა სტუდენტები ღამის სამ საათზე შედიან უნივერსიტეტის შენობაში, მათ არც სწავლა და არც ადმინისტრაციასთან შეხვედრა არ აინტერესებთ.

“თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა. აი, ფაქტია, რომ ეს არის შემოჭრა. რომელი საათია ახლა, იცით? ღამის სამ საათზე უნივერსიტეტში რომ შემოდიხარ, ეს არის შემოჭრა. ამ დროს უნივერსიტეტში არავინ არის, რომ პასუხი გასცეს. დილით მოვიდნენ და ჩვენ ჩვეულებრივად დაველაპარაკებით. სამუშაო დღეს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ სტუდენტები მოსულიყვნენ და ვერ შემოსულიყვნენ შენობაში. ღამის სამ საათზე დაკეტილ შენობაში ადამიანს რა უნდა? ამ დროს არც სწავლა აინტერესებთ, არც ადმინისტრაციასთან შეხვედრა აინტერესებთ იმიტომ, რომ ვერ დახვდება ღამის სამ საათზე ვერავინ”, - განაცხადა უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილია შესული. სტუდენტების განცხადებით, ისინი თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ და შენობაში ღამის განმავლობაში დარჩენას გეგმავენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ივანე ზანგურმა განაცხადა, რომ სტუდენტებმა კარი თავად გააღეს.