მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კეზერაშვილი რუსეთში მისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
დავით კეზერაშვილი რუსეთში მისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შე­ვი­ტყვე ჩემი რუ­სეთ­ში და­უს­წრებ­ლად "და­პა­ტიმ­რე­ბის” ამ­ბა­ვი - ე.წ. საქ­მის” დე­ტა­ლე­ბი არც ვიცი და არც აქვს ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა შე­თხზეს ამ­ჯე­რად ჩემი დევ­ნი­სა და დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • მისი თქმით, სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ეს ბოლო ქმე­დე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან, სა­ეჭ­ვოდ ემ­თხვე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ 2008 წლის ომის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის ცნო­ბილ და­ა­ნონ­სე­ბას.

"შე­ვი­ტყვე ჩემი რუ­სეთ­ში და­უს­წრებ­ლად "და­პა­ტიმ­რე­ბის” ამ­ბა­ვი.

ე.წ. საქ­მის დე­ტა­ლე­ბი არც ვიცი და არც აქვს ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა შე­თხზეს ამ­ჯე­რად ჩემი დევ­ნი­სა და დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის.

რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რომ რუ­სე­თის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და მათი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მტე­რი ვარ და ასე­თად დავ­რჩე­ბი მო­მა­ვალ­შიც.

სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სუ­ლი მთავ­რო­ბა 12 წე­ლია ცდი­ლობს ჩემ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას. აღ­ძრეს არა­ერ­თი საქ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში, აწარ­მო­ეს გა­შა­ვე­ბის კამ­პა­ნი­ე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ. ახლა, რო­გორც ჩანს "უფ­რო­სი ძმაც” მო­იხ­მეს და­სახ­მა­რებ­ლად.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ეს ბოლო ქმე­დე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან, სა­ეჭ­ვოდ ემ­თხვე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ 2008 წლის ომის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის ცნო­ბილ და­ა­ნონ­სე­ბას.

შე­მიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბით გი­თხრათ, რომ ყვე­ლა ეს მცდე­ლო­ბა ამა­ოა. თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­რო აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს“, - წერს კე­ზე­რაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ გავ­რცლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თაღ­ლი­თო­ბის­თვის და­უს­წრებ­ლად აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ ის და­უს­წრებ­ლად და­ა­პა­ტიმ­რა.

ავტორი:

დავით კეზერაშვილი რუსეთში მისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დავით კეზერაშვილი რუსეთში მისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად "დაპატიმრების” ამბავი - ე.წ. საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • მისი თქმით, საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა "ქართული ოცნების“ მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას.

"შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად "დაპატიმრების” ამბავი.

ე.წ. საქმის დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის, რომ რუსეთის დანაშაულებრივი ხელისუფლების და მათი მარიონეტების მტერი ვარ და ასეთად დავრჩები მომავალშიც.

საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და განეიტრალებას. აღძრეს არაერთი საქმე საქართველოში, აწარმოეს გაშავების კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა, როგორც ჩანს "უფროსი ძმაც” მოიხმეს დასახმარებლად.

საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა "ქართული ოცნების“ მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას.

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ყველა ეს მცდელობა ამაოა. თავისუფალი სამყარო აუცილებლად გაიმარჯვებს“, - წერს კეზერაშვილი.

ცნობისთვის, რუსული მედიის მიერ გავრცლებული ინფორმაციით, რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა.