პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორედ არ დაგინახოთ იარაღით" - შელაპარაკება ვაჟა სირაძესა და გიორგი ვაშაძეს შორის
"მეორედ არ დაგინახოთ იარაღით" - შელაპარაკება ვაჟა სირაძესა და გიორგი ვაშაძეს შორის

პატ­რულს რომ ია­რა­ღი აქვს პირ­ვე­ლად გა­ი­გე? რა შუ­ა­შია პრო­ტეს­ტის ფორ­მა? წადი, გა­ი­ა­რა რა, - ასე მი­მარ­თა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვაჟა სი­რა­ძემ "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ ლი­დერს, გი­ორ­გი ვა­შა­ძეს საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბის დროს.

  • აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ზე, სა­დაც პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად მსვლე­ლო­ბა გა­მარ­თეს, სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და ვაჟა სი­რა­ძე­სა და გი­ორ­გი ვა­შა­ძეს შო­რის. გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცია ტარ­დე­ბა, ამ დროს კი, პო­ლი­ცი­ას თან აქვს ია­რა­ღი, რისი უფ­ლე­ბაც მათ არ აქვს.

"რა­ტომ არ­ღვევთ კა­ნონს? გე­კი­თხე­ბით! კა­ნო­ნი და­წე­რი­ლია ჩემ­თვი­საც და შენ­თვი­საც. კა­ნო­ნით არ შე­იძ­ლე­ბა ასეთ დროს პო­ლი­ცი­ელს ჰქონ­დეს ია­რა­ღი. ცეს­კოს შე­ნო­ბა­ში იყა­ვით ყვე­ლა და ტყუ­ი­ლია, რომ ეს ხალ­ხი აქ შემ­თხვე­ვით მი­ვი­და. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი რა­ტომ და­დი­ან აქ? კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა-მეთ­ქი, გე­უბ­ნე­ბი. მშვი­დო­ბი­ან ხალ­ხთან ია­რა­ღით ნუ და­დი­ხართ, მე­ო­რედ არ და­გი­ნა­ხოთ ია­რა­ღით. მოხ­სე­ნით ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხი აქე­დან", - მი­მარ­თა ვა­შა­ძემ სი­რა­ძეს.

ვაჟა სი­რა­ძის თქმით, უკა­ნო­ნო­ბაა, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი კე­ტავს გზას, რის უფ­ლე­ბა­საც პო­ლი­ცია მათ არ მის­ცემთ. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ის მიერ ია­რა­ღის ტა­რე­ბას, მისი თქმით, პო­ლი­ცი­ას ამის უფ­ლე­ბა აქვს და ისი­ნი ამით კა­ნონს არ არ­ღვე­ვენ.

“მე გე­უბ­ნე­ბი, რომ არ აქვს ად­გი­ლი [კა­ნონ­დარ­ღვე­ვას]. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი არის ია­რა­ღით, აქვს ია­რა­ღის [ტა­რე­ბის] უფ­ლე­ბა. პატ­რულს რომ ია­რა­ღი აქვს პირ­ვე­ლად გა­ი­გე? რა შუ­ა­შია პრო­ტეს­ტის ფორ­მა? წადი, გა­ი­ა­რა რა", - მი­მარ­თა ვაჟა სი­რა­ძემ გი­ორ­გი ვა­შა­ძეს და მის არ­გუ­მენ­ტებს “დე­მა­გო­გია” უწო­და.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად ცეს­კოს­თან, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ცია გა­მარ­თეს. ცეს­კოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მათ ცეს­კო­დან აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის გავ­ლით მსვლე­ლო­ბა მო­ა­წყვეს, რა დრო­საც რამ­დენ­ჯერ­მე სცა­დეს გზის გა­და­კეტ­ვა, თუმ­ცა ამის უფ­ლე­ბა მათ პო­ლი­ცი­ამ არ მის­ცა. მსვლე­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცი­ამ აქ­ცი­ის ორი მო­ნა­წი­ლეც და­ა­კა­ვა. ამ დრო­ის­თვის კი, მსვლე­ლო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოლააა
1

ვაშაძეს აბლატავებენ... ხახახა....ქუჩის ბიჭო მიბრძანდი და მასე შენს საყვარელ მიშიკოს ელაპარაკე.....რა ცოდოა ამათ ხელში ჩემი სამშობლო

კოცური ხელოვნება
0

ის სირცხვილი არ არის რომ ქვეყანას ყიდი და მაგაში ფულს იღებ?

ავტორი:

"მეორედ არ დაგინახოთ იარაღით" - შელაპარაკება ვაჟა სირაძესა და გიორგი ვაშაძეს შორის

"მეორედ არ დაგინახოთ იარაღით" - შელაპარაკება ვაჟა სირაძესა და გიორგი ვაშაძეს შორის

პატრულს რომ იარაღი აქვს პირველად გაიგე? რა შუაშია პროტესტის ფორმა? წადი, გაიარა რა, - ასე მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს საპროტესტო მსვლელობის დროს.

  • აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც პოლიტიკურმა პარტიებმა მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა გამართეს, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ვაჟა სირაძესა და გიორგი ვაშაძეს შორის. გიორგი ვაშაძის თქმით, მშვიდობიანი მანიფესტაცია ტარდება, ამ დროს კი, პოლიციას თან აქვს იარაღი, რისი უფლებაც მათ არ აქვს.

"რატომ არღვევთ კანონს? გეკითხებით! კანონი დაწერილია ჩემთვისაც და შენთვისაც. კანონით არ შეიძლება ასეთ დროს პოლიციელს ჰქონდეს იარაღი. ცესკოს შენობაში იყავით ყველა და ტყუილია, რომ ეს ხალხი აქ შემთხვევით მივიდა. ეს ადამიანები შეიარაღებულები რატომ დადიან აქ? კანონდარღვევაა-მეთქი, გეუბნები. მშვიდობიან ხალხთან იარაღით ნუ დადიხართ, მეორედ არ დაგინახოთ იარაღით. მოხსენით ეს შეიარაღებული ხალხი აქედან", - მიმართა ვაშაძემ სირაძეს.

ვაჟა სირაძის თქმით, უკანონობაა, როდესაც რამდენიმე ადამიანი კეტავს გზას, რის უფლებასაც პოლიცია მათ არ მისცემთ. რაც შეეხება პოლიციის მიერ იარაღის ტარებას, მისი თქმით, პოლიციას ამის უფლება აქვს და ისინი ამით კანონს არ არღვევენ.

“მე გეუბნები, რომ არ აქვს ადგილი [კანონდარღვევას]. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი არის იარაღით, აქვს იარაღის [ტარების] უფლება. პატრულს რომ იარაღი აქვს პირველად გაიგე? რა შუაშია პროტესტის ფორმა? წადი, გაიარა რა", - მიმართა ვაჟა სირაძემ გიორგი ვაშაძეს და მის არგუმენტებს “დემაგოგია” უწოდა.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა მხარდამჭერებთან ერთად ცესკოსთან, შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების პარალელურად აქცია გამართეს. ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ მათ ცესკოდან აღმაშენებლის ხეივნის გავლით მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა ამის უფლება მათ პოლიციამ არ მისცა. მსვლელობის განმავლობაში პოლიციამ აქციის ორი მონაწილეც დააკავა. ამ დროისთვის კი, მსვლელობა დასრულებულია.