პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს ისრაელ კაცი დაიკავებს
ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს ისრაელ კაცი დაიკავებს

ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, იოავ გა­ლან­ტი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფის­მა და თა­ვად ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ავ­რცე­ლეს.

“სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ომის პირ­ველ თვე­ებ­ში არ­სე­ბობ­და ნდო­ბა და იყო ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბა, ბოლო თვე­ებ­ში ჩემ­სა და თავ­დაც­ვის მი­ნისტრს შო­რის ეს ნდო­ბა გა­იბ­ზა­რა”, - გა­ნა­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

ნე­თა­ნი­აჰუს თქმით, ის და გა­ლან­ტი ვერ თან­ხმდე­ბოდ­ნენ ომის მარ­თვა­ზე, გა­ლან­ტი ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და და ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და, რომ­ლე­ბიც კა­ბი­ნე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

რო­გორც მე­დია წერს, ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ლანტს ირი­ბად ის­რა­ე­ლის მტრე­ბის დახ­მა­რე­ბაც და­აბ­რა­ლა.

“ბევ­რი მცდე­ლო­ბა მქონ­და ამ სხვა­ო­ბე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მაგ­რამ ისი­ნი მხო­ლოდ იზ­რდე­ბო­და. მათ შე­სა­ხებ ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც გა­ი­გო მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მით, და ამა­ზე უა­რე­სი, მათ შე­სა­ხებ მტერ­მაც გა­ი­გო - ჩვენ­მა მტრებ­მა ამით ისი­ა­მოვ­ნეს და ამის­გან ბევ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღეს”, - გა­ნა­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ.

აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ გა­ლანტს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ის­რა­ელ კაცი ჩა­ა­ნაც­ვლებს. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას კი გი­დე­ონ სა­ა­რი და­ი­კა­ვებს.

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა, “დე­მოკ­რა­ტე­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ იაირ გო­ლან­მა და “ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ, ბენი გან­ცმა ნე­თა­ნი­აჰუს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კეს. გან­ცმა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას “ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ხარ­ჯზე პო­ლი­ტი­კა” უწო­და.

ავტორი:

ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს ისრაელ კაცი დაიკავებს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს ისრაელ კაცი დაიკავებს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა და თავად ნეთანიაჰუმ გაავრცელეს.

“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და იყო ნაყოფიერი მუშაობა, ბოლო თვეებში ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის ეს ნდობა გაიბზარა”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

ნეთანიაჰუს თქმით, ის და გალანტი ვერ თანხმდებოდნენ ომის მართვაზე, გალანტი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა და ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომლებიც კაბინეტის გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებოდა.

როგორც მედია წერს, ნეთანიაჰუმ გალანტს ირიბად ისრაელის მტრების დახმარებაც დააბრალა.

“ბევრი მცდელობა მქონდა ამ სხვაობების შესამცირებლად, მაგრამ ისინი მხოლოდ იზრდებოდა. მათ შესახებ ასევე საზოგადოებამაც გაიგო მიუღებელი ფორმით, და ამაზე უარესი, მათ შესახებ მტერმაც გაიგო - ჩვენმა მტრებმა ამით ისიამოვნეს და ამისგან ბევრი სარგებელი მიიღეს”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აღინიშნება, რომ გალანტს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ჩაანაცვლებს. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას კი გიდეონ საარი დაიკავებს.

ოპოზიციის ლიდერებმა, “დემოკრატების” თავმჯდომარემ იაირ გოლანმა და “ეროვნული ერთიანობის” თავმჯდომარემ, ბენი განცმა ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. განცმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას “ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე პოლიტიკა” უწოდა.