მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვფიქრობ, დარღვევები, რომლებიც ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია საიმისოდ, რათა უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე ჩაიარა“ - მარკეტა გრეგოროვა
“ვფიქრობ, დარღვევები, რომლებიც ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია საიმისოდ, რათა უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე ჩაიარა“ - მარკეტა გრეგოროვა

“ვფიქ­რობ, ის დარ­ღვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ ვი­ხი­ლეთ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია ჩვენ­თვის სა­ი­მი­სოდ, რომ უბ­რა­ლოდ ვთქვათ, რომ არ­ჩევ­ნებ­მა ჩა­ი­ა­რა აბ­სო­ლუ­ტუ­რად პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე, სა­მარ­თლი­ა­ნად“, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მოხ­დე­ბა იმ ნა­ბი­ჯებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად ფორ­მი­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დად­გამს.

"რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა შემ­დგო­მი დაკ­ვირ­ვე­ბაც იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დად­გამს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პო­ტენ­ცი­უ­რი აკ­რძალ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­ა­დას­ტუ­რებს დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლას.

რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუსს, ველი, რომ pace-ს მოს­მე­ნის შემ­დეგ, ის გა­ი­ზი­ა­რებს შე­ხე­დუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ჰქონ­და ევ­რო­პარ­ლა­მენტს და რომ ივ­ნის­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, არ იქ­ნე­ბა შეც­ვლი­ლი. რო­გორც უკვე ვთქვი, ყვე­ლა და­აკ­ვირ­დე­ბა მო­მა­ვალ ნა­ბი­ჯებს, რო­მელ­საც გა­დად­გამს ახ­ლად შექ­მნი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გრე­გო­რო­ვამ.

  • ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვა ოპო­ზი­ცი­ას ურ­ჩევს არ­ჩევ­ნე­ბის გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ და პარ­ლა­მენ­ტში იმუ­შა­ონ.

„არც მო­სა­მარ­თლე ვარ და არც ად­ვო­კა­ტი, არ ვიცი ეს სა­კი­თხი რო­გორ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თუმ­ცა მე ვეც­დე­ბო­დი მერ­ჩია ოპო­ზი­ცი­ის­თვის, რომ და­ე­კა­ვე­ბი­ნა მათი ად­გი­ლი პარ­ლა­მენ­ტში, რო­მე­ლიც მათ მო­ი­პო­ვეს ბევ­რი ამომ­რჩევ­ლის მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გად, რომ­ლებ­საც სჯე­რათ, რომ ისი­ნი უნდა იყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტში. თუ ისი­ნი და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში რა­ი­მე მი­ზე­ზით, რაც, რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მა­შინ შე­უძ­ლია და­ტო­ვონ პარ­ლა­მენ­ტი, მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებ, რომ პირ­ველ რიგ­ში, შე­ეც­დე­ბი­ან მუ­შა­ო­ბას.

თუ ოპო­ზი­ცი­ამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ისი­ნი არ აღი­ა­რე­ბენ შე­დე­გებს, მა­შინ ველი, რომ მათ გა­დად­გან სა­მარ­თლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი, მი­მარ­თონ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს“, - გა­ნა­ცხა­და გრე­გო­რო­ვამ.

ავტორი:

“ვფიქრობ, დარღვევები, რომლებიც ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია საიმისოდ, რათა უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე ჩაიარა“ - მარკეტა გრეგოროვა

“ვფიქრობ, დარღვევები, რომლებიც ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია საიმისოდ, რათა უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე ჩაიარა“ - მარკეტა გრეგოროვა

“ვფიქრობ, ის დარღვევები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია ჩვენთვის საიმისოდ, რომ უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა ჩაიარა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე, სამართლიანად“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, მოხდება იმ ნაბიჯებზე დაკვირვება, რომლებსაც საქართველოს ახლად ფორმირებული ხელისუფლება გადადგამს.

"რა თქმა უნდა, იქნება შემდგომი დაკვირვებაც იმ ნაბიჯებზე, რასაც ხელისუფლება გადადგამს განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით და ოპოზიციური პარტიების ნებისმიერი პოტენციური აკრძალვის მიმართულებით, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ დაადასტურებს დემოკრატიულ უკუსვლას.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ველი, რომ pace-ს მოსმენის შემდეგ, ის გაიზიარებს შეხედულებას, რომელიც ჰქონდა ევროპარლამენტს და რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, შეჩერებულიყო გაწევრიანების მოლაპარაკებები, არ იქნება შეცვლილი. როგორც უკვე ვთქვი, ყველა დააკვირდება მომავალ ნაბიჯებს, რომელსაც გადადგამს ახლად შექმნილი ხელისუფლება", - განაცხადა გრეგოროვამ.

  • ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ოპოზიციას ურჩევს არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები გამოიყენონ და პარლამენტში იმუშაონ.

„არც მოსამართლე ვარ და არც ადვოკატი, არ ვიცი ეს საკითხი როგორ არის მოწესრიგებული ქართული კანონმდებლობით, თუმცა მე ვეცდებოდი მერჩია ოპოზიციისთვის, რომ დაეკავებინა მათი ადგილი პარლამენტში, რომელიც მათ მოიპოვეს ბევრი ამომრჩევლის მხარდაჭერის შედეგად, რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში. თუ ისინი დაინახავენ, რომ შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება პარლამენტში რაიმე მიზეზით, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს, მაშინ შეუძლია დატოვონ პარლამენტი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ პირველ რიგში, შეეცდებიან მუშაობას.

თუ ოპოზიციამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი არ აღიარებენ შედეგებს, მაშინ ველი, რომ მათ გადადგან სამართლებრივი ნაბიჯები, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა გრეგოროვამ.