პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიცასთან ერთად კოკაინს ჰყიდდნენ, პაკეტს პიცის ქვეშ ათავსებდნენ და... - ნარკოდანაშაულის უჩვეულო სქემა გერმანიაში
პიცასთან ერთად კოკაინს ჰყიდდნენ, პაკეტს პიცის ქვეშ ათავსებდნენ და...  - ნარკოდანაშაულის უჩვეულო სქემა გერმანიაში

Pizza No 40 გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ დი­უ­სელ­დორ­ფის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი იყო, სა­ნამ პო­ლი­ცი­ამ არ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ პი­ცას სა­ი­დუმ­ლო "ინ­გრე­დი­ენ­ტთან", კო­კა­ინ­თან ერ­თად ჰყიდ­დნენ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­წო­დე­ბის უკა­ნო­ნო სქე­მის გა­მოვ­ლე­ნამ მათ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გერ­მა­ნი­ის ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ მხა­რე­ში, ჩრდი­ლო­ეთ რაინ-ვეს­ტფა­ლი­ა­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის მი­ეგ­ნო. გა­სულ კვი­რას, და­ახ­ლო­ე­ბით 150-მა ოფი­ცერ­მა, მათ შო­რის ელი­ტუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი­დან, ცხრა ქა­ლაქ­ში 16 ობი­ექ­ტი გა­ჩხრი­კა, სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა და ია­რა­ღის მა­რა­გი ამო­ი­ღო.

  • პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი, მი­ხა­ელ გრაფ ფონ მოლ­ტკე აცხა­დებს, რომ პო­ლი­ცია პი­ცე­რი­ას, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის პო­პუ­ლა­რულ გა­სარ­თობ რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, მარ­ტი­დან აკ­ვირ­დე­ბო­და, რო­დე­საც საკ­ვე­ბის რუ­ტი­ნუ­ლი შე­მოწ­მე­ბი­სას სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ნარ­კო­ტი­კი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ბიზ­ნე­სი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ აიყ­ვა­ნეს და შე­ნიშ­ნეს, რომ პიცა No 40 მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტი იყო.

"ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი პიცა იყო", - გა­ნა­ცხა­და ფონ მოლ­ტკემ და გან­მარ­ტა, რომ თი­თო­ე­უ­ლი პი­ცის ქვეშ კო­კა­ი­ნის პა­კეტს დებ­დნენ და ამ ფორ­მით ჰყიდ­დნენ.

  • პი­ცე­რი­ის სა­რეკ­ლა­მო სლო­გა­ნი იყო "ჩვენ ყვე­ლა­ფერს სახ­ლში მო­გი­ტანთ." არ არის ცნო­ბი­ლი, რა ღირ­და No 40 ან რა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი ჰქონ­და. "თუნ­დაც ვი­ცო­დეთ, ჩვენ ამას არ გა­ვამ­ჟღავ­ნებ­დით", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

რო­დე­საც ოფიც­რე­ბი მა­ღა­ზი­ის 36 წლის მფლო­ბელ­თან და­სა­კი­თხად მი­ვიდ­ნენ მან ნარ­კო­ტი­კე­ბით სავ­სე ჩან­თა ფან­ჯრი­დან გა­და­აგ­დო. "ის პირ­და­პირ ოფიც­რებს ჩა­უ­ვარ­დათ ხელ­ში", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ამ. მა­თი­ვე თქმით პი­ცე­რი­ის მფლო­ბე­ლი ხორ­ვა­ტი­ის მო­ქა­ლა­ქეა.

ოფიც­რებ­მა 1.6 კგ კო­კა­ი­ნი, 400 გრა­მი კა­ნა­ფი და 268,000 ევრო ნაღ­დი ფული ამო­ი­ღეს, ისე­ვე, რო­გორც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი და პის­ტო­ლე­ტი, ცული და გრძელ­პი­რი­ა­ნი და­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ბან­დის არ­სე­ნა­ლის ნა­წი­ლი იყო.

ფონ მოლ­ტკეს თქმით, მათ სწრა­ფად მი­აგ­ნეს მთა­ვარ ეჭ­ვმი­ტა­ნილ­საც. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა გან­მარ­ტე­ბით, ის რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის 22 წლის მებ­რძო­ლია, რო­მე­ლიც, კო­კა­ინ­სა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კა­ნაფს ჰყიდ­და.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მის გარ­და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან 30 წლის გერ­მა­ნე­ლი, დი­ლე­რი კი­ოლ­ნი­დან და 28 წლის მა­რო­კო­ე­ლი.

წყა­რო

ავტორი:

პიცასთან ერთად კოკაინს ჰყიდდნენ, პაკეტს პიცის ქვეშ ათავსებდნენ და... - ნარკოდანაშაულის უჩვეულო სქემა გერმანიაში

პიცასთან ერთად კოკაინს ჰყიდდნენ, პაკეტს პიცის ქვეშ ათავსებდნენ და...  - ნარკოდანაშაულის უჩვეულო სქემა გერმანიაში

Pizza No 40 გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის ერთ-ერთ რესტორანში დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი იყო, სანამ პოლიციამ არ აღმოაჩინა, რომ პიცას საიდუმლო "ინგრედიენტთან", კოკაინთან ერთად ჰყიდდნენ.

ხელისუფლების თქმით, ნარკოტიკების მიწოდების უკანონო სქემის გამოვლენამ მათ საშუალება მისცა, გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მხარეში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის მიეგნო. გასულ კვირას, დაახლოებით 150-მა ოფიცერმა, მათ შორის ელიტური ქვედანაყოფებიდან, ცხრა ქალაქში 16 ობიექტი გაჩხრიკა, სამი ეჭვმიტანილი დააკავა და იარაღის მარაგი ამოიღო.

  • პოლიციის მთავარი ინსპექტორი, მიხაელ გრაფ ფონ მოლტკე აცხადებს, რომ პოლიცია პიცერიას, რომელიც ქალაქის პოპულარულ გასართობ რაიონში მდებარეობს, მარტიდან აკვირდებოდა, როდესაც საკვების რუტინული შემოწმებისას სამზარეულოში ნარკოტიკი აღმოაჩინეს. გამომძიებლებმა ბიზნესი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს და შენიშნეს, რომ პიცა No 40 მომხმარებლების ფავორიტი იყო.

"ეს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პიცა იყო", - განაცხადა ფონ მოლტკემ და განმარტა, რომ თითოეული პიცის ქვეშ კოკაინის პაკეტს დებდნენ და ამ ფორმით ჰყიდდნენ.

  • პიცერიის სარეკლამო სლოგანი იყო "ჩვენ ყველაფერს სახლში მოგიტანთ." არ არის ცნობილი, რა ღირდა No 40 ან რა ინგრედიენტები ჰქონდა. "თუნდაც ვიცოდეთ, ჩვენ ამას არ გავამჟღავნებდით", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

როდესაც ოფიცრები მაღაზიის 36 წლის მფლობელთან დასაკითხად მივიდნენ მან ნარკოტიკებით სავსე ჩანთა ფანჯრიდან გადააგდო. "ის პირდაპირ ოფიცრებს ჩაუვარდათ ხელში", - განაცხადა პოლიციამ. მათივე თქმით პიცერიის მფლობელი ხორვატიის მოქალაქეა.

ოფიცრებმა 1.6 კგ კოკაინი, 400 გრამი კანაფი და 268,000 ევრო ნაღდი ფული ამოიღეს, ისევე, როგორც ძვირადღირებული საათები და პისტოლეტი, ცული და გრძელპირიანი დანები, რომლებიც სავარაუდოდ, ბანდის არსენალის ნაწილი იყო.

ფონ მოლტკეს თქმით, მათ სწრაფად მიაგნეს მთავარ ეჭვმიტანილსაც. სამართალდამცველთა განმარტებით, ის რუსეთში დაბადებული საბრძოლო ხელოვნების 22 წლის მებრძოლია, რომელიც, კოკაინსა და დიდი რაოდენობით კანაფს ჰყიდდა.

პოლიციის განცხადებით, მის გარდა დაკავებულები არიან 30 წლის გერმანელი, დილერი კიოლნიდან და 28 წლის მაროკოელი.

წყარო