პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც P.Diddy-ს 2pac-ის მკვლელობაში ადანაშაულებდა ამბობს, რომ სკანდალურმა რეპერმა რამდენიმე ადამიანთან ერთად გააუპატიურა - მორიგი ბრალდების დეტალები
ქალი, რომელიც P.Diddy-ს 2pac-ის მკვლელობაში ადანაშაულებდა ამბობს, რომ სკანდალურმა რეპერმა რამდენიმე ადამიანთან ერთად გააუპატიურა - მორიგი ბრალდების დეტალები

შონ "დიდი" კომბსს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში კი­დევ ერთი ქალი ადა­ნა­შა­უ­ლებს - ეშლი პარ­ჰე­მი ამ­ტკი­ცებს, რომ რე­პერ­მა იგი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე პარ­ჰემ­მა კომბსი თუ­ფა­ქის მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. რე­პერ­მა მო­ის­მი­ნა მისი გან­ცხა­დე­ბა და უთხრა, რომ ამ ბრალ­დე­ბის­თვის "აუ­ცი­ლებ­ლად აგებ­და პა­სუხს".

სარ­ჩე­ლის თა­ნახ­მად, 2018 წელს, რე­პერ­მა ქალი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცის სახ­ლში და­ი­ბა­რა. ად­გილ­ზე მი­სულს კი და­ნით და­ე­მუქ­რა და უთხრა, რომ "გლას­გოს ღი­მილს" მი­ი­ღებ­და. ამის შემ­დეგ სხე­ულ­ზე ზეთი გა­და­ას­ხა და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

ბრალ­დე­ბუ­ლებს შო­რის და­სა­ხელ­და კრის­ტი­ნა ხო­რა­მი - იგი შონ კომ­ბი­სის ახლო მე­გო­ბა­რი და მისი "ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ხელ­შემ­წყო­ბია". პარ­ჰე­მის მტკი­ცე­ბით, ხო­რამ­მა მას "უც­ნო­ბი" აბის გა­დაყ­ლაპ­ვა აი­ძუ­ლა. სა­ვა­რა­უ­დო თავ­დას­ხმის შემ­დეგ პარ­ჰე­მი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. მი­სი­ვე თქმით, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მან პო­ლი­ცი­ას მა­ლე­ვე შე­ა­ტყო­ბი­ნა, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სრუ­ლი "იგ­ნო­რი" მი­ი­ღო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შონ კომბსი 16 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი ედე­ბა რე­კეტ­სა და სექს ტრე­ფი­კინ­გში. ამ­ჟა­მად ის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ბრალ­მდე­ბელ მსხვერ­პლთა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 120-ია, მათი ნა­ხე­ვა­რი მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან, ხოლო ნა­ხე­ვა­რი ქა­ლე­ბი. მსხვერ­პლთა­გან 25 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

ბრალ­დე­ბე­ბი 1991 წლი­დან 2024 წლამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. და­ნა­შა­უ­ლე­ბი კი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ნიუ-იორკსა და მა­ი­ა­მი­ში მოხ­და. ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა 2015 წლის შემ­დეგ და­ფიქ­სირ­და. წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
1

2pac-ზე გავრცელდა დაუჯერებელი ჭორები, თითქოს მოკლეს მაფიოზებთან და ნარკოტიკებთან კავშირის გამო. მაგრამ ასეთ რაღაცეებთან კავშირი ნახევარ ამერიკას აქვს და ასე არ კლავენ. უფრო სარწმუნოა ვერსია, რომ რაღაცა იცოდა რის გამხელასაც აპირებდა და მოიშორეს. მახსოვს მაშინ ბევრ ახალგაზრდას გული დაწყდა ნიჭიერი მუსიკოსის დაღუპვის გამო.

123
1

რატომ გაახსენდათ ეს ყველაფერი ახლა? არ იცოდნენ აქამდე?

ავტორი:

ქალი, რომელიც P.Diddy-ს 2pac-ის მკვლელობაში ადანაშაულებდა ამბობს, რომ სკანდალურმა რეპერმა რამდენიმე ადამიანთან ერთად გააუპატიურა - მორიგი ბრალდების დეტალები

ქალი, რომელიც P.Diddy-ს 2pac-ის მკვლელობაში ადანაშაულებდა ამბობს, რომ სკანდალურმა რეპერმა რამდენიმე ადამიანთან ერთად გააუპატიურა - მორიგი ბრალდების დეტალები

შონ "დიდი" კომბსს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს - ეშლი პარჰემი ამტკიცებს, რომ რეპერმა იგი რამდენიმე ადამიანთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პარჰემმა კომბსი თუფაქის მკვლელობაში დაადანაშაულა. რეპერმა მოისმინა მისი განცხადება და უთხრა, რომ ამ ბრალდებისთვის "აუცილებლად აგებდა პასუხს".

სარჩელის თანახმად, 2018 წელს, რეპერმა ქალი მეგობარი მამაკაცის სახლში დაიბარა. ადგილზე მისულს კი დანით დაემუქრა და უთხრა, რომ "გლასგოს ღიმილს" მიიღებდა. ამის შემდეგ სხეულზე ზეთი გადაასხა და გააუპატიურა.

ბრალდებულებს შორის დასახელდა კრისტინა ხორამი - იგი შონ კომბისის ახლო მეგობარი და მისი "ძალადობრივი ქმედებების ხელშემწყობია". პარჰემის მტკიცებით, ხორამმა მას "უცნობი" აბის გადაყლაპვა აიძულა. სავარაუდო თავდასხმის შემდეგ პარჰემი საავადმყოფოში მკურნალობდა. მისივე თქმით, მომხდარის შესახებ მან პოლიციას მალევე შეატყობინა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან სრული "იგნორი" მიიღო.

შეგახსენებთ, რომ შონ კომბსი 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება რეკეტსა და სექს ტრეფიკინგში. ამჟამად ის იზოლატორში იმყოფება. ბრალმდებელ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 120-ია, მათი ნახევარი მამაკაცები არიან, ხოლო ნახევარი ქალები. მსხვერპლთაგან 25 არასრულწლოვანია.

ბრალდებები 1991 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს. დანაშაულები კი ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და მაიამიში მოხდა. ყველაზე მეტი შემთხვევა 2015 წლის შემდეგ დაფიქსირდა. წყარო

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"