პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
UEFA-მ ალბანეთის ნაკრები საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის დააჯარიმა - რამდენის გადახდა დააკისრა ეთიკის კომისიამ?
UEFA-მ ალბანეთის ნაკრები საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის დააჯარიმა - რამდენის გადახდა დააკისრა ეთიკის კომისიამ?

UEFA-ს ეთი­კი­სა და დის­ციპ­ლი­ნის კო­მი­სი­ამ ალ­ბა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თან და უკ­რა­ი­ნას­თან გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩე­ბის დროს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბის გამო, ჯამ­ში, 41 250 ევ­რო­თი და­ა­ჯა­რი­მა.

  • უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სტვე­ნის­თვის, ალ­ბა­ნე­ლე­ბი 12 500 ევ­რო­თი და­ჯა­რიმ­დნენ.

სტა­დი­ო­ნის ტრი­ბუ­ნებ­ზე არე­უ­ლო­ბის შექ­მნი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბის­თვის, და­მა­ტე­ბით 18000 ევ­როს გა­დახ­და მო­უ­წევთ, მო­ე­დან­ზე ნივ­თე­ბის სრო­ლის­თვის 4750 ევ­როს, ხოლო მო­ედ­ნის ნა­წი­ლის და­კა­ვე­ბი­სათ­ვის 6000 ევ­როს — ჯა­მუ­რად ჯა­რი­მამ 41250 ევრო შე­ად­გი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო-ალ­ბა­ნე­თის მატ­ჩი 10 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ალ­ბა­ნე­თი ან­გა­რი­შით 1:0 და­ა­მარ­ცხა. მა­შინ ერ­თა­დერ­თი გოლი მატჩში გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა გა­ი­ტა­ნა. ალ­ბა­ნე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, რო­მე­ლიც "ჯო­ჯო­ხე­თის" მო­წყო­ბით გვე­მუქ­რე­ბო­და, სტა­დი­ონ­ზე საკ­მა­ოდ არა­ე­თი­კუ­რად მო­იქ­ცა - ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბი­სას უს­ტვი­ნეს, მარ­ცხის შემ­დეგ კი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის მი­სა­მარ­თით ნივ­თე­ბის სრო­ლა და შე­ძა­ხი­ლე­ბი და­ი­წყეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ალ­ბა­ნე­ლებს ჩვენს სტა­დი­ონ­ზე ვუ­მას­პინ­ძლეთ. მათი ჰიმ­ნის დროს ქარ­თველ­მა ქო­მა­გებ­მა პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად ტაში და­უკ­რეს. ამ ჟეს­ტის გამო ალ­ბა­ნე­ლე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ქარ­თველ ქო­მა­გებს მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­და.

"გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხრი­დან ალ­ბა­ნე­თის ჰიმნზე ტა­შის დაკ­ვრა ძა­ლი­ან კარ­გი ჟეს­ტი იყო. ეს და­სა­ფა­სე­ბე­ლია" - თქვა მწვრთნელ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
0

":სიკეთე ფარად უფარე

შენზედ სიავის მდომსაო

......................................."

ილია ჭავჭავაძე

 

 

 

გიგა
9

ჩვენ რა არ უსტვენდიით ჩვენც მოგვართყამენ ალბათ ჯარიმას

ავტორი:

UEFA-მ ალბანეთის ნაკრები საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის დააჯარიმა - რამდენის გადახდა დააკისრა ეთიკის კომისიამ?

UEFA-მ ალბანეთის ნაკრები საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის დააჯარიმა - რამდენის გადახდა დააკისრა ეთიკის კომისიამ?

UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინის კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოსთან და უკრაინასთან გამართული მატჩების დროს მომხდარი ინციდენტების გამო, ჯამში, 41 250 ევროთი დააჯარიმა.

  • უშუალოდ საქართველოს ჰიმნის მიმდინარეობისას სტვენისთვის, ალბანელები 12 500 ევროთი დაჯარიმდნენ.

სტადიონის ტრიბუნებზე არეულობის შექმნისა და გადაადგილების შეფერხებისთვის, დამატებით 18000 ევროს გადახდა მოუწევთ, მოედანზე ნივთების სროლისთვის 4750 ევროს, ხოლო მოედნის ნაწილის დაკავებისათვის 6000 ევროს — ჯამურად ჯარიმამ 41250 ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ალბანეთის მატჩი 10 სექტემბერს გაიმართა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მაშინ ერთადერთი გოლი მატჩში გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ალბანელი გულშემატკივარი, რომელიც "ჯოჯოხეთის" მოწყობით გვემუქრებოდა, სტადიონზე საკმაოდ არაეთიკურად მოიქცა - ჯერ საქართველოს ჰიმნის შესრულებისას უსტვინეს, მარცხის შემდეგ კი ქართველი გულშემატკივრის მისამართით ნივთების სროლა და შეძახილები დაიწყეს.

რამდენიმე დღის წინ ალბანელებს ჩვენს სტადიონზე ვუმასპინძლეთ. მათი ჰიმნის დროს ქართველმა ქომაგებმა პატივისცემის ნიშნად ტაში დაუკრეს. ამ ჟესტის გამო ალბანელების მთავარმა მწვრთნელმა ქართველ ქომაგებს მადლობაც გადაუხადა.

"გულშემატკივრების მხრიდან ალბანეთის ჰიმნზე ტაშის დაკვრა ძალიან კარგი ჟესტი იყო. ეს დასაფასებელია" - თქვა მწვრთნელმა.

წაიკითხეთ ასევე: