სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღვინო ექსპერიმენტული და გაბედული ხასიათით - „ქართული მზე“ 12 ოქტომბერს ღვინის ფესტივალზე გიმასპინძლებთ
ღვინო ექსპერიმენტული და გაბედული ხასიათით - „ქართული მზე“ 12 ოქტომბერს ღვინის ფესტივალზე გიმასპინძლებთ

12 ოქ­ტომ­ბერს „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე“ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ღვი­ნო „ქარ­თუ­ლი მზე“ (Georgian Sun), რო­მე­ლიც თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით არის ცნო­ბი­ლი.

ბრენ­დის 4 სა­ხე­ო­ბა: „თი­ბა­თვის მზე”, „გა­ზა­ფხუ­ლის მწვა­ნე“, „და­ი­სის წი­თე­ლი“ და „წი­თე­ლი ძოწი“ კარ­გად გა­მო­ხა­ტავს ღვი­ნის სა­ინ­ტე­რე­სო, გა­ბე­დულ ხა­სი­ათს. თი­თო­ე­ულ სა­ხე­ო­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბულ არო­მა­ტებს, ცო­ცხალ შე­ფე­რი­ლო­ბა­სა და და­ბა­ლან­სე­ბულ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ცინ­ცხალ გე­მო­ებს აღ­მო­ა­ჩენთ. თი­თო­ე­უ­ლი ბოთ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში გა­მოგ­ზა­უ­რებთ.

„ქარ­თუ­ლი მზე“ სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­გზავ­რია და უხ­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ შეკ­რე­ბა­სა თუ ად­გილს. იგი „ვა­ზი­სუბ­ნის მა­მუ­ლის“ ქვებ­რენ­დია და ბა­ზარ­ზე 2018 წლი­დან გა­მოჩ­ნდა. ბრენ­დის ქვეშ იწარ­მო­ე­ბა ბლენ­დე­ბი და კუ­პა­ჟე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა უნი­კა­ლუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბი­თა და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით. მა­გა­ლი­თად, „ქარ­თუ­ლი მზის“ ასორ­ტი­მენ­ტში შეხ­ვდე­ბით რქა­წით­ლი­სა და მწვა­ნის კუ­პაჟს, სა­ფე­რა­ვი­სა და ალექ­სან­დრო­უ­ლის ბლენ­დს და სხვა.

რო­გორც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ჰოლ­დინ­გის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გია მშვი­დო­ბა­ძე გან­მარ­ტავს, „ქარ­თუ­ლი მზე“ ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი ღვი­ნოა კომ­პა­ნი­ის­თვის.

„ქარ­თუ­ლი მზე“ წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მსოფ­ლი­ოს 12 ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის აშშ-ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, ნი­დერ­ლან­დებ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ია­პო­ნი­ა­სა და სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში.

„პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე დიდი ბა­ზა­რი არის აშშ. ერთ კვი­რა­ში „ქარ­თუ­ლი მზე“ გა­მოჩ­ნდე­ბა ისე­თი დიდ და პრეს­ტი­ჟულ ამე­რი­კულ ქსელ­ში, რო­გო­რიც არის Total wine & more. კომ­პა­ნი­ას­თან ჩვენ ერთი წელი ვმუ­შა­ობ­დით და სა­ბო­ლოო შე­დე­გი მიღ­წე­უ­ლია. გარ­და ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ღვი­ნო აშშ-ის სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ მა­ღა­ზი­ა­სა და რეს­ტო­რან­შიც იყი­დე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე და­გეგ­მი­ლია 27 შტა­ტი მო­ვიც­ვათ“, - გან­მარ­ტა მან.

გია მშვი­დო­ბა­ძის თქმით, კომ­პა­ნია შე­ე­ცა­და, ფა­სის თვალ­საზ­რი­სით შე­ექ­მნა უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღვი­ნო, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის იქ­ნე­ბო­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

„ქარ­თუ­ლი მზის“ პო­ზი­ცი­ე­ბი­დან სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია რქა­წი­თე­ლი-მწვა­ნე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უცხო­ეთ­ში“, - აღ­ნიშ­ნა გია მშვი­დო­ბა­ძემ.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ჰოლ­დინ­გის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ ის რო­გორც მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, ისე მცი­რე მარ­ნე­ბის­თვის პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გზაა:

„ფეს­ტი­ვალ­ში პირ­ვე­ლად არ ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ვი­ფიქ­რეთ, წელ­საც კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ არ გა­მო­ვაკ­ლდეთ ჩვენს კო­ლე­გებს და ჩვე­ნი ღვი­ნო კი­დევ უფრო მეტ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა თუ უცხო­ელ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­ა­გე­მოვ­ნოს. ამ­დე­ნად, ჩვენ­თვის ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

გარ­და ამი­სა, ფეს­ტი­ვა­ლი ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უხ­სნის მცი­რე მარ­ნებ­საც, რო­მელ­თაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კუ­თხით უფრო შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბი აქვთ, ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გაზ­რდი­ლია, პლუს ამას ემა­ტე­ბა ტრენ­დი, რომ მცი­რე მარ­ნე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ღვი­ნი­სად­მი მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და და ვფიქ­რობ, ეს ფეს­ტი­ვა­ლი მათ­თვის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, წარ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი­ან­თი თავი და იპო­ვონ პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლე­ბი რო­გორც ჰო­რე­კა სექ­ტორ­ში, ისე სა­ცა­ლო ბა­ზარ­ზე“, - გან­მარ­ტა გია მშვი­დო­ბა­ძემ.

„ქარ­თუ­ლი მზის“ შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად და ღვი­ნის შე­სარ­ჩე­ვად მიჰ­ყე­ვით ბმულს. ამას­თან შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ 12 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში, სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა 12:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც მსხვი­ლი და მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბი, ისე ქარ­თუ­ლი ნუგ­ბა­რი და სხვა პრო­დუქ­ცია. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა სო­მე­ლი­ეს მას­ტერკლა­სი ღვი­ნის შერ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქარ­თუ­ლი ჰან­გე­ბი კი სტუმ­რე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო გან­წყო­ბა­ზე იზ­რუ­ნებს.

არ გა­მო­ტო­ვოთ შე­მოდ­გო­მის მთა­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა და გა­ი­გეთ მეტი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ!

R

ღვინო ექსპერიმენტული და გაბედული ხასიათით - „ქართული მზე“ 12 ოქტომბერს ღვინის ფესტივალზე გიმასპინძლებთ

ღვინო ექსპერიმენტული და გაბედული ხასიათით - „ქართული მზე“ 12 ოქტომბერს ღვინის ფესტივალზე გიმასპინძლებთ

12 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ წარმოდგენილი იქნება ექსპერიმენტული ღვინო „ქართული მზე“ (Georgian Sun), რომელიც თავისი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით არის ცნობილი.

ბრენდის 4 სახეობა: „თიბათვის მზე”, „გაზაფხულის მწვანე“, „დაისის წითელი“ და „წითელი ძოწი“ კარგად გამოხატავს ღვინის საინტერესო, გაბედულ ხასიათს. თითოეულ სახეობაში განსხვავებულ არომატებს, ცოცხალ შეფერილობასა და დაბალანსებულ, მაგრამ ამავდროულად ცინცხალ გემოებს აღმოაჩენთ. თითოეული ბოთლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოგზაურებთ.

„ქართული მზე“ საუკეთესო თანამგზავრია და უხდება ნებისმიერ შეკრებასა თუ ადგილს. იგი „ვაზისუბნის მამულის“ ქვებრენდია და ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა. ბრენდის ქვეშ იწარმოება ბლენდები და კუპაჟები, რომელიც გამოირჩევა უნიკალური შეფერილობითა და გემოვნური თვისებებით. მაგალითად, „ქართული მზის“ ასორტიმენტში შეხვდებით რქაწითლისა და მწვანის კუპაჟს, საფერავისა და ალექსანდროულის ბლენდს და სხვა.

როგორც ქართული ღვინის ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი გია მშვიდობაძე განმარტავს, „ქართული მზე“ ყველაზე გაყიდვადი ღვინოა კომპანიისთვის.

„ქართული მზე“ წარმოდგენილია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს 12 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ბრაზილიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

„პირველი ყველაზე დიდი ბაზარი არის აშშ. ერთ კვირაში „ქართული მზე“ გამოჩნდება ისეთი დიდ და პრესტიჟულ ამერიკულ ქსელში, როგორიც არის Total wine & more. კომპანიასთან ჩვენ ერთი წელი ვმუშაობდით და საბოლოო შედეგი მიღწეულია. გარდა ამისა, აღნიშნული ღვინო აშშ-ის სხვადასხვა სპეციალიზებულ მაღაზიასა და რესტორანშიც იყიდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 27 შტატი მოვიცვათ“, - განმარტა მან.

გია მშვიდობაძის თქმით, კომპანია შეეცადა, ფასის თვალსაზრისით შეექმნა უფრო დემოკრატიული ღვინო, რომელიც სხვადასხვა მომხმარებლისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი.

„ქართული მზის“ პოზიციებიდან სტატისტიკის თანახმად, ყველაზე პოპულარულია რქაწითელი-მწვანე, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში“, - აღნიშნა გია მშვიდობაძემ.

ქართული ღვინის ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ქართული ღვინის ფესტივალის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ის როგორც მსხვილი კომპანიებისთვის, ისე მცირე მარნებისთვის პროდუქციის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა:

„ფესტივალში პირველად არ ვიღებთ მონაწილეობას. ვიფიქრეთ, წელსაც კარგი იქნებოდა, რომ არ გამოვაკლდეთ ჩვენს კოლეგებს და ჩვენი ღვინო კიდევ უფრო მეტმა ადგილობრივმა თუ უცხოელმა მომხმარებელმა დააგემოვნოს. ამდენად, ჩვენთვის ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ფესტივალი ახალ შესაძლებლობებს უხსნის მცირე მარნებსაც, რომელთაც საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის კუთხით უფრო შეზღუდული რესურსები აქვთ, ფინანსური საშუალებებიდან გამომდინარე. ზოგადად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი გაზრდილია, პლუს ამას ემატება ტრენდი, რომ მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინისადმი მოთხოვნა გაიზარდა და ვფიქრობ, ეს ფესტივალი მათთვის კარგი შესაძლებლობაა, წარმოაჩინონ თავიანთი თავი და იპოვონ პოტენციური მყიდველები როგორც ჰორეკა სექტორში, ისე საცალო ბაზარზე“, - განმარტა გია მშვიდობაძემ.

„ქართული მზის“ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ღვინის შესარჩევად მიჰყევით ბმულს. ამასთან შეგახსენებთ, რომ „ქართული ღვინის ფესტივალი“ 12 ოქტომბერს თბილისში, სიონის ქუჩაზე გაიმართება. ღონისძიება 12:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება და წარმოდგენილი იქნება როგორც მსხვილი და მცირე მეწარმეების ტრადიციული და ექსპერიმენტული ღვინის სახეობები, ისე ქართული ნუგბარი და სხვა პროდუქცია. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სომელიეს მასტერკლასი ღვინის შერჩევასთან დაკავშირებით, ქართული ჰანგები კი სტუმრების სასიამოვნო განწყობაზე იზრუნებს.

არ გამოტოვოთ შემოდგომის მთავარი ღონისძიება და გაიგეთ მეტი ქართული ღვინის შესახებ!

R