მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 საათი გავიდა, რაც ქარიშხალი სანაპიროს მოადგა... თითქოს ინგრეოდა ყველაფერი" - რას წერს ფლორიდაში მყოფი ქართველი: ფოტოები სტიქიის ეპიცენტრიდან
"4 საათი გავიდა, რაც ქარიშხალი სანაპიროს მოადგა... თითქოს ინგრეოდა ყველაფერი" - რას წერს ფლორიდაში მყოფი ქართველი: ფოტოები სტიქიის ეპიცენტრიდან

აშშ-ის ფლო­რი­დის შტატს მე-3 კა­ტე­გო­რი­ის ქა­რიშ­ხა­ლი „მილ­ტო­ნი“ და­ა­ტყდა თავს. Fox News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფლო­რი­დის სენტ-ლუ­სი­ის ოლ­ქში სტი­ქი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი უკვე და­ფიქ­სირ­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შე­რი­ფის ოფისს არ და­უ­ზუს­ტე­ბია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ არის და­ღუპ­ვის „მრავ­ლო­ბი­თი შემ­თხვე­ვა“.

  • "მილ­ტონს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, იყოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი და­სავ­ლეთ-ცენ­ტრა­ლურ ფლო­რი­და­ში“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის ქა­რიშ­ხლე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა.

ქა­რიშ­ხალ­მა მთელ შტატ­ში ტორ­ნა­დო­ე­ბი გა­მო­იწ­ვია, ძლი­ე­რი ქა­რი­სა და წვი­მის გამო, მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბელს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ათა­სო­ბით წევ­რი ქა­რიშ­ხლის შემ­დეგ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მზად არის. პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ წი­ნას­წარ გა­ნა­ლა­გა რე­სურ­სე­ბი და ასო­ბით პერ­სო­ნა­ლი. ბა­ი­დენ­მა ფლო­რი­და კა­ტას­ტრო­ფის ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­და, რათა სტი­ქი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბა გა­ად­ვილ­დეს.

ფლო­რი­დის ქა­ლაქ ტამ­პა­ში იმ­ყო­ფე­ბა ქარ­თვე­ლი თაზო კუპ­რე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აღ­წერს ბოლო სა­ა­თე­ბის ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე.

"ტამ­პა­ში ახლა 00:20 სა­ა­თია. 4 სა­ა­თი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ქა­რიშ­ხა­ლი ფლო­რი­დის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს მო­ად­გა. სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რეთ თით­ქოს ინ­გრე­ო­და ყვე­ლა­ფე­რი, ასე­თი შეგ­რძნე­ბა იყო. ახ­ლაც გა­და­უ­ღებ­ლად წვიმს, თუმ­ცა ქარი შე­სუს­ტდა და წვი­მა­მაც იკლო. ალ­ბათ, დი­ლამ­დე ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩე­ბა. და­სუს­ტე­ბუ­ლი მილ­ტო­ნი მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის სიმ­ძლავ­რის ქა­რიშ­ხლის სტა­ტუ­სით ფლო­რი­დის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს­კენ მი­დის.

ტამ­პა­სა და მიმ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქებ­ში უშუ­ქო­დაა დარ­ჩე­ნი­ლი 1.6 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­თან შუქი არ ჩამ­ქრა­ლა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ფერ­მა მშვი­დად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ი­ა­რა. თუ რო­გორ და­ა­ზი­ა­ნა ქა­რიშ­ხალ­მა რე­გი­ო­ნი, დი­ლას გვე­ცო­დი­ნე­ბა. უკვე ისე მი­წყნარ­და, რომ მშვი­დად და­ძი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მად­ლო­ბა ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის".

ავტორი:

"4 საათი გავიდა, რაც ქარიშხალი სანაპიროს მოადგა... თითქოს ინგრეოდა ყველაფერი" - რას წერს ფლორიდაში მყოფი ქართველი: ფოტოები სტიქიის ეპიცენტრიდან

"4 საათი გავიდა, რაც ქარიშხალი სანაპიროს მოადგა... თითქოს ინგრეოდა ყველაფერი" - რას წერს ფლორიდაში მყოფი ქართველი: ფოტოები სტიქიის ეპიცენტრიდან

აშშ-ის ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს. Fox News-ის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.

გამოცემის ცნობით, შერიფის ოფისს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“.

  • "მილტონს აქვს პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, - განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა.

ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი. ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.

ფლორიდის ქალაქ ტამპაში იმყოფება ქართველი თაზო კუპრეიშვილი, რომელიც აღწერს ბოლო საათების ვითარებას ადგილზე.

"ტამპაში ახლა 00:20 საათია. 4 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ქარიშხალი ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს მოადგა. სამი საათის განმავლობაში გარეთ თითქოს ინგრეოდა ყველაფერი, ასეთი შეგრძნება იყო. ახლაც გადაუღებლად წვიმს, თუმცა ქარი შესუსტდა და წვიმამაც იკლო. ალბათ, დილამდე ყველაფერი მორჩება. დასუსტებული მილტონი მეორე კატეგორიის სიმძლავრის ქარიშხლის სტატუსით ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიდის.

ტამპასა და მიმდებარე ქალაქებში უშუქოდაა დარჩენილი 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი. საბედნიეროდ, ჩვენთან შუქი არ ჩამქრალა. შეიძლება ითქვას, ჩვენთვის ყველაფერმა მშვიდად და უმტკივნეულოდ ჩაიარა. თუ როგორ დააზიანა ქარიშხალმა რეგიონი, დილას გვეცოდინება. უკვე ისე მიწყნარდა, რომ მშვიდად დაძინება შეიძლება. მადლობა ყველას ყურადღებისა და ემოციური მხარდაჭერისთვის".