პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერაბმა ჩემი ოჯახის წევრებს აქეთ უჩივლა, რა მონანიება... ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ვიდეოს ბოლომდე ვერ ვუყურე" - რას ჰყვება 12 წლის მოზარდის პოლიტიკოსი მამა?
"მერაბმა ჩემი ოჯახის წევრებს აქეთ უჩივლა, რა მონანიება... ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ვიდეოს ბოლომდე ვერ ვუყურე" - რას ჰყვება 12 წლის მოზარდის პოლიტიკოსი მამა?

უმ­ძი­მე­სი ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ სცემს ბა­თუ­მის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში ქო­რე­ოგ­რა­ფი 12 წლის მო­ზარდს, გუ­შინ „ბა­თუ­მე­ლებ­მა“ გა­ავ­რცე­ლეს. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის კად­რებ­მა დი­ლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­იც­ვა, მე­რაბ დო­ლი­ძეა. მას ცეკ­ვის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის სამ­სა­ხუ­რი­დან უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

პე­და­გო­გი 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ასე­ვე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ. ვი­დე­ო­ში, სა­დაც 12 წლის ბიჭ­ზე მე­რაბ დო­ლი­ძე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობს, ჩანს, რომ სხვა ბავ­შვე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში დო­ლი­ძე ამ­ბობს, რომ მომ­ხდარს ნა­ნობს. მისი თქმით, ოჯახს პა­ტი­ე­ბაც სთხო­ვა...

  • სხვა რა­მეს გვიყ­ვე­ბა მო­ზარ­დის მამა გოჩა მე­ლა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბია პო­ლი­ტი­კა­შია. ბა­ტო­ნი გოჩა ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბის დროს ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი იყო. ახლა კი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წარ­მო­ად­გენს.

პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც წლე­ბია სხვის ოჯა­ხებს იცავს, ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი ვერ და­იც­ვა და იმის­თვის, რომ მო­ძა­ლა­დე ქო­რე­ოგ­რა­ფი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად და­ი­სა­ჯოს, მე­დი­ის ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და.

- ერთი თვეა ჯო­ჯო­ხეთ­ში ვცხოვ­რობთ, ეს ფაქ­ტი 10 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. იმ დღეს, მე­უღ­ლის თხოვ­ნით, ცეკ­ვი­დან ბავ­შვის გა­მო­საყ­ვა­ნად ოჯა­ხის რძა­ლი მი­ვი­და. ჩემი შვი­ლი გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი და ნამ­ტი­რა­ლე­ვი დახ­ვდა. რძალ­მა ჩემს მე­უღ­ლეს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ბიჭი პე­და­გოგ­მა სცე­მა. მე­უღ­ლემ სთხო­ვა, არ წა­სუ­ლი­ყო, მეც მო­ვალ და გა­ვარ­კვევ, რა­ში­აო საქ­მე. მე­რაბ დო­ლი­ძე ჩემს რძალს ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად ესა­უბ­რა, 15 წუთ­ში, რო­დე­საც მე­უღ­ლე მი­ვი­და, ეს კაცი წა­სუ­ლი დახ­ვდა.

- თქვენ რო­გორ გა­ი­გეთ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ?

- რო­დე­საც და­მი­რე­კეს, სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი. ადრე ჰქონ­და ამ კაცს ბავ­შვებ­თან თავ­ში წა­მორ­ტყმის ფაქ­ტე­ბი. ჩემი დის შვი­ლიც იქ სწავ­ლობს. მი­ვე­დი, გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ არას­წო­რი იყო ასე­თი საქ­ცი­ე­ლი. მშვი­დო­ბი­ა­ნად დავ­შორ­დით. ამი­ტომ ოჯახს ვუ­თხა­რი, არ ინერ­ვი­უ­ლოთ, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი აზ­ვი­ა­დებს, მე მი­ვალ და ვნა­ხავ-მეთ­ქი.

მე­უღ­ლემ და ჩემ­მა დამ მე­ო­რე დღეს გა­და­წყვი­ტეს თა­ვად მი­სუ­ლიყ­ვნენ. დარ­ბა­ზის კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნეს, რე­პე­ტი­ცია ჰქონ­და. მე­უღ­ლემ აუხ­სნა, რომ ბავ­შვის დედა იყო და აინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ სცე­მა მისი შვი­ლი. პე­და­გო­გი მა­შინ­ვე შე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვი­და, იქამ­დეც მი­ვი­და საქ­მე, რომ ჩემი და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პო­ლი­ცი­ა­ში და­ე­რე­კა. მე­უღ­ლემ მი­თხრა, შუ­ა­ში ჩავ­დე­ქიო, ტე­ლე­ფონს ხე­ლი­დან მარ­თმევ­და, არ დამ­ღუ­პოო.

მე რომ და­მი­რე­კეს, უკვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყ­ვნენ. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, ამო­ი­ღეს ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც მა­შინ ჩვენ­თვის არ მო­უ­ცი­ათ. ბავ­შვის ექ­სპერ­ტი­ზა ექ­ვსი დღის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რომ პა­ტიმ­რო­ბას ვი­თხოვ­დი და ქო­რე­ოგ­რა­ფი უმ­კაც­რე­სად უნდა დას­ჯი­ლი­ყო. წლე­ბია, რაც სხვე­ბის ოჯა­ხებს ვი­ცავ და გა­მო­დის, ჩემი ოჯა­ხი ვერ და­მიც­ვია-თქო. ეს უნდა იყოს სა­მა­გა­ლი­თო და უნდა და­ი­სა­ჯოს კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს სხვა პრო­კუ­რო­რი მო­ვი­და, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლოს 5 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი მი­მარ­თა. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვილ­მა 2 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვა ეს სა­მარ­ცხვი­ნო არ­სე­ბა გა­რეთ. მე­რაბ დო­ლი­ძემ შემ­დეგ აიყ­ვა­ნა ად­ვო­კა­ტი, რო­მელ­მაც ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს აქეთ უჩივ­ლა. რის მო­ნა­ნი­ე­ბა, სა­პა­სუ­ხო სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა.

- ის ასე­ვე ამ­ბობს, რომ დედა ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი და ნერ­ვე­ბი ვერ მო­თო­კა, ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ კონ­ფლიქ­ტამ­დე თქვე­ნი შვი­ლი სხვა ბავ­შვს სცემ­და?

- ნამ­დვი­ლად გი­დას­ტუ­რებთ, რომ ბავ­შვებს შო­რის რა­ღაც მოხ­და. ის ბავ­შვი დიდი ხნის მო­ცეკ­ვა­ვე იყო, ჩემი შვი­ლი ახა­ლი მი­სუ­ლია. შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რომ ჩემი შვი­ლი რა­ღაც ილეთს ვერ აკე­თებ­და და ბავ­შვებ­მა იჩხუ­ბეს. ეს იყო რი­გი­თი ბავ­შვე­ბის ქიშ­პო­ბა. ჩემი ოჯა­ხი მი­ვი­და იმ ბავ­შვის მშობ­ლებ­თან და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამ დროს, ამ კაც­მა იმის მშობ­ლებს შე­უთ­ვა­ლა, ხომ ნა­ხეთ, თქვე­ნი შვი­ლის გამო რა და­მე­მარ­თა და ახლა თქვენც იმოქ­მე­დე­თო.

- რას ამ­ბო­ბენ სხვა მშობ­ლე­ბი, იქამ­დეც ძა­ლა­დობ­და პე­და­გო­გი ბავ­შვებ­ზე?

- დიახ, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ ძა­ლა­დობ­და. იყო თავ­ში წა­მორ­ტყმე­ბი, პულ­ტის დარ­ტყმე­ბი. პი­რად სა­უბ­რებ­ში ყვე­ლა ადას­ტუ­რებს, ყვე­ლა ელო­დე­ბა, რომ და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლა და გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თვა არ სურთ. მეტ­საც გე­ტყვით, ჩემს დას უთხრა მე­რაბ­მა, რომ დარ­ბაზ­ში ფან­ჯრის რა­ფას­თან მყავ­და და იქ კა­მე­რე­ბი ვერ ხე­დავს და ფე­ხებ­საც ვერ მომ­ჭამ­თო. მეს­მის ფაქ­ტია, ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს ვთხოვ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას.

- ვი­დეო რო­გორ გახ­და სა­ჯა­რო?

- მე მი­ვი­ტა­ნე "ბა­თუ­მე­ლებ­ში". ვუ­თხა­რი, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია ამ ფაქტს ისე არ დავ­ტო­ვებ-თქო და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე. საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა, მშობ­ლებს, ქა­ლაქს ვთხოვ დახ­მა­რე­ბას, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ვალ და იქ გავ­მარ­თავ ბრი­ფინგს. სამი შვი­ლი მყავს და მხო­ლოდ 7 წა­მი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი ვნა­ხე და ბო­ლომ­დე ვერ ვუ­ყუ­რე.

- ხუ­ლოს ყო­ფი­ლი მერი ხართ, ახლა პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რი, ამას ხომ არ აბ­რა­ლებთ, რომ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ გაქ­ცე­ვენ?

- მე მთე­ლი ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვიწ­რო­ე­ბის მეტი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ამ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს. ჩემი შვი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შვი­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, არ მო­მი­წევ­და სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლა და ეგ კაცი მი­ი­ღებ­და დამ­სა­ხუ­რე­ბულ სას­ჯელს.

- ბავ­შვი ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია?

- ფსი­ქო­ლო­გე­ბი ჩავ­რთეთ, რად­გან მა­მი­დას მო­უყ­ვა, რომ სიზ­მარ­ში ნახა, რო­გორ ავი­და მას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­ტო­ბუს­ში, არ მინ­და ცი­ხე­შიო და მცე­მაო. ლაღი, ცელ­ქი ბავ­შვია, ცეკ­ვა­ზე იმი­ტომ მი­ვიყ­ვა­ნე, რომ მერე ძი­უ­დო­ზე შე­მეყ­ვა­ნა, მუხ­ლე­ბი გა­უ­მაგრდეს-თქო. ეს ხომ რა­ღაც კერ­ძო სტრუქ­ტუ­რა არ იყო, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე სას­წავ­ლე­ბელ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს მი­ვა­ბა­რე ბავ­შვი, სა­დაც ასე მო­ექ­ცნენ. ამ საქ­მეს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვან ბო­ლომ­დე. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე სახე და სა­ხელ­მწი­ფოს მი­ვან­დე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის წინ, თუ­ნუ­ქის ფურ­ცლის გაჭ­რა­ზე ცი­ხე­ში იჭე­რენ ბავ­შვებს და რა­ტომ უნდა გა­მო­უშ­ვან 2 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი 12 წლის ბავ­შვზე მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პარტაქტივისტი.
0

დიდი ნახტომი გაუკეთებია, ბატონ გოჩას! შევეშვაქთ პარტიობანას!

ნეიტრალური...
1

მასწავლებლის საქციელს არანაირი გამართლება არაქვს...ზოგადად მშობლებმა ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს...ზოგი მათგანი ცდილობს აკონტროლონ სხვები და სერიოზულად ჩაგრავენ..უტვინოებმა მანდატურების უფლებები რომჩამოართვეს და ფორმალურად დატოვეს სკოლებში, ამაზე დაფიქრებულხართ...

ავტორი:

"მერაბმა ჩემი ოჯახის წევრებს აქეთ უჩივლა, რა მონანიება... ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ვიდეოს ბოლომდე ვერ ვუყურე" - რას ჰყვება 12 წლის მოზარდის პოლიტიკოსი მამა?

"მერაბმა ჩემი ოჯახის წევრებს აქეთ უჩივლა, რა მონანიება... ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ვიდეოს ბოლომდე ვერ ვუყურე" - რას ჰყვება 12 წლის მოზარდის პოლიტიკოსი მამა?

უმძიმესი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ქორეოგრაფი 12 წლის მოზარდს, გუშინ „ბათუმელებმა“ გაავრცელეს. მასწავლებელი, რომლის კადრებმა დილიდან სოციალური ქსელები მოიცვა, მერაბ დოლიძეა. მას ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.

პედაგოგი 2000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლომ. ვიდეოში, სადაც 12 წლის ბიჭზე მერაბ დოლიძე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობს, ჩანს, რომ სხვა ბავშვებიც ესწრებიან.

Ambebi.ge-სთან ინტერვიუში დოლიძე ამბობს, რომ მომხდარს ნანობს. მისი თქმით, ოჯახს პატიებაც სთხოვა...

  • სხვა რამეს გვიყვება მოზარდის მამა გოჩა მელაძე, რომელიც წლებია პოლიტიკაშია. ბატონი გოჩა ოცნების მთავრობის დროს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი იყო. ახლა კი გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ წარმოადგენს.

პოლიტიკოსი, რომელიც წლებია სხვის ოჯახებს იცავს, ამბობს, რომ საკუთარი ოჯახი ვერ დაიცვა და იმისთვის, რომ მოძალადე ქორეოგრაფი დამსახურებულად დაისაჯოს, მედიის ჩარევა დასჭირდა.

- ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ეს ფაქტი 10 სექტემბერს მოხდა. იმ დღეს, მეუღლის თხოვნით, ცეკვიდან ბავშვის გამოსაყვანად ოჯახის რძალი მივიდა. ჩემი შვილი განერვიულებული და ნამტირალევი დახვდა. რძალმა ჩემს მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ბიჭი პედაგოგმა სცემა. მეუღლემ სთხოვა, არ წასულიყო, მეც მოვალ და გავარკვევ, რაშიაო საქმე. მერაბ დოლიძე ჩემს რძალს ძალიან აგრესიულად ესაუბრა, 15 წუთში, როდესაც მეუღლე მივიდა, ეს კაცი წასული დახვდა.

- თქვენ როგორ გაიგეთ მომხდარის შესახებ?

- როდესაც დამირეკეს, სამსახურში ვიყავი. ადრე ჰქონდა ამ კაცს ბავშვებთან თავში წამორტყმის ფაქტები. ჩემი დის შვილიც იქ სწავლობს. მივედი, გავაფრთხილე, რომ არასწორი იყო ასეთი საქციელი. მშვიდობიანად დავშორდით. ამიტომ ოჯახს ვუთხარი, არ ინერვიულოთ, შეიძლება ბავშვი აზვიადებს, მე მივალ და ვნახავ-მეთქი.

მეუღლემ და ჩემმა დამ მეორე დღეს გადაწყვიტეს თავად მისულიყვნენ. დარბაზის კარზე დაუკაკუნეს, რეპეტიცია ჰქონდა. მეუღლემ აუხსნა, რომ ბავშვის დედა იყო და აინტერესებდა, რატომ სცემა მისი შვილი. პედაგოგი მაშინვე შეტევაზე გადმოვიდა, იქამდეც მივიდა საქმე, რომ ჩემი და იძულებული გახდა, პოლიციაში დაერეკა. მეუღლემ მითხრა, შუაში ჩავდექიო, ტელეფონს ხელიდან მართმევდა, არ დამღუპოო.

მე რომ დამირეკეს, უკვე განყოფილებაში იყვნენ. გამოძიება დაიწყო, ამოიღეს ჩანაწერები, რომელიც მაშინ ჩვენთვის არ მოუციათ. ბავშვის ექსპერტიზა ექვსი დღის შემდეგ დაინიშნა. პროკურატურაში მივედი და ვუთხარი, რომ პატიმრობას ვითხოვდი და ქორეოგრაფი უმკაცრესად უნდა დასჯილიყო. წლებია, რაც სხვების ოჯახებს ვიცავ და გამოდის, ჩემი ოჯახი ვერ დამიცვია-თქო. ეს უნდა იყოს სამაგალითო და უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით-მეთქი. მეორე დღეს სხვა პროკურორი მოვიდა, რომელმაც სასამართლოს 5 ათას ლარიანი გირაოთი მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბეჟანიშვილმა 2 ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვა ეს სამარცხვინო არსება გარეთ. მერაბ დოლიძემ შემდეგ აიყვანა ადვოკატი, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრებს აქეთ უჩივლა. რის მონანიება, საპასუხო საჩივარი შეიტანა.

- ის ასევე ამბობს, რომ დედა ჰყავდა გარდაცვლილი და ნერვები ვერ მოთოკა, ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტამდე თქვენი შვილი სხვა ბავშვს სცემდა?

- ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ბავშვებს შორის რაღაც მოხდა. ის ბავშვი დიდი ხნის მოცეკვავე იყო, ჩემი შვილი ახალი მისულია. შელაპარაკება მოხდა, რომ ჩემი შვილი რაღაც ილეთს ვერ აკეთებდა და ბავშვებმა იჩხუბეს. ეს იყო რიგითი ბავშვების ქიშპობა. ჩემი ოჯახი მივიდა იმ ბავშვის მშობლებთან და გაოგნებულები არიან. ამ დროს, ამ კაცმა იმის მშობლებს შეუთვალა, ხომ ნახეთ, თქვენი შვილის გამო რა დამემართა და ახლა თქვენც იმოქმედეთო.

- რას ამბობენ სხვა მშობლები, იქამდეც ძალადობდა პედაგოგი ბავშვებზე?

- დიახ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ძალადობდა. იყო თავში წამორტყმები, პულტის დარტყმები. პირად საუბრებში ყველა ადასტურებს, ყველა ელოდება, რომ დაისაჯოს, მაგრამ პოლიციაში მისვლა და გამოძიებაში ჩართვა არ სურთ. მეტსაც გეტყვით, ჩემს დას უთხრა მერაბმა, რომ დარბაზში ფანჯრის რაფასთან მყავდა და იქ კამერები ვერ ხედავს და ფეხებსაც ვერ მომჭამთო. მესმის ფაქტია, ყველგან ყველაფერი ხდება, მაგრამ სახელმწიფოს ვთხოვ მართლმსაჯულებას.

- ვიდეო როგორ გახდა საჯარო?

- მე მივიტანე "ბათუმელებში". ვუთხარი, რომ გამორიცხულია ამ ფაქტს ისე არ დავტოვებ-თქო და დახმარება ვთხოვე. საქმე საქმეზე რომ მიდგება, მშობლებს, ქალაქს ვთხოვ დახმარებას, გენერალური პროკურატურაში ჩავალ და იქ გავმართავ ბრიფინგს. სამი შვილი მყავს და მხოლოდ 7 წამიანი მონაკვეთი ვნახე და ბოლომდე ვერ ვუყურე.

- ხულოს ყოფილი მერი ხართ, ახლა პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ამას ხომ არ აბრალებთ, რომ სათანადო ყურადღებას არ გაქცევენ?

- მე მთელი ექვსი წლის განმავლობაში შევიწროების მეტი არაფერი მინახავს, მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტზე მტკიცებულება არ მაქვს. ჩემი შვილი ნებისმიერი მაღალჩინოსნის შვილი რომ ყოფილიყო, არ მომიწევდა საჯაროდ გამოსვლა და ეგ კაცი მიიღებდა დამსახურებულ სასჯელს.

- ბავშვი ახლა რა მდგომარეობაშია?

- ფსიქოლოგები ჩავრთეთ, რადგან მამიდას მოუყვა, რომ სიზმარში ნახა, როგორ ავიდა მასწავლებელი ავტობუსში, არ მინდა ციხეშიო და მცემაო. ლაღი, ცელქი ბავშვია, ცეკვაზე იმიტომ მივიყვანე, რომ მერე ძიუდოზე შემეყვანა, მუხლები გაუმაგრდეს-თქო. ეს ხომ რაღაც კერძო სტრუქტურა არ იყო, ქალაქის ცენტრში მდებარე სასწავლებელში, სახელმწიფოს მივაბარე ბავშვი, სადაც ასე მოექცნენ. ამ საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. მაქსიმალურად შევინარჩუნე სახე და სახელმწიფოს მივანდე მართლმსაჯულება. პარლამენტის წინ, თუნუქის ფურცლის გაჭრაზე ციხეში იჭერენ ბავშვებს და რატომ უნდა გამოუშვან 2 ათას ლარიანი გირაოთი 12 წლის ბავშვზე მოძალადე ადამიანი.

წაიკითხეთ ასევე: