პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა ბეირუთზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, დაიღუპა “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის“ სამი წევრი - ბოლო ცნობები
ისრაელმა ბეირუთზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, დაიღუპა “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის“ სამი წევრი - ბოლო ცნობები

ის­რა­ელ­მა ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუთ­ზე დღეს დი­ლით ავი­ა­დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ლი­ბან­ში არ­სე­ბულ­მა “პა­ლეს­ტი­ნის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხალ­ხო ფრონტმა“ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად, მისი სამი წევ­რი და­ი­ღუ­პა.

“პა­ლეს­ტი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხალ­ხო ფრონტმა“ პი­რო­ბა დადო, რომ “გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გზას მა­ნამ, სა­ნამ ოკუ­პა­ცია არ გა­ნად­გურ­დე­ბა, რაც არ უნდა დიდი დრო დას­ჭირ­დეს და რამ­ხე­ლა მსხვერ­პლიც არ უნდა დას­ჭირ­დეს“.

  • ამას­თან, დაჯ­გუ­ფე­ბა “ჰა­მა­სმა“ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის მიერ ლი­ბა­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად ლი­ბან­ში მისი ლი­დე­რი, ფა­ტეჰ შე­რიფ აბუ ელ-ამი­ნი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ი­ღუპ­ნენ.

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავი­ა­დარ­ტყმა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ზედა სარ­თულ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

“ის­რა­ე­ლის მიერ, ლი­ბან­ში “ჰეზ­ბო­ლას“ წი­ნა­აღ­მდეგ და იე­მენ­ში - ჰუ­სი­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის მზარ­დი სიხ­ში­რე იწ­ვევს შიშს, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ბრძო­ლა შე­იძ­ლე­ბა კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­დეს“, - წერს გა­მო­ცე­მა.

“პა­ლეს­ტი­ნის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხალ­ხო ფრონ­ტი“ (PFLP) არის კი­დევ ერთი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლებ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 1000-ზე მეტი ლი­ბა­ნე­ლი და­ი­ღუ­პა და 6000 და­იჭ­რა. მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა, მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­ხუ­თედ­მა, და­ტო­ვა სახ­ლე­ბი.

ის­რა­ე­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის შე­დე­გად, ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰეზ­ბო­ლას მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი - მათ შო­რის მისი ლი­დე­რი სე­ი­ედ ჰა­სან ნას­რა­ლა და­ი­ღუპ­ნენ.

ის­რა­ელ­მა პი­რო­ბა დადო, რომ გა­აგ­რძე­ლებს ოპე­რა­ცი­ებს, რად­გან სურს, რომ მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ჩრდი­ლო­ე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი კვლავ უსაფრ­თხო გა­ხა­დოს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

ისრაელმა ბეირუთზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, დაიღუპა “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის“ სამი წევრი - ბოლო ცნობები

ისრაელმა ბეირუთზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, დაიღუპა “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის“ სამი წევრი - ბოლო ცნობები

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე დღეს დილით ავიადარტყმები განახორციელა.

ლიბანში არსებულმა “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტმა“ განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად, მისი სამი წევრი დაიღუპა.

“პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტმა“ პირობა დადო, რომ “გააგრძელებს ბრძოლისა და წინააღმდეგობის გზას მანამ, სანამ ოკუპაცია არ განადგურდება, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს და რამხელა მსხვერპლიც არ უნდა დასჭირდეს“.

  • ამასთან, დაჯგუფება “ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად ლიბანში მისი ლიდერი, ფატეჰ შერიფ აბუ ელ-ამინი და მისი ოჯახის წევრები დაიღუპნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, ავიადარტყმა საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზე განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ისრაელის სამხედროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

“ისრაელის მიერ, ლიბანში “ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და იემენში - ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების მზარდი სიხშირე იწვევს შიშს, რომ ახლო აღმოსავლეთის ბრძოლა შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“, - წერს გამოცემა.

“პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტი“ (PFLP) არის კიდევ ერთი დაჯგუფება, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, განხორციელებული თავდასხმების შედეგად ბოლო ორი კვირის განმავლობაში 1000-ზე მეტი ლიბანელი დაიღუპა და 6000 დაიჭრა. მთავრობამ განაცხადა, რომ მილიონმა ადამიანმა, მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედმა, დატოვა სახლები.

ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰეზბოლას მაღალი თანამდებობის პირები - მათ შორის მისი ლიდერი სეიედ ჰასან ნასრალა დაიღუპნენ.

ისრაელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ოპერაციებს, რადგან სურს, რომ მაცხოვრებლებისთვის ჩრდილოეთის ტერიტორიები კვლავ უსაფრთხო გახადოს.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"