პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გულშემატკივრების ზღვა, გადავსებული აეროპორტი და გაოცებული ჩემპიონი - როგორც დახვდნენ ქართველები მერაბ დვალიშვილს, რომელმაც სამშობლოში UFC-ის სანუკვარი ქამარი ჩამოიტანა
გულშემატკივრების ზღვა, გადავსებული აეროპორტი და გაოცებული ჩემპიონი - როგორც დახვდნენ ქართველები მერაბ დვალიშვილს, რომელმაც სამშობლოში UFC-ის სანუკვარი ქამარი ჩამოიტანა

UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია.

მას აე­რო­პორ­ტში ქარ­თვე­ლი და უცხო ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი დახ­ვდნენ. ხალ­ხმრავ­ლო­ბის გამო, და­ძა­ბულ მო­ლო­დინ­თან ერ­თად, აე­რო­პორ­ტის მო­საც­დელ დარ­ბაზ­ში სა­ზე­ი­მო მუხ­ტი სუ­ფევ­და.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს, რო­მელ­მაც სამ­შობ­ლო­ში UFC-ის სა­ნუკ­ვა­რი ქა­მა­რი ჩა­მო­ი­ტა­ნა, ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბიც შე­ე­გებ­ნენ.

  • “ამას არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი და ქა­მა­რი ჩე­მია.

მინ­და, რომ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად შე­ვიგ­რძნო ეს გა­მარ­ჯვე­ბა. არ­სად არ იგ­რძნო­ბა გა­მარ­ჯვე­ბა ისე, რო­გორც სამ­შობ­ლო­ში და მად­ლო­ბა ყვე­ლას. ეს ჩვე­ნი სა­ერ­თო გა­მარ­ჯვე­ბაა და კი­დევ ბევ­რჯერ გა­ვა­კე­თებ იმას, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და დვა­ლიშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს UFC-ის კი­დევ ერთი ჩემ­პი­ო­ნი ჰყავს. ილია თო­ფუ­რი­ას შემ­დეგ, ჩემ­პი­ო­ნის ქა­მა­რი მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა.

ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში შონ ო'მა­ლის და­უ­პი­რის­პირ­და. უშა­ღა­ვა­თო ბრძო­ლა მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის სრუ­ლი დო­მი­ნა­ცი­ით წა­რი­მარ­თა და სა­ბო­ლო­ოდ, ქარ­თვე­ლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი მე­ო­რე ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია, რო­მე­ლიც UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი ილია თო­ფუ­რია გახ­და.

33 წლის დვა­ლიშ­ვი­ლი ქამ­რის­თვის ბრძო­ლამ­დე 10-მატ­ჩი­ა­ნი მო­გე­ბა­თა სე­რი­ით მი­ვი­და. მან UFC-ის სამი ყო­ფი­ლი ჩემ­პი­ო­ნი – ჟოზე ალდო, პი­ტერ იანი და ჰენ­რი სე­ხუ­დო და­ა­მარ­ცხა.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­ტო­ქეს, 29 წლის ამე­რი­კელ­მა სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ქა­მა­რი 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში მო­ი­პო­ვა და მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა. დვა­ლიშ­ვი­ლის ბრძო­ლა ქამ­რის­თვის ლას ვე­გას­ში, "სფე­როს“ უნი­კა­ლურ არე­ნა­ზე ჩა­ტარ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sagmeli
5

მუშტი უცრის ,ცოტა ენას თუ დაიმოკლებს, არ იქნება ურიგო!

გიორგი
2

საინტერესოა მაგ ხალხიდან მანდ რომ მიქუჩდნენ,რამდენი მივა ტალახაძის დასახვედრად მეოთხედ თუ აიღო ოლიმპიური ოქრო? :)))

ავტორი:

გულშემატკივრების ზღვა, გადავსებული აეროპორტი და გაოცებული ჩემპიონი - როგორც დახვდნენ ქართველები მერაბ დვალიშვილს, რომელმაც სამშობლოში UFC-ის სანუკვარი ქამარი ჩამოიტანა

გულშემატკივრების ზღვა, გადავსებული აეროპორტი და გაოცებული ჩემპიონი - როგორც დახვდნენ ქართველები მერაბ დვალიშვილს, რომელმაც სამშობლოში UFC-ის სანუკვარი ქამარი ჩამოიტანა

UFC-ის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.

მას აეროპორტში ქართველი და უცხო ქვეყნის გულშემატკივრები დახვდნენ. ხალხმრავლობის გამო, დაძაბულ მოლოდინთან ერთად, აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში საზეიმო მუხტი სუფევდა.

მერაბ დვალიშვილს, რომელმაც სამშობლოში UFC-ის სანუკვარი ქამარი ჩამოიტანა, ქართველი მომღერლებიც შეეგებნენ.

  • “ამას არაფერი შეედრება, მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ქამარი ჩემია.

მინდა, რომ ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში და მადლობა ყველას. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა და კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია,“ - განაცხადა დვალიშვილმა მედიასთან.

საქართველოს UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს. ილია თოფურიას შემდეგ, ჩემპიონის ქამარი მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა.

ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო'მალის დაუპირისპირდა. უშაღავათო ბრძოლა მერაბ დვალიშვილის სრული დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ, ქართველის გამარჯვებით დასრულდა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.

33 წლის დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

რაც შეეხება მის მეტოქეს, 29 წლის ამერიკელმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა. დვალიშვილის ბრძოლა ქამრისთვის ლას ვეგასში, "სფეროს“ უნიკალურ არენაზე ჩატარდა.

იხილეთ ასევე: