პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს პრემიერი გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ?
რა განცხადებას ავრცელებს პრემიერი გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­წუ­ხა­როს უწო­დებს.

კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბის­თვის.მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზე მისი საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­მი­ნის­ტრომ არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

გი­ორ­გის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნაკ­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის და მთლი­ა­ნად, მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის.

შე­სა­ბა­მი­სად, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­კი­დე­ბით. გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარს ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს კერ­ძო სექ­ტორ­ში, სა­დაც ის პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბამ­დე ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნობ­და" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა დღეს ბრი­ფინგზე თქვა, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.

ამი­ლახ­ვა­რი 2023 წლის 20 მარტს და­ი­ნიშ­ნა, ის იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა. ამი­ლახ­ვარ­მა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი შეც­ვა­ლა.

ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს პრემიერი გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ?

რა განცხადებას ავრცელებს პრემიერი გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, სამწუხაროს უწოდებს.

კობახიძის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის.მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა.

გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის.

შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგა.

ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა, ის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარმა აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.