პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლებლობები, რომელსაც კახეთის რეგიონში პირველი პოლიგრაფიული საწარმო "ფავორიტი/კოლორპაკი" ქმნის
შესაძლებლობები, რომელსაც კახეთის რეგიონში პირველი პოლიგრაფიული საწარმო "ფავორიტი/კოლორპაკი" ქმნის

მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სა­წარ­მო „ფა­ვო­რი­ტი/კო­ლორ­პა­კი“ ფარ­თოვ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში იწყებს ოპე­რი­რე­ბას. კომ­პა­ნი­ამ პირ­ვე­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი სა­წარ­მო კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, თე­ლავ­ში გახ­სნა, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნესს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯე­ბით მი­ი­ღოს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი და სა­რეკ­ლა­მო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე თე­ლავ­ში „ფა­ვო­რი­ტი/კო­ლორ­პა­კის“ სა­წარ­მო აღ­ჭურ­ვი­ლია წამ­ყვა­ნი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი და­ნად­გა­რე­ბით, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­სა თუ სა­ცა­ლო მომ­ხმა­რებ­ლებს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. და­ნად­გა­რებ­ზე იბეჭ­დე­ბა რო­გორც პრე­სა და წიგ­ნე­ბი, ისე სა­რეკ­ლა­მო და კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ცია, შე­ფუთ­ვე­ბი და ეტი­კე­ტე­ბი, დი­დტი­რა­ჟი­ა­ნი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, თე­მა­ტუ­რი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ეტი­კე­ტე­ბი, ყუ­თე­ბი და სხვა სა­ხის პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მი.

უფრო დე­ტა­ლუ­რად, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შექ­მნის „ფა­ვო­რი­ტი/კო­ლორ­პა­კი“ კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი სან­დრო გა­ხე­ლა­ძე სა­უბ­რობს:

რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უქ­მნის რე­გი­ო­ნულ ბიზ­ნესს პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სა­წარ­მოს თე­ლავ­ში ამოქ­მე­დე­ბა?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ასე­თი მას­შტა­ბის პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სა­წარ­მო გას­ცდა დე­და­ქა­ლაქს და რე­გი­ონ­ში ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შექ­მნა. ჩვე­ნი ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა ღვი­ნის შე­ფუთ­ვაა, იქ­ნე­ბა ეს ეტი­კე­ტი, ჩაჩი, სა­ცო­ბი და სხვა. შე­სა­ბა­მი­სად, რე­გი­ო­ნის შერ­ჩე­ვი­სას ბევ­რი არ გვი­ფიქ­რია. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია უფრო მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გაგ­ვე­ხა­და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბის­თვის, რა­საც ვფიქ­რობ, კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში მი­ვაღ­წი­ეთ.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­წარ­მოს გა­ფარ­თო­ე­ბა ერთი მხრივ „ფა­ვო­რი­ტი/კო­ლორ­პა­კის­თვის“ და მე­ო­რე მხრივ, კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის­თვის?

ბუ­ნებ­რი­ვია, კა­ხეთ­ში ახა­ლი სა­წარ­მოს გახ­სნა მხო­ლოდ „ფა­ვო­რი­ტი/კო­ლორ­პა­კის“ წარ­მა­ტე­ბა არ არის. ჩვე­ნი ოპე­რი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას. სა­წარ­მო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვია. და­გეგ­მი­ლი გვაქვს, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი რი­ცხვი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლით გავ­ზარ­დოთ.

რე­გი­ო­ნუ­ლი სა­წარ­მოს ამოქ­მე­დე­ბა ერთი მხრივ, ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უხ­სნის რო­გორც „ფა­ვო­რი­ტი/კო­ლორ­პაკს“, ისე კა­ხეთს, სა­დაც ღვი­ნის ეტი­კე­ტებ­ზე, აქ­სე­სუ­ა­რებ­სა და შე­ფუთ­ვებ­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნაა. სა­წარ­მო მსხვილ ბიზ­ნეს­სა თუ მცი­რე მარ­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ად­გილ­ზე შე­უკ­ვე­თონ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი პრო­დუქ­ცია და და­ზო­გონ ლო­გის­ტი­კი­სა თუ იმ­პორ­ტის ხარ­ჯე­ბი.

უფრო დე­ტა­ლუ­რად, რა სა­ხის პო­ლიგ­რა­ფი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს ბიზ­ნესს ფა­ვო­რი­ტი/კო­ლორ­პა­კის ახა­ლი სა­წარ­მო თე­ლავ­ში?

თე­ლა­ვის ფი­ლი­ალ­ში ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. ად­გილ­ზე შეგ­ვიძ­ლია და­ვამ­ზა­დოთ: ღვი­ნის ეტი­კე­ტე­ბი, სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თე­ბი, ფლა­ე­რე­ბი და სტი­კე­რე­ბი, მი­სა­ლო­ცი ბა­რა­თე­ბი და მო­საწ­ვე­ვე­ბი, გარე რეკ­ლა­მა და სხვა სა­რეკ­ლა­მო მა­სა­ლე­ბი.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია კა­ხე­თის ფი­ლი­ა­ლის კი­დევ უფრო მე­ტად გაზ­რდა და გან­ვი­თა­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მალე ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი თე­ლავ­ში მი­ი­ღებს ყვე­ლა იმ სერ­ვისს, რა­საც აქამ­დე მხო­ლოდ თბი­ლის­ში ვთა­ვა­ზობ­დით.

„ფა­ვო­რი­ტი/კო­ლორ­პა­კი“ ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სია, რო­მელ­მაც დიდ­წი­ლად ჩა­ა­ნაც­ვლა იმ­პორ­ტი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ბა კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის?

„ფა­ვო­რი­ტი/კო­ლორ­პა­კი“ უკვე 30 წელ­ზე მე­ტია, რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზეა და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებს პირ­ვე­ლო­ბას. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა იყო განვვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვით ექ­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია უკვე აქ­ტი­უ­რად გა­დის რო­გორც ევ­რო­პა­ში, ისე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ამას­თან, შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბი­სა თუ ეტი­კე­ტე­ბის იმ­პორ­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­ვა­ნაც­ვლეთ.

„ფა­ვო­რი­ტი/კო­ლორ­პა­კი“ აგ­რძე­ლებს გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე სვლას. მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ნად­გა­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბა და კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ პრო­დუქ­ცი­ის მა­ღალ ხა­რისხზე აი­სა­ხე­ბა.

ხარჯთე­ფექ­ტუ­რო­ბის კუ­თხით რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ბიზ­ნესს შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბი­სა და სხვა პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტი არ უწევ­დეს?

დღეს მსოფ­ლიო თან­ხმდე­ბა, რომ პრო­დუქ­ტის გა­ყიდ­ვი­სას უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მისი შე­ფუთ­ვა რო­გორც ხა­რის­ხის, ისე ვი­ზუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ჩვენ მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზოთ ინო­ვა­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გას­ცდე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ბეჭდ­ვის სა­ზღვრებს. ამის დას­ტუ­რია HP-ს სა­ბეჭ­დი და­ნად­გა­რი „ინ­დი­გო 20 000“, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში სულ 60-ია და მათ შო­რის ერთ-ერთი სა­ქარ­თვე­ლო­ში, „კო­ლორ­პა­კის“ სა­წარ­მო­ში გვაქვს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­წარ­მოს და­ე­მა­ტა კრაფ­ტის ჩან­თე­ბის და­ნად­გა­რი, რაც ად­გი­ლობ­რივ მე­წარ­მე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, თურ­ქე­თის ნაც­ვლად შეკ­ვე­თე­ბი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნა­თავ­სონ, რაც ბიზ­ნე­სის­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რია. ამას­თან, ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბაა, რაც ჩვე­ნი უცხო­ე­ლი კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გა­ნაც კი გა­მოგ­ვარ­ჩევს.

სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი სწო­რედ იმ­პორ­ტის სრუ­ლად ჩა­ნაც­ვლე­ბაა და დღეს რთუ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა სერ­ვი­სი ან პრო­დუქ­ტი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც ჩვენს სა­წარ­მო­ში ვერ მი­ი­ღებთ.

და­ბო­ლოს, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ზრდის კუ­თხით, რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით „ფა­ვო­რი­ტი/კო­ლორ­პა­კის“ წარ­მო­ე­ბა თით­ქმის 40 ათას კვად­რა­ტულ მეტრზეა გაშ­ლი­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი ეს მას­შტა­ბე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელს ად­გილ­ზე შე­უძ­ლია მი­ი­ღოს სრუ­ლი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პით. ამას ემა­ტე­ბა ახა­ლი სა­წარ­მო თე­ლავ­ში. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში ვგეგ­მავთ ფი­ლი­ა­ლის გახ­სნას, ვცდი­ლობთ მე­წარ­მე­ებ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს ვი­ყოთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვერ­გე­ბით მათ სურ­ვი­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ტი­უ­რად ვა­ახ­ლებთ ჩვე­ნი სერ­ვი­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­საც.

R

00:00 / 00:00
ავტორი:

შესაძლებლობები, რომელსაც კახეთის რეგიონში პირველი პოლიგრაფიული საწარმო "ფავორიტი/კოლორპაკი" ქმნის

შესაძლებლობები, რომელსაც კახეთის რეგიონში პირველი პოლიგრაფიული საწარმო "ფავორიტი/კოლორპაკი" ქმნის

მაღალტექნოლოგიური პოლიგრაფიული საწარმო „ფავორიტი/კოლორპაკი“ ფართოვდება და საქართველოს რეგიონებში იწყებს ოპერირებას. კომპანიამ პირველი რეგიონული საწარმო კახეთის რეგიონში, თელავში გახსნა, სადაც ადგილობრივ ბიზნესს შესაძლებლობა ექნება, ნაკლები დანახარჯებით მიიღოს უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფიული და სარეკლამო მომსახურება.

როგორც თბილისში, ასევე თელავში „ფავორიტი/კოლორპაკის“ საწარმო აღჭურვილია წამყვანი პოლიგრაფიული დანადგარებით, რომელიც ბიზნესსა თუ საცალო მომხმარებლებს მრავალფეროვანი სერვისების მიღების შესაძლებლობას აძლევს. დანადგარებზე იბეჭდება როგორც პრესა და წიგნები, ისე სარეკლამო და კომერციული პროდუქცია, შეფუთვები და ეტიკეტები, დიდტირაჟიანი, განსხვავებული, თემატური დიზაინის მქონე ეტიკეტები, ყუთები და სხვა სახის პოლიგრაფიული ნაწარმი.

უფრო დეტალურად, რა შესაძლებლობებს შექმნის „ფავორიტი/კოლორპაკი“ კახეთის რეგიონში და რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ამის შესახებ კომპანიის დირექტორი სანდრო გახელაძე საუბრობს:

რა შესაძლებლობებს უქმნის რეგიონულ ბიზნესს პოლიგრაფიული საწარმოს თელავში ამოქმედება?

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის პოლიგრაფიული საწარმო გასცდა დედაქალაქს და რეგიონში ახალი შესაძლებლობები შექმნა. ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ღვინის შეფუთვაა, იქნება ეს ეტიკეტი, ჩაჩი, საცობი და სხვა. შესაბამისად, რეგიონის შერჩევისას ბევრი არ გვიფიქრია. ჩვენი მიზანი იყო, აღნიშნული პროდუქცია უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რასაც ვფიქრობ, კახეთის რეგიონში მივაღწიეთ.

რამდენად მნიშვნელოვანია საწარმოს გაფართოება ერთი მხრივ „ფავორიტი/კოლორპაკისთვის“ და მეორე მხრივ, კახეთის რეგიონისთვის?

ბუნებრივია, კახეთში ახალი საწარმოს გახსნა მხოლოდ „ფავორიტი/კოლორპაკის“ წარმატება არ არის. ჩვენი ოპერირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. საწარმოში დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივია. დაგეგმილი გვაქვს, ერთი წლის განმავლობაში მათი რიცხვი რამდენიმე ათეულით გავზარდოთ.

რეგიონული საწარმოს ამოქმედება ერთი მხრივ, ახალ შესაძლებლობებს უხსნის როგორც „ფავორიტი/კოლორპაკს“, ისე კახეთს, სადაც ღვინის ეტიკეტებზე, აქსესუარებსა და შეფუთვებზე მაღალი მოთხოვნაა. საწარმო მსხვილ ბიზნესსა თუ მცირე მარნებს შესაძლებლობას აძლევს, ადგილზე შეუკვეთონ მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქცია და დაზოგონ ლოგისტიკისა თუ იმპორტის ხარჯები.

უფრო დეტალურად, რა სახის პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს ბიზნესს ფავორიტი/კოლორპაკის ახალი საწარმო თელავში?

თელავის ფილიალში ჩვენი მომსახურება მრავალფეროვანია და ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზრდება. ადგილზე შეგვიძლია დავამზადოთ: ღვინის ეტიკეტები, სავიზიტო ბარათები, ფლაერები და სტიკერები, მისალოცი ბარათები და მოსაწვევები, გარე რეკლამა და სხვა სარეკლამო მასალები.

ჩვენი მიზანია კახეთის ფილიალის კიდევ უფრო მეტად გაზრდა და განვითარება. შესაბამისად, ძალიან მალე ჩვენი მომხმარებელი თელავში მიიღებს ყველა იმ სერვისს, რასაც აქამდე მხოლოდ თბილისში ვთავაზობდით.

„ფავორიტი/კოლორპაკი“ ადგილობრივი ბიზნესია, რომელმაც დიდწილად ჩაანაცვლა იმპორტი. საინტერესოა, რა ნაბიჯები იდგმება კომპანიის განვითარებისთვის?

„ფავორიტი/კოლორპაკი“ უკვე 30 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს პირველობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო განვვითარებულიყავით ექსპორტის მიმართულებით. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალი დღითიდღე იზრდება. ჩვენი პროდუქცია უკვე აქტიურად გადის როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებში. ამასთან, შესაფუთი მასალებისა თუ ეტიკეტების იმპორტი მნიშვნელოვნად ჩავანაცვლეთ.

„ფავორიტი/კოლორპაკი“ აგრძელებს განვითარების გზაზე სვლას. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს დანადგარების განახლება და კადრების გადამზადება, რაც საბოლოოდ პროდუქციის მაღალ ხარისხზე აისახება.

ხარჯთეფექტურობის კუთხით რამდენად მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული წარმოება საქართველოში იყოს ხელმისაწვდომი და ბიზნესს შესაფუთი მასალებისა და სხვა პროდუქციის იმპორტი არ უწევდეს?

დღეს მსოფლიო თანხმდება, რომ პროდუქტის გაყიდვისას უმნიშვნელოვანესია მისი შეფუთვა როგორც ხარისხის, ისე ვიზუალური თვალსაზრისით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ ინოვაციური შესაძლებლობები, რომელიც გასცდება ტრადიციული ბეჭდვის საზღვრებს. ამის დასტურია HP-ს საბეჭდი დანადგარი „ინდიგო 20 000“, რომელიც მსოფლიოში სულ 60-ია და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოში, „კოლორპაკის“ საწარმოში გვაქვს.

რამდენიმე თვის წინ საწარმოს დაემატა კრაფტის ჩანთების დანადგარი, რაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, თურქეთის ნაცვლად შეკვეთები უკვე საქართველოში განათავსონ, რაც ბიზნესისთვის ოპტიმალურია. ამასთან, ჩვენთან თანამშრომლობის კიდევ ერთი უპირატესობა ოპერატიულობაა, რაც ჩვენი უცხოელი კონკურენტებისგანაც კი გამოგვარჩევს.

საბოლოო მიზანი სწორედ იმპორტის სრულად ჩანაცვლებაა და დღეს რთულად მოიძებნება სერვისი ან პროდუქტი პოლიგრაფიული მიმართულებით, რასაც ჩვენს საწარმოში ვერ მიიღებთ.

დაბოლოს, განვითარებისა და ზრდის კუთხით, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

დღეის მდგომარეობით „ფავორიტი/კოლორპაკის“ წარმოება თითქმის 40 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშლილი და ბუნებრივი ეს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. მომხმარებელს ადგილზე შეუძლია მიიღოს სრული პოლიგრაფიული მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით. ამას ემატება ახალი საწარმო თელავში. უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე რეგიონში ვგეგმავთ ფილიალის გახსნას, ვცდილობთ მეწარმეებთან მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ, მაქსიმალურად ვერგებით მათ სურვილებს, შესაბამისად, აქტიურად ვაახლებთ ჩვენი სერვისების ჩამონათვალსაც.

R