პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას, ვინც ჩვენთვის ტკივილის მოყენებას შეეცდება, უფრო მეტ ტკივილს მივაყენებთ" - მასშტაბური თავდასხმა ლიბანზე და ნეთანიაჰუს მუქარა
"ყველას, ვინც ჩვენთვის ტკივილის მოყენებას შეეცდება, უფრო მეტ ტკივილს მივაყენებთ" - მასშტაბური თავდასხმა ლიბანზე და ნეთანიაჰუს მუქარა

ის­რა­ე­ლი ლი­ბან­ში დღეს დი­ლი­დან სა­ჰა­ე­რო იე­რი­შებს ახორ­ცი­ე­ლებს. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ "ჰეზ­ბო­ლას“ 300 ობი­ექტს და­არ­ტყეს. ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად, 182 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 727 და­შავ­და.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და მე­დი­კო­სე­ბიც არი­ან.

ლი­ბა­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე მოხ­და, დაჭ­რი­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

და­გეგ­მი­ლი იე­რი­შის შე­სა­ხებ ის­რა­ელ­მა გან­ცხა­დე­ბა წი­ნას­წარ გა­ავ­რცე­ლა. არა­ბუ­ლე­ნო­ვან გან­ცხა­დე­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას, ავი­ა­ი­ე­რი­შის წინ, თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. ამას­თა­ნა­ვე, 60 000-მდე ავ­ტო­მა­ტუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი გან­ხორ­ცი­ელ­და ლი­ბა­ნის მცხოვ­რებ­ლებ­თან და მათ ევა­კუ­ა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დეს.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო მა­სა­ლა, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია აფეთ­ქე­ბე­ბი.

"ყვე­ლას, ვინც ჩვენ­თვის ტკი­ვი­ლის მო­ყე­ნე­ბას შე­ეც­დე­ბა, უფრო მეტ ტკი­ვილს მი­ვა­ყე­ნებთ. პი­რო­ბა დავ­დე, რომ ჩვენ ჩრდი­ლო­ეთ­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ძალ­თა ბა­ლანსს შევ­ცვლი­დით. ზუს­ტად ამას ვა­კე­თებთ. ჩვენ ათა­სო­ბით რა­კე­ტა­სა და ჭურვს ვა­ნად­გუ­რებთ, რომ­ლე­ბიც ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქე­ბის­კენ და ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ის­რა­ე­ლი უფ­რო­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს და რა­კე­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო სა­წყო­ბებს ანად­გუ­რებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ყველას, ვინც ჩვენთვის ტკივილის მოყენებას შეეცდება, უფრო მეტ ტკივილს მივაყენებთ" - მასშტაბური თავდასხმა ლიბანზე და ნეთანიაჰუს მუქარა

"ყველას, ვინც ჩვენთვის ტკივილის მოყენებას შეეცდება, უფრო მეტ ტკივილს მივაყენებთ" - მასშტაბური თავდასხმა ლიბანზე და ნეთანიაჰუს მუქარა

ისრაელი ლიბანში დღეს დილიდან საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ "ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დაარტყეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სარაკეტო დარტყმების შედეგად, 182 ადამიანი დაიღუპა და 727 დაშავდა.

უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის ქალები, ბავშვები და მედიკოსებიც არიან.

ლიბანური მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე მოხდა, დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

დაგეგმილი იერიშის შესახებ ისრაელმა განცხადება წინასწარ გაავრცელა. არაბულენოვან განცხადებაში მოსახლეობას, ავიაიერიშის წინ, თავიანთი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებდა. ამასთანავე, 60 000-მდე ავტომატური სატელეფონო ზარი განხორციელდა ლიბანის მცხოვრებლებთან და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო მასალა, რომელშიც ასახულია აფეთქებები.

"ყველას, ვინც ჩვენთვის ტკივილის მოყენებას შეეცდება, უფრო მეტ ტკივილს მივაყენებთ. პირობა დავდე, რომ ჩვენ ჩრდილოეთში უსაფრთხოებისა და ძალთა ბალანსს შევცვლიდით. ზუსტად ამას ვაკეთებთ. ჩვენ ათასობით რაკეტასა და ჭურვს ვანადგურებთ, რომლებიც ისრაელის ქალაქებისკენ და ისრაელის მოქალაქეებისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი უფროსი ოფიციალური პირებისა და ტერორისტების ლიკვიდაციას ახორციელებს და რაკეტების საიდუმლო საწყობებს ანადგურებს.

იხილეთ ასევე: