პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზღვარზე დააკავეს გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული - რა არის ცნობილი კუდ-ის ყოფილ თანამშრომელ დარჩო ხეჩუაშვილზე?
საზღვარზე დააკავეს გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული - რა არის ცნობილი კუდ-ის ყოფილ თანამშრომელ დარჩო ხეჩუაშვილზე?

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის გივი თარ­გა­მა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი პირი, შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი დარ­ჩო (და­ვით) ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შემ­დეგ აიყ­ვა­ნეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კო­მენ­ტა­რი ამ ეტაპ­ზე არ კეთ­დე­ბა.

მსჯავ­რდე­ბულ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ 2019 წელს და­უს­წრებ­ლად, 18-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ის სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­ში, გა­სა­ღე­ბი­სა და სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად იმ­ჟა­მინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, გივი თარ­გა­მა­ძის მკვლე­ლო­ბა გა­ნიზ­რა­ხა.

შსს-ს მტკი­ცე­ბით, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აფეთ­ქე­ბამ­დე, თარ­გა­მა­ძის "შკო­დას" აკ­ვირ­დე­ბა დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლია - სქ­რი­ნი 2016 წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან

მსჯავ­რდე­ბულ­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად და­გეგ­მა და ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით ამ უკა­ნას­კნელ­ზე თავ­დას­ხმას. კერ­ძოდ, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის “შკო­და ოქ­ტა­ვი­ას“”მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა ნა­წი­ლის ქვე­და მხა­რეს და­ა­მაგ­რა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რაც შემ­დეგ სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა.

აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა პი­რებ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს, ასე­ვე და­ზი­ან­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი.

ვინ არის დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი?

და­ვით ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი 2008-დან 2012 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე კუდ-ის მე-5 სამ­მარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და, უფრო ადრე - თავ­დაც­ვის სტრუქ­ტუ­რებ­ში. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წლის 20 მა­ი­სი­დან 30 ივ­ნი­სამ­დე ის უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ხე­ჩუ­აშ­ვილს გა­ნათ­ლე­ბა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და და რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან მისი კავ­ში­რიც გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლის მამა ან­ზორ ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი 2016 წელს გა­მო­რი­ცხავ­და და­ნა­შა­ულ­ში თა­ვი­სი შვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ­ბობ­და, რომ ამ ფაქ­ტამ­დე 5 დღით ადრე მისი შვი­ლი სა­მუ­შა­ოდ რუ­სეთ­ში წა­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, დარ­ჩო შე­ვარ­დნა­ძე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რაქ­ტშიც ფი­გუ­რი­რებ­და, თუმ­ცა მა­შინ სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. წლე­ბის წინ დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის სა­ხელ­მა ასე­ვე გა­იჟ­ღე­რა მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბის საქ­მე­შიც. თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა როლი შე­ას­რუ­ლა, უც­ნო­ბია.

ბრალ­დე­ბულ­მა იმა­ვე დღეს და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო, როცა გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს და ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ბოლო დროს თავს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას აფა­რებ­და.

დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი

ცნო­ბი­ლი გახ­და მა­შინ­ვე, რომ "მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ფურ­გო­ნი, სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით, AA355TA, რომ­ლი­თაც დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი მოძ­რა­ობ­და, მისი სა­კუთ­რე­ბა იყო, თუმ­ცა, მან­ქა­ნა ახლო ნა­თე­სავ­ზე, ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვა­ზე ჰქონ­და გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი. ბო­რიც ჩა­გუ­ნა­ვაც ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი იყო ამ საქ­მე­ზე და ის ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის სიძე იყო.

ვინ იყო ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვა?

"რა პრობ­ლე­მაა, რომ ნა­თე­სა­ვის მან­ქა­ნა გა­და­ი­ფორ­მო? ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­ღა­ცაა. რად­გან იქ ია­რა­ღი იყო, რად­გან ჩვენ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ჩვენ მოგ­ვა­წე­რეს. ასე ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნა­ში იყო ია­რა­ღი, თუმ­ცა ჩვენ ეს არ დაგ­ვი­ნა­ხავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ამ მან­ქა­ნით პა­ტა­რე­ბი დაგ­ვყავ­და", - ამობ­და მა­შინ ნატა ჩა­გუ­ნა­ვა, ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვას მე­უღ­ლე.

ავტორი:

საზღვარზე დააკავეს გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული - რა არის ცნობილი კუდ-ის ყოფილ თანამშრომელ დარჩო ხეჩუაშვილზე?

საზღვარზე დააკავეს გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული - რა არის ცნობილი კუდ-ის ყოფილ თანამშრომელ დარჩო ხეჩუაშვილზე?

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული პირი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დარჩო (დავით) ხეჩუაშვილი დააკავეს.

  • არსებული ინფორმაციით, ხეჩუაშვილი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.

მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წელს დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში.

გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად იმჟამინდელი პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის მკვლელობა განიზრახა.

შსს-ს მტკიცებით, ადამიანი, რომელიც აფეთქებამდე, თარგამაძის "შკოდას" აკვირდება დარჩო ხეჩუაშვილია - სქრინი 2016 წელს გავრცელებული ვიდეოდან

მსჯავრდებულმა თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა გიორგი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით ამ უკანასკნელზე თავდასხმას. კერძოდ, გიორგი თარგამაძის “შკოდა ოქტავიას“”მარკის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც შემდეგ სისრულეში მოიყვანა.

აფეთქების შედეგად შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, ასევე დაზიანდა მოქალაქეების და ორგანიზაციების ავტომანქანები.

ვინ არის დარჩო ხეჩუაშვილი?

დავით ხეჩუაშვილი 2008-დან 2012 წლის სექტემბრამდე კუდ-ის მე-5 სამმართველოში მუშაობდა, უფრო ადრე - თავდაცვის სტრუქტურებში. ერთ-ერთი ინფორმაციით, 2016 წლის 20 მაისიდან 30 ივნისამდე ის უკრაინაში იმყოფებოდა. ხეჩუაშვილს განათლება სანქტ-პეტერბურგში აქვს მიღებული, სამხედრო დაზვერვის ინსტიტუტში სწავლობდა და რუსულ სპეცსამსახურებთან მისი კავშირიც განიხილება.

ბრალდებულის მამა ანზორ ხეჩუაშვილი 2016 წელს გამორიცხავდა დანაშაულში თავისი შვილის მონაწილეობას. ამბობდა, რომ ამ ფაქტამდე 5 დღით ადრე მისი შვილი სამუშაოდ რუსეთში წავიდა. მისივე თქმით, დარჩო შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტშიც ფიგურირებდა, თუმცა მაშინ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. წლების წინ დარჩო ხეჩუაშვილის სახელმა ასევე გაიჟღერა მუხროვანის ამბოხების საქმეშიც. თუმცა კონკრეტულად რა როლი შეასრულა, უცნობია.

ბრალდებულმა იმავე დღეს დატოვა საქართველო, როცა გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ბოლო დროს თავს რუსეთის ფედერაციას აფარებდა.

დარჩო ხეჩუაშვილი

ცნობილი გახდა მაშინვე, რომ "მერსედესის“ მარკის ფურგონი, სახელმწიფო ნომრით, AA355TA, რომლითაც დარჩო ხეჩუაშვილი მოძრაობდა, მისი საკუთრება იყო, თუმცა, მანქანა ახლო ნათესავზე, ბორის ჩაგუნავაზე ჰქონდა გადაფორმებული. ბორიც ჩაგუნავაც ასევე ბრალდებული იყო ამ საქმეზე და ის ხეჩუაშვილის სიძე იყო.

ვინ იყო ბორის ჩაგუნავა?

"რა პრობლემაა, რომ ნათესავის მანქანა გადაიფორმო? ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. რადგან იქ იარაღი იყო, რადგან ჩვენზეა გაფორმებული, ჩვენ მოგვაწერეს. ასე ამბობენ, რომ მანქანაში იყო იარაღი, თუმცა ჩვენ ეს არ დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მანქანით პატარები დაგვყავდა", - ამობდა მაშინ ნატა ჩაგუნავა, ბორის ჩაგუნავას მეუღლე.