პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკანასკნელი გზავნილი აფეთქებისთვის განწირული ხომალდიდან, კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე - "აქ ყველაფერი კარგად არის..."
უკანასკნელი გზავნილი აფეთქებისთვის განწირული ხომალდიდან, კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე - "აქ ყველაფერი კარგად არის..."

2023 წლის 18 ივ­ნისს, ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია OceanGate-ის წყალ­ქვე­შა ნავს, “ტი­ტანს” ხუთი ადა­მი­ა­ნი ჩაჰ­ყავ­და ცნო­ბი­ლი ხო­მალ­დის, “ტი­ტა­ნი­კის” ფრაგ­მენ­ტე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. “ტი­ტა­ნი­კის”, რო­მე­ლიც 1912 წელს, ატ­ლან­ტის ოკე­ან­ში, აის­ბერგთან შე­ჯა­ხე­ბის გამო ჩა­ი­ძი­რა.

ექ­სპე­დი­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 4 ათა­სი მეტ­რის სიღ­რმე­ზე უნდა ჩა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ მისი და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ში აპა­რატ­თან კავ­ში­რი შე­წყდა...

სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო მი­სი­ის შემ­დეგ, რო­მელ­მაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, "ტი­ტა­ნის" ნამ­სხვრე­ვე­ბი იპო­ვეს ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე. "ტი­ტა­ნი­კი­დან" და­ახ­ლო­ე­ბით 300 მეტ­რის და­შო­რე­ბით.

ხო­მალ­დი წყალ­ში ჩაშ­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე აფეთ­ქდა, რად­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძლი­ერ წნე­ვას ვერ გა­უძ­ლო. პულ­ტით მარ­თვად და გა­რე­დან და­ლუ­ქულ თით­ქმის 7-მეტ­რი­ან წყალ­ქვე­შა ნავ "ტი­ტა­ნის­თვის“ ეს პირ­ვე­ლი ექ­სპე­დი­ცია არ ყო­ფი­ლა. ხო­მალდთან კავ­ში­რი 18 ივ­ნისს, წყალ­ში ჩაშ­ვე­ბი­დან თით­ქმის ორ სა­ათ­ში გა­წყდა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყალ­ქვე­შა აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ფრან­გი მკვლე­ვა­რის ოჯახ­მა სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, რო­მელ­შიც ოჯა­ხი წყალ­ქვე­შა ნა­ვის ოპე­რა­ტორ კომ­პა­ნი­ას უხეშ და­უ­დევ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

სულ ახალ­ხან კი, სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნა­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­შიფ­რეს წყალ­ქვე­შა ნა­ვის ხუთ­კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟის ერთ-ერთი ბოლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა.

"აქ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის..." - აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სწო­რედ ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა იყო ბოლო, რო­მე­ლიც სა­ბე­დის­წე­რო ხო­მალ­დი­დან გა­იგ­ზავ­ნა, ხო­მალ­დის ჩაყ­ვინ­თვი­დან ერთი სა­ა­თის შემ­დეგ.

მოს­მე­ნა­ზე პირ­ვე­ლად აჩ­ვე­ნეს ასე­ვე დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თვა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც ჩანს "ტი­ტა­ნის" კუ­დის კო­ნუ­სი ზღვის ფსკერ­ზე, აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს მოგ­ზა­უ­რო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია, მათ შო­რის ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ტი­ტან­სა და გემ Polar Prince-ს შო­რის, სწო­რედ ამ უკა­ნას­კნე­ლი­დან იმარ­თე­ბო­და წყალ­ქვე­შა ნავი,

ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს "ტი­ტა­ნის" მი­მო­ხილ­ვა, აღ­ნიშ­ნეს რა, რომ მისი კორ­პუ­სი არას­დროს ყო­ფი­ლა მე­სა­მე მხა­რის მიერ შე­მოწ­მე­ბუ­ლი და ინა­ხე­ბო­და ისე, რომ ამინ­დი­სა და სხვა ელე­მენ­ტე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო.

გარ­და ამი­სა, მათ ხაზი გა­უს­ვეს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც წყალ­ქვე­შა ნავს ჰქონ­და კა­ტას­ტრო­ფამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი­სას. 2021 და 2022 წლებ­ში, "ტი­ტა­ნი­კის" და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი 13 ჩაყ­ვინ­თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის 118 პრობ­ლე­მა ჰქონ­და.

OceanGate-ს, ხო­მალ­დის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას, ად­რეც და­უს­ვეს კი­თხვე­ბი მისი დი­ზა­ი­ნის არ­ჩე­ვან­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე და რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე.

ტონი ნი­სენ­მა, კომ­პა­ნი­ის ყო­ფილ­მა სა­ინ­ჟინ­რო დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მან ნახა, იყო "შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი... პრო­ფე­სი­უ­ლად და ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც".

ნი­სენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სტო­კტონ რაში, OceanGate-ის გარ­დაც­ვლი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც "ტი­ტა­ნის" ბორტზე იმ­ყო­ფე­ბო­და, წყვეტ­და ძი­რი­თად სა­ინ­ჟინ­რო სა­კი­თხებს და მას­თან მუ­შა­ო­ბა რთუ­ლი იყო.

OceanGate-მა შე­ა­ჩე­რა ყვე­ლა საკ­ვლე­ვი და კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცია ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ.

შე­გახ­სე­ნებთ, 16 ორ­შა­ბათს 15-თვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო ფაზა და­ი­წყო.

რაშ­თან ერ­თად, და­ღუ­პუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვის ბორტზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ: ბრი­ტა­ნე­ლი მკვლე­ვა­რი ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი, გა­მოც­დი­ლი ფრან­გი მყვინ­თა­ვი პოლ ანრი ნარ­ჟო­ლე, ბრი­ტა­ნელ-პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შაჰზა­და და­უ­დი და მისი 19 წლის ვაჟი სუ­ლე­მა­ნი. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

უკანასკნელი გზავნილი აფეთქებისთვის განწირული ხომალდიდან, კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე - "აქ ყველაფერი კარგად არის..."

უკანასკნელი გზავნილი აფეთქებისთვის განწირული ხომალდიდან, კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე - "აქ ყველაფერი კარგად არის..."

2023 წლის 18 ივნისს, ამერიკული კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა ნავს, “ტიტანს” ხუთი ადამიანი ჩაჰყავდა ცნობილი ხომალდის, “ტიტანიკის” ფრაგმენტების დასათვალიერებლად. “ტიტანიკის”, რომელიც 1912 წელს, ატლანტის ოკეანში, აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა.

ექსპედიცია დაახლოებით 4 ათასი მეტრის სიღრმეზე უნდა ჩასულიყო, მაგრამ მისი დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში აპარატთან კავშირი შეწყდა...

სამძებრო-სამაშველო მისიის შემდეგ, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, "ტიტანის" ნამსხვრევები იპოვეს ოკეანის ფსკერზე. "ტიტანიკიდან" დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით.

ხომალდი წყალში ჩაშვებიდან მალევე აფეთქდა, რადგან, სავარაუდოდ, ძლიერ წნევას ვერ გაუძლო. პულტით მართვად და გარედან დალუქულ თითქმის 7-მეტრიან წყალქვეშა ნავ "ტიტანისთვის“ ეს პირველი ექსპედიცია არ ყოფილა. ხომალდთან კავშირი 18 ივნისს, წყალში ჩაშვებიდან თითქმის ორ საათში გაწყდა.

მოგვიანებით წყალქვეშა აფეთქების შედეგად დაღუპული ფრანგი მკვლევარის ოჯახმა სარჩელი შეიტანა, რომელშიც ოჯახი წყალქვეშა ნავის ოპერატორ კომპანიას უხეშ დაუდევრობაში ადანაშაულებდა.

სულ ახალხან კი, სასამართლო მოსმენაზე ცნობილი გახდა, რომ გაშიფრეს წყალქვეშა ნავის ხუთკაციანი ეკიპაჟის ერთ-ერთი ბოლო შეტყობინება.

"აქ ყველაფერი კარგად არის..." - აშშ-ის სანაპირო დაცვის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სწორედ ეს შეტყობინება იყო ბოლო, რომელიც საბედისწერო ხომალდიდან გაიგზავნა, ხომალდის ჩაყვინთვიდან ერთი საათის შემდეგ.

მოსმენაზე პირველად აჩვენეს ასევე დისტანციურად მართვადი სატრანსპორტო საშუალებით გადაღებული სურათი, რომელზეც ჩანს "ტიტანის" კუდის კონუსი ზღვის ფსკერზე, აფეთქების შემდეგ.

გამომძიებლებმა წარმოადგინეს მოგზაურობის რეკონსტრუქცია, მათ შორის ტექსტური შეტყობინებები ტიტანსა და გემ Polar Prince-ს შორის, სწორედ ამ უკანასკნელიდან იმართებოდა წყალქვეშა ნავი,

ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს "ტიტანის" მიმოხილვა, აღნიშნეს რა, რომ მისი კორპუსი არასდროს ყოფილა მესამე მხარის მიერ შემოწმებული და ინახებოდა ისე, რომ ამინდისა და სხვა ელემენტების ზემოქმედების ქვეშ იყო.

გარდა ამისა, მათ ხაზი გაუსვეს სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც წყალქვეშა ნავს ჰქონდა კატასტროფამდე ჩატარებული ექსპედიციებისას. 2021 და 2022 წლებში, "ტიტანიკის" დასათვალიერებელი 13 ჩაყვინთვის განმავლობაში, მას აღჭურვილობის 118 პრობლემა ჰქონდა.

OceanGate-ს, ხომალდის მწარმოებელ კომპანიას, ადრეც დაუსვეს კითხვები მისი დიზაინის არჩევანზე, უსაფრთხოების ისტორიაზე და რეგულაციებთან შესაბამისობაზე.

ტონი ნისენმა, კომპანიის ყოფილმა საინჟინრო დირექტორმა განაცხადა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც მან ნახა, იყო "შემაშფოთებელი... პროფესიულად და ადამიანურადაც".

ნისენმა განაცხადა, რომ სტოკტონ რაში, OceanGate-ის გარდაცვლილი გენერალური დირექტორი, რომელიც "ტიტანის" ბორტზე იმყოფებოდა, წყვეტდა ძირითად საინჟინრო საკითხებს და მასთან მუშაობა რთული იყო.

OceanGate-მა შეაჩერა ყველა საკვლევი და კომერციული ოპერაცია ტრაგედიის შემდეგ.

შეგახსენებთ, 16 ორშაბათს 15-თვიანი გამოძიების პირველი საჯარო ფაზა დაიწყო.

რაშთან ერთად, დაღუპული წყალქვეშა ნავის ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ: ბრიტანელი მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, გამოცდილი ფრანგი მყვინთავი პოლ ანრი ნარჟოლე, ბრიტანელ-პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დაუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულემანი. წყარო

იხილეთ ასევე: