პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 წელია მასში ცხოვრობს და რატომ მოუნდა ამ სიცრუის გავრცელება? მათ აქვთ 2 დიდი სახლი, ოფიციალურად გაფორმებული" - რას აცხადებს წალენჯიხის ვიცე-მერი მამუკა ხაზარაძის მიერ კაკაჩიებისთვის გადაცემულ ქონებაზე?
"2 წელია მასში ცხოვრობს და რატომ მოუნდა ამ სიცრუის  გავრცელება? მათ აქვთ 2 დიდი სახლი, ოფიციალურად გაფორმებული" - რას აცხადებს წალენჯიხის ვიცე-მერი მამუკა ხაზარაძის მიერ კაკაჩიებისთვის გადაცემულ ქონებაზე?

ამ ცოტა ხნის წინ, წა­ლენ­ჯი­ხის მა­ცხოვ­რე­ბელ­მა და­ვით კა­კა­ჩი­ამ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ოჯა­ხი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ მო­ა­ტყუა, კერ­ძოდ კი, და­პი­რე­ბუ­ლი ორი ბი­ნის ნაც­ვლად, ორ ოჯახს ბიზ­ნეს­მენ­მა და პო­ლი­ტი­კოს­მა მხო­ლოდ ერთი ბინა გა­დას­ცა.

"ჩემი ოჯა­ხი მო­ტყუ­ე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა იმი­ტომ, რომ რა­ღაც თაღ­ლი­თუ­რი რა­ღა­ცა გა­ა­კე­თეს. ჩემს ძმას ცალ­კე ნო­მე­რი ჰქონ­და, დე­და­ჩემს და მე ცალ­კე ნომ­რე­ბი გვქონ­და და ცალ­კე ვცხოვ­რობ­დით. მერე ჩემი ძმა ცუ­დად გახ­და, შშმ პი­რია, წევს, თვი­თონ არ შე­უძ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა. არ ვიცი, რო­გორ ქნეს, და­მი­რე­კეს და ხელი მო­მა­წე­რი­ნეს, ვი­თომ ერ­თად ვართ და, ორი სახ­ლის ნაც­ვლად, მო­ტყუ­ე­ბით, მოგ­ვცეს ერთი“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით კა­კა­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას.

რო­გორც ირ­კვე­ვა, "ლე­ლოს" ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ორი წლის წინ წა­ლენ­ჯი­ხა­ში ყო­ფი­ლი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის შე­ნო­ბა და მი­წის ფარ­თი შე­ის­ყი­და, ხოლო შე­ნო­ბა­ში ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მცხოვ­რებ დევ­ნილ ოჯა­ხებს სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის ყიდ­ვას დაჰ­პირ­და. ამ სა­კი­თხზე ambebi.ge -ს წა­ლენ­ჯი­ხის მე­რის მო­ად­გი­ლე თა­მარ ბელ­ქა­ნი­ას ესა­უბ­რე­ბა:

- 2023 წელს დას­რულ­და წა­ლენ­ჯი­ხა­ში ე.წ. პირ­ვე­ლი მა­ი­სის კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის ფარ­თო­ბის შეს­ყიდ­ვა. ეს გახ­ლდათ ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბოს­ლად ქცე­უ­ლი შე­ნო­ბა და ეზო, სა­დაც სრუ­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია სუ­ფევ­და. შე­ნო­ბა­ში არ იყო წყა­ლი, დენი, ბუ­ნებ­რი­ვი აირი და არც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობ­და. მას­ში 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი კა­კა­ჩი­ე­ბის ოჯა­ხი, რო­მე­ლიც სამი სუ­ლის­გან შედ­გე­ბა (დედა და ძმე­ბი - და­ვით და დი­ო­მი­დე). ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­გან ძლივს შე­ვის­ყი­დეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბა და ნაკ­ვე­თი. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, რომ­ლის სა­კუთ­რე­ბა­ცაა ეს ტე­რი­ტო­რია, გა­და­წყვი­ტა მათ­თვის ცალ-ცალ­კე ეყი­და სახ­ლი. შევ­თა­ვა­ზეთ, თა­ვად მო­ე­ძებ­ნათ სა­სურ­ვე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. კა­კა­ჩი­ებ­მა სახ­ლი მო­ნა­ხეს ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ოდიშ­ში. ეს გახ­ლავთ 1415კვმ. ფარ­თო­ბი, სა­დაც ორი კა­პი­ტა­ლუ­რი სახ­ლი დგას. პირ­ველ სახ­ლში, რო­მე­ლიც მა­ღალ ბე­ლე­ტაჟ­ზეა, აქვს 4 ოთა­ხი, მე­ო­რე­ში კი - ერთი მი­სა­ღე­ბია, 1 სა­ძი­ნე­ბე­ლი და 2 დამ­ხმა­რე ოთა­ხი. ეს ქო­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2023 წლის მარ­ტში გა­ფორმ­და, კა­კა­ჩი­ებს გა­და­ვე­ცით ქო­ნე­ბა, სა­დაც ერ­თად შე­ვე­დით და მა­ში­ნათ­ვე შე­ვუ­ძი­ნეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი, სენ­სო­რუ­ლი ეტლი და­ვი­თის ძმის­თვის, რო­მე­ლიც შშმ პი­რია, დავ­ლო­ცეთ ოჯა­ხი, დაგ­ვხვდნენ მეგ­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რე­ბით და და­ვი­შა­ლეთ.

არ­სე­ბობს სა­კუთ­რე­ბის დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც ყვე­ლას აქვს. ზო­გა­დად, არც გვქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მათ­თის ჩვენ გვე­ყი­და სახ­ლი (ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და სა­მი­ნის­ტროს, რომ და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა ეს სამი ოჯა­ხი), ეს იყო მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის კე­თი­ლი ნება - ვი­ნა­ი­დან ისი­ნი აფხა­ზე­თი­დან არი­ან, გვინ­დო­და ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მოგ­ვე­ხა­ტა, რომ გვერ­დში ვუდ­გა­ვართ. მათ მსგავ­სი სა­კუთ­რე­ბა ვე­რას­დროს ექ­ნე­ბო­დათ...

- რა შე­იც­ვა­ლა შემ­დგომ, რა­ტომ უარ­ყოფს 2 ბი­ნის ჩუ­ქე­ბას და­ვით კა­კა­ჩია?

- გუ­შინ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მას შემ­დეგ, რაც ე.წ. პირ­ვე­ლი მა­ი­სის კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ამუ­შავ­და უკვე ყვე­ლა­ფე­რი - მა­ნა­ნა დო­ი­ჯაშ­ვი­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი, აიტი აკა­დე­მია, ინ­გლი­სუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბი, სულ მალე იხ­სნე­ბა ოთარ ეგა­ძის თატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფი, ამას­თა­ნა­ვე, იქვე, უკან 25-მეტ­რი­ა­ნი სა­ცუ­რაო აუ­ზია და პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არის აუზი (ეს ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოა).

რაც ახლა ხდე­ბა, ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის საქ­მი­ა­ნი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბა, ამა­ში ჩარ­თულ­ნი არი­ან სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დი­ა­არ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ია­რა­ღია ამ შემ­თხვე­ვა­ში. რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ამ ერ­თდრო­უ­ლად ჩა­წერ კა­კა­ჩი­ას გან­ცხა­დე­ბე­ბი და ატ­რი­ა­ლე­ბენ. ეს არის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ ცდი­ლო­ბენ არ­ჩევ­ნე­ბის წინ ოპო­ნენ­ტის გა­შა­ვე­ბას. 3 წე­ლია, რაც ეს პრო­ექ­ტი და­ვი­წყეთ, ამ კაცს 2023 წელს მი­ვე­ცით სახ­ლი, 2 წე­ლია მას­ში ცხოვ­რობს და რა დროს ეს იყო, რა­ტომ მო­უნ­და ახლა ამ სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბა? კა­კა­ჩი­ებს (ორი­ვე ძმას) აქვთ 2 დიდი სახ­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­სუ­ლია წა­ლენ­ჯი­ხის, რო­გორც ოპო­ზი­ცი­უ­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და ამა­ვე დროს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის დის­კრე­დი­ტა­ცია-გა­შა­ვე­ბა­ზე. ის წა­ლენ­ჯი­ხის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სპონ­სო­რია, კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხა იდე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.

- და­ვით კა­კა­ჩი­ას­თან, ან მისი ოჯა­ხის წევ­რებ­თან თუ გქონ­დათ კო­მუ­ნი­კა­ცია და თა­ვად რითი ხსნი­ან ამ ყვე­ლა­ფერს?

- რო­გორც კი ეს გან­ცხა­დე­ბა ვნა­ხე, სა­დღაც 5 სა­ათ­ზე ჩა­ვე­დი ზუგ­დიდ­ში, შევ­ხვდი კა­კა­ჩი­ას დე­დას და ძმას, რომ­ლე­ბიც უკი­დუ­რე­სად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმის გამო, რომ მა­მუ­კამ ამ­ხე­ლა საქ­მე გა­ა­კე­თა და მათი შვი­ლი და ძმა კი ასე მო­იქ­ცა, მათ უჭირთ მისი საქ­ცი­ე­ლის ახ­სნა. ისი­ნი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბით ხსნი­ან ყვე­ლა­ფერს - პენ­სია და­ბა­ლია, ძა­ლი­ან გვი­ჭირს და მის­თა­ნე­ბი, თუმ­ცა არ ამარ­თლე­ბენ მის საქ­ცი­ელს. ოჯახს არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ აქვთ მა­მუ­კას­თან. სხვა რომ არ შე­ვი­დეს შეც­დო­მა­ში, თო­რემ წა­ლენ­ჯი­ხე­ლებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან ყვე­ლა­ფე­რი. ეს ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და სახ­ლში, რო­მელ­საც სა­ხუ­რა­ვი არ ჰქონ­და, მი­წურ­ში იმ სა­ქო­ნელ­თან ერ­თად იძ­ნებ­დნენ, რომ­ლი­თაც არ­სე­ბობ­დნენ. და­ვით კა­კა­ჩი­ას და­ვუ­რე­კე და შეხ­ვედ­რა შევ­თა­ვა­ზე, მი­თხრა, რომ არ სცა­ლია. არც შემ­ხვდე­ბა, რად­გან ჩვენ ერ­თად აღ­ვნიშ­ნეთ მისი სა­კუთ­რე­ბის გა­ფორ­მე­ბა...

  • პ.ს. და­ვით კა­კა­ჩი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა ჩვენც ვცა­დეთ, მაგ­რამ მან ჩვენს ზა­რებს არ უპა­სუ­ხა.

ავტორი:

"2 წელია მასში ცხოვრობს და რატომ მოუნდა ამ სიცრუის გავრცელება? მათ აქვთ 2 დიდი სახლი, ოფიციალურად გაფორმებული" - რას აცხადებს წალენჯიხის ვიცე-მერი მამუკა ხაზარაძის მიერ კაკაჩიებისთვის გადაცემულ ქონებაზე?

"2 წელია მასში ცხოვრობს და რატომ მოუნდა ამ სიცრუის  გავრცელება? მათ აქვთ 2 დიდი სახლი, ოფიციალურად გაფორმებული" - რას აცხადებს წალენჯიხის ვიცე-მერი მამუკა ხაზარაძის მიერ კაკაჩიებისთვის გადაცემულ ქონებაზე?

ამ ცოტა ხნის წინ, წალენჯიხის მაცხოვრებელმა დავით კაკაჩიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ოჯახი მამუკა ხაზარაძემ მოატყუა, კერძოდ კი, დაპირებული ორი ბინის ნაცვლად, ორ ოჯახს ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა მხოლოდ ერთი ბინა გადასცა.

"ჩემი ოჯახი მოტყუებული აღმოჩნდა იმიტომ, რომ რაღაც თაღლითური რაღაცა გააკეთეს. ჩემს ძმას ცალკე ნომერი ჰქონდა, დედაჩემს და მე ცალკე ნომრები გვქონდა და ცალკე ვცხოვრობდით. მერე ჩემი ძმა ცუდად გახდა, შშმ პირია, წევს, თვითონ არ შეუძლია გადაადგილება. არ ვიცი, როგორ ქნეს, დამირეკეს და ხელი მომაწერინეს, ვითომ ერთად ვართ და, ორი სახლის ნაცვლად, მოტყუებით, მოგვცეს ერთი“, - განაცხადა დავით კაკაჩიამ ჟურნალისტთან საუბრისას.

როგორც ირკვევა, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორი წლის წინ წალენჯიხაში ყოფილი კოლმეურნეობის შენობა და მიწის ფართი შეისყიდა, ხოლო შენობაში ათწლეულების განმავლობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საცხოვრებლების ყიდვას დაჰპირდა. ამ საკითხზე ambebi.ge -ს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიას ესაუბრება:

- 2023 წელს დასრულდა წალენჯიხაში ე.წ. პირველი მაისის კოლმეურნეობის ფართობის შესყიდვა. ეს გახლდათ ყველასგან მიტოვებული, ფაქტობრივად, ბოსლად ქცეული შენობა და ეზო, სადაც სრული ანტისანიტარია სუფევდა. შენობაში არ იყო წყალი, დენი, ბუნებრივი აირი და არც კომუნიკაციები არსებობდა. მასში 32 წლის განმავლობაში ცხოვრობდა აფხაზეთიდან დევნილი კაკაჩიების ოჯახი, რომელიც სამი სულისგან შედგება (დედა და ძმები - დავით და დიომიდე). ეკონომიკის სამინისტროსგან ძლივს შევისყიდეთ აღნიშნული შენობა და ნაკვეთი. მამუკა ხაზარაძემ, რომლის საკუთრებაცაა ეს ტერიტორია, გადაწყვიტა მათთვის ცალ-ცალკე ეყიდა სახლი. შევთავაზეთ, თავად მოეძებნათ სასურველი საცხოვრებელი. კაკაჩიებმა სახლი მონახეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოდიშში. ეს გახლავთ 1415კვმ. ფართობი, სადაც ორი კაპიტალური სახლი დგას. პირველ სახლში, რომელიც მაღალ ბელეტაჟზეა, აქვს 4 ოთახი, მეორეში კი - ერთი მისაღებია, 1 საძინებელი და 2 დამხმარე ოთახი. ეს ქონება ოფიციალურად 2023 წლის მარტში გაფორმდა, კაკაჩიებს გადავეცით ქონება, სადაც ერთად შევედით და მაშინათვე შევუძინეთ საყოფაცხოვრებო ნივთები, სენსორული ეტლი დავითის ძმისთვის, რომელიც შშმ პირია, დავლოცეთ ოჯახი, დაგვხვდნენ მეგრული ხაჭაპურებით და დავიშალეთ.

არსებობს საკუთრების დოკუმენტი, რომლის ნახვის საშუალებაც ყველას აქვს. ზოგადად, არც გვქონდა ვალდებულება, მათთის ჩვენ გვეყიდა სახლი (ეს ვალდებულება ჰქონდა სამინისტროს, რომ დაეკმაყოფილებინა ეს სამი ოჯახი), ეს იყო მამუკა ხაზარაძის კეთილი ნება - ვინაიდან ისინი აფხაზეთიდან არიან, გვინდოდა ჩვენი დამოკიდებულება გამოგვეხატა, რომ გვერდში ვუდგავართ. მათ მსგავსი საკუთრება ვერასდროს ექნებოდათ...

- რა შეიცვალა შემდგომ, რატომ უარყოფს 2 ბინის ჩუქებას დავით კაკაჩია?

- გუშინ სრულიად მოულოდნელად, მას შემდეგ, რაც ე.წ. პირველი მაისის კოლმეურნეობის ტერიტორიაზე სრული დატვირთვით ამუშავდა უკვე ყველაფერი - მანანა დოიჯაშვილის მუსიკალური ცენტრი, აიტი აკადემია, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, სულ მალე იხსნება ოთარ ეგაძის თატრალური სარდაფი, ამასთანავე, იქვე, უკან 25-მეტრიანი საცურაო აუზია და პირველი შემთხვევაა, როცა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არის აუზი (ეს ყველაფერი უფასოა).

რაც ახლა ხდება, ეს არის ხელისუფლების მხრიდან მამუკა ხაზარაძის საქმიანი და ადამიანური რეპუტაციის შელახვის მცდელობა, ამაში ჩართულნი არიან სახელისუფლებო მედიაარხები, რომლებიც ხელისუფლების იარაღია ამ შემთხვევაში. რამდენიმე ტელევიზიამ ერთდროულად ჩაწერ კაკაჩიას განცხადებები და ატრიალებენ. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ცდილობენ არჩევნების წინ ოპონენტის გაშავებას. 3 წელია, რაც ეს პროექტი დავიწყეთ, ამ კაცს 2023 წელს მივეცით სახლი, 2 წელია მასში ცხოვრობს და რა დროს ეს იყო, რატომ მოუნდა ახლა ამ სიცრუის გავრცელება? კაკაჩიებს (ორივე ძმას) აქვთ 2 დიდი სახლი, ოფიციალურად გაფორმებული. ამ ეტაპზე ხელისუფლება გადასულია წალენჯიხის, როგორც ოპოზიციური მუნიციპალიტეტის და ამავე დროს მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაცია-გაშავებაზე. ის წალენჯიხის ყველაზე მნიშვნელოვანი სპონსორია, კოლოსალური თანხა იდება ჩვენი შვილების ხარისხიანი განათლების მისაღებად.

- დავით კაკაჩიასთან, ან მისი ოჯახის წევრებთან თუ გქონდათ კომუნიკაცია და თავად რითი ხსნიან ამ ყველაფერს?

- როგორც კი ეს განცხადება ვნახე, სადღაც 5 საათზე ჩავედი ზუგდიდში, შევხვდი კაკაჩიას დედას და ძმას, რომლებიც უკიდურესად შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მამუკამ ამხელა საქმე გააკეთა და მათი შვილი და ძმა კი ასე მოიქცა, მათ უჭირთ მისი საქციელის ახსნა. ისინი საყოფაცხოვრებო პრობლემებით ხსნიან ყველაფერს - პენსია დაბალია, ძალიან გვიჭირს და მისთანები, თუმცა არ ამართლებენ მის საქციელს. ოჯახს არანაირი პრეტენზია არ აქვთ მამუკასთან. სხვა რომ არ შევიდეს შეცდომაში, თორემ წალენჯიხელებმა ძალიან კარგად იციან ყველაფერი. ეს ოჯახი ცხოვრობდა სახლში, რომელსაც სახურავი არ ჰქონდა, მიწურში იმ საქონელთან ერთად იძნებდნენ, რომლითაც არსებობდნენ. დავით კაკაჩიას დავურეკე და შეხვედრა შევთავაზე, მითხრა, რომ არ სცალია. არც შემხვდება, რადგან ჩვენ ერთად აღვნიშნეთ მისი საკუთრების გაფორმება...

  • პ.ს. დავით კაკაჩიასთან დაკავშირება ჩვენც ვცადეთ, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.