მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ასათიანის დისშვილისა და ნიაზ დიასამიძის ვაჟის სიყვარულის ისტორია გრძელდება - მარიანას და თემურიკოს ფოტოები სოციალური ქსელიდან
მაკა ასათიანის დისშვილისა და ნიაზ დიასამიძის ვაჟის სიყვარულის ისტორია გრძელდება - მარიანას და თემურიკოს ფოტოები სოციალური ქსელიდან

პი­ა­ნის­ტი მა­რი­ა­ნა აჩბა მუდ­მი­ვად რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მაკა ასა­თი­ა­ნის დის, სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი­სა და ას­ტა­მურ აჩ­ბას ქა­ლიშ­ვილს მე­დია "აფხა­ზე­თის პრინ­ცე­სად“ მო­იხ­სე­ნი­ებს.

მა­რი­ა­ნა მე­დი­ას­თან არ კონ­ტაქ­ტობს, მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი იშ­ვი­ა­თად ქვეყ­ნდე­ბა, ისიც ტე­ლე­ვი­ზი­ით, სა­დაც ძი­რი­თა­დად სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ზე სა­უბ­რობს ხოლ­მე. 2021 წელს ვწერ­დით, რომ გო­გო­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სის ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის ვაჟ­ზე თე­მუ­რი­კო დი­ა­სა­მი­ძე­ზე. წყვილ­მა იმ­ჟა­მად "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სუ­რა­თე­ბი წა­შა­ლეს და მას შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წყვი­ლი ერ­თად აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, თუმ­ცა ახ­ლა­ხან ისევ შე­რიგ­დნენ. მა­რი­ა­ნამ თე­მუ­რი­კოს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე და მისი მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბი მაია გე­ლო­ვა­ნი 24 წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბულ­ნი არი­ან, წყვილს ჰყავს ორი ვაჟი - 23 წლის თე­მუ­რი­კო და 17 წლის ან­დრია. თე­მუ­რი­კო მა­მის მსგავ­სად მუ­სი­კო­სია. ის დი­ჯე­ის ამ­პლუ­ა­ში ხში­რად გა­მო­დის სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

მა­რი­ა­ნა აჩ­ბამ და თე­მუ­რი­კო დი­ა­სა­მი­ძემ ერ­თმა­ნე­თი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის­გან გა­იც­ნეს. მა­რი­ა­ნა დი­ზა­ი­ნე­რის მთა­ვა­რი მუ­ზა­აა. ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე კი, თე­მუ­რი­კოს ბი­ძაა.

დი­ა­სა­მი­ძე­ებს საფ­რან­გეთ­თან მშობ­ლი­უ­რი ფეს­ვე­ბი აკავ­ში­რებთ - მათი ბე­ბია მად­ლე­ნი ფრან­გი გახ­ლდათ. გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ბა­ბუა ლე­ვილ­ში და­სახ­ლდა და სწო­რედ იქ გა­იც­ნო ფრან­გი ქალი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც წლე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი მად­ლე­ნი საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და და მისი შთა­მო­მავ­ლე­ბიც წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე თვეს იქ ატა­რებ­დნენ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

მაკა ასათიანის დისშვილისა და ნიაზ დიასამიძის ვაჟის სიყვარულის ისტორია გრძელდება - მარიანას და თემურიკოს ფოტოები სოციალური ქსელიდან

მაკა ასათიანის დისშვილისა და ნიაზ დიასამიძის ვაჟის სიყვარულის ისტორია გრძელდება - მარიანას და თემურიკოს ფოტოები სოციალური ქსელიდან

პიანისტი მარიანა აჩბა მუდმივად რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მაკა ასათიანის დის, სალომე ასათიანისა და ასტამურ აჩბას ქალიშვილს მედია "აფხაზეთის პრინცესად“ მოიხსენიებს.

მარიანა მედიასთან არ კონტაქტობს, მისი ინტერვიუები იშვიათად ქვეყნდება, ისიც ტელევიზიით, სადაც ძირითადად საკუთარ პროფესიაზე საუბრობს ხოლმე. 2021 წელს ვწერდით, რომ გოგონა შეყვარებული გახლდათ ცნობილი მუსიკოსის ნიაზ დიასამიძის ვაჟზე თემურიკო დიასამიძეზე. წყვილმა იმჟამად "ინსტაგრამზე" საერთო ფოტოები გამოაქვეყნა. თუმცა მოგვიანებით სურათები წაშალეს და მას შემდეგ, სოციალურ ქსელში წყვილი ერთად აღარ გამოჩენილა.

წყარო გვიყვება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ახლახან ისევ შერიგდნენ. მარიანამ თემურიკოსთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

ნიაზ დიასამიძე და მისი მეუღლე მსახიობი მაია გელოვანი 24 წელია დაოჯახებულნი არიან, წყვილს ჰყავს ორი ვაჟი - 23 წლის თემურიკო და 17 წლის ანდრია. თემურიკო მამის მსგავსად მუსიკოსია. ის დიჯეის ამპლუაში ხშირად გამოდის სხვადასხვა ღონისძიებაზე.

მარიანა აჩბამ და თემურიკო დიასამიძემ ერთმანეთი, სავარაუდოდ, ჯაბა დიასამიძისგან გაიცნეს. მარიანა დიზაინერის მთავარი მუზააა. ჯაბა დიასამიძე კი, თემურიკოს ბიძაა.

დიასამიძეებს საფრანგეთთან მშობლიური ფესვები აკავშირებთ - მათი ბებია მადლენი ფრანგი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასული ბაბუა ლევილში დასახლდა და სწორედ იქ გაიცნო ფრანგი ქალი, რომელთან ერთადაც წლების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. თუმცა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქალბატონი მადლენი საფრანგეთში დაბრუნდა და მისი შთამომავლებიც წელიწადში რამდენიმე თვეს იქ ატარებდნენ.

წაიკითხეთ ასევე: